ყველი დაბერების პროცესს აფერხებს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
ყველი დაბერების პროცესს აფერხებს
ყველი დაბერების პროცესს აფერხებს
ყველი არა მხოლოდ გემრიელი და სასარგებლო საკვები პროდუქტია (მდიდარი კალციუმითა და B12 ვიტამინით), ის თურმე დაბერების პროცესსაც აფერხებს.

ერთ-ერთი ექსპერიმენტის ფარგლებში სპეციალისტებმა ამ პროდუქტის (კერძოდ, ობიანი ყველის) გარკვეული შენაერთების ეფექტი შეამოწმეს. საუბარია სპერმიდინზე – ნაერთზე, რომელიც მნიშვნელოვნად უხანგრძლივებდა სიცოცხლეს ჭიებსა და ჭუპრებს.

ამჯერად მკვლევარებმა ნაერთის ეფექტურობა ვირთაგვებზე შეამოწმეს. ცხოველების ერთ ჯგუფს ისინი წყლითა და სპერმიდინით კვებავდნენ, მეორეს კი მხოლოდ წყალს ასმევდნენ. შედეგად პირველი ჯგუფის ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზარდა, მაშინაც კი, როცა ცხოველები სპერმიდინს სიცოცხლის შუა ეტაპზე იღებდნენ. აღნიშნული ნივთიერება აქვეითებდა
არტერიულ წნევას და აუმჯობესებდა გულის ფუნქციას.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, სპერმიდინი მნიშვნელოვნად ააქტივებს აუტოფაგიის (თვითშთანთქმის) პროცესს, რომლის წყალობითაც უჯრედები ტოქსინებისაგან იწმინდება (თავისუფლდება) და ინელებს თავის დაზიანებულ ნაწილებს. აუტოფაგია ერთმნიშვნელოვნად ზრდის უჯრედთა სიცოცხლის ხანგრძლივობას ანუ აფერხებს დაბერების პროცესს.

სპეციალისტებმა 800 იტალიელიც გამოკითხეს საკვები რაციონისა და მისი გავლენის
შესაფასებლად. სპერმიდინის (ანუ ყველის) ინტენსიურად და რეგულარულად მომხმარებლებს დაბალი არტერიული წნევა აღმოაჩნდათ. გარდა ამისა, მათთან გულის უკმარისობისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების რისკი 40 %-ით იყო დაქვეითებული.

მორიგი კვლევებით ისიც დადასტურდა, რომ ყოველდღიურად 80 გრამი ცხიმიანი ყველის მიღება ზრდის "სასარგებლო ქოლესტერინის" დონეს. თურმე, ყველის მოყვარულთა ორგანიზმში იზრდება იმ ნივთიერებათა კონცენტრაცია, რომლებიც სწრაფ მეტაბოლიზმთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, ამ პირებთან მავნე ქოლესტერინის დონე დაკლებულია და სიმსუქნის რისკი დაქვეითებული.
ასე რომ, შეიყვარეთ და რეგულარულად მიირთვით ყველი!

თინათინ გოცაძე
თარიღი : 22-03-2018
Georgia
ხან კარგიაო, წერთ, ხანაც მავნეაო და იქნებ ჯერ დაადგინოთ და მერე დაწეროთ, ა?! არა?!
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
გემ­რი­ე­ლი ყვე­ლის არ­ჩე­ვა არც ისე იოლი საქ­მეა. "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" იმ
05-11-2018
შვეიცარიელმა ექსპერტებმა დაასახელეს ყველის 5 გასაოცარი თვისება. მათი განცხადებით, ყველის მოყვარულები
29-10-2018
დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ექვსი კვირის
25-09-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბავშვებთან ბრონქული ასთმის განვითარების რამდენიმე რისკ-ფაქტორი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთია
რეკლამის მიხედვით ჭურჭლის სარეცხი თანამედროვე საშუალებები კრემზე უკეთ ატენიანებს კანს და ამარაგებს
ჩვენს დროში უამრავ ადამიანს აწუხებს ჭარბი წონა და გაცხიმოვნება. გაზაფხულისა და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად
ალერგია ცივილიზაციის დაავადებად მიიჩნევა. ექიმების პროგნოზი საკმაოდ დამაფიქრებელია - ალერგიულ ადამიანთა რაოდენობა შემაშფოთებლად იზრდება.
ფრაზა „იცნობდე მტერს!“ - ყველაზე მეტად მიესადაგება ალერგიული ბუნების მქონე ადამიანს, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ალერგენის ცოდნა,
07 დეკემბერი 2018
სითბო შიგნიდან უნდა მოდიოდეს. თუ აღინიშნება ვიტამინების, ენერგიის ნაკლებობა, სისხლძარღვებთან
03 დეკემბერი 2018
რეკლამის მიხედვით ჭურჭლის სარეცხი თანამედროვე საშუალებები კრემზე უკეთ ატენიანებს კანს და ამარაგებს
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
გაზიანი სასმელები ბევრს უყვარს. მაგალითად აშშ-ში თურმე ყოველი მეორე მცხოვრები ყოვედღიურად იყენებს
ასაკთან ერთად ჩვენი კუნთები კარგავს ტრავმის შემდგომ პერიოდში სწრაფად აღდგენის უნარს. მეცნიერებმა