/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ფრენა და მასთან დაკავშირებული პრობლემები

ფრენა და მასთან დაკავშირებული პრობლემები
გადაფრენის პროცესი იმდენად ცუდად აისახება ხოლმე ზოგიერთების ჯანმრთელობაზე, რომ შთამბეჭდავი და

განუმეორებელი მოგზაურობის მიუხედავად, ადამიანები ხშირად, “გათანგულები და დამტვრეულები”, დღეების განმავლობაშიც კი ვერ უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ფრენისას ხშირია შიში, განგაშის შეგრძნება, ფორიაქი, გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სიფერმკრთალე, ოფლდენა, ღებინება, არტერიული წნევის ცვლილება, თვითშეგრძნების გაუარესება და სხვა. ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი კინეტოზის გამოვლინებაა. კინეტოზს ზოგიერთები ტრანსპორტის დაავადებას უწოდებენ, თუმცა სინამდვილეში ეს დაავადება კი არა, გარკვეული ფაქტორებით გამოწვეული მდგომარეობაა. ფრენის დროს პათოლოგიურ სიმპტომთა გამოვლენა სტრესსა და ორგანიზმის გაუწყლოებას უკავშირდება. განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ორგანიზმზე კლიმატისა და დროის (საათობრივი სარტყლის) მკვეთრი ცვალებადობა.

სტატისტიკური მონაცემებით დასტურდება, რომ ფრენის დროს სხვადასხვა სახის პრობლემა ზრდასრულებზე ხშირად ბავშვებს აღენიშნებათ (ფრენას “ვერ იტანს” ზრდასრულთა 4% და ბავშვთა 58%). ბიოლოგიური რიტმის ცვლა და კლიმატური პირობების მკვეთრი მერყეობა კი ადამიანთა დიდი უმეტესობისათვის ძნელად გადასატანია.

ორგანიზმის გაუწყლოება

ის, რომ თვითმფრინავში ორგანიზმი გაუწყლოებას განიცდის - ფაქტია, თუმცა ამ ფაქტის საშიშროებას, გარეგნობისა და ორგანიზმისათვის მავნეობასა და ტრავმატიზმს ყველა როდი აცნობიერებს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანისათვის ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა 50%-ია, თვითმფრინავში კი ეს მაჩვენებელი 1-10%-ში მერყეობს, ადვილი გასაგები გახდება ის, რომ ფრენისას სერიოზული ჰიდროდისბალანსი იქმნება და ამ პირობებში კანი 17-ჯერ უფრო სწრაფად შრება (ეს იმას ნიშნავს, რომ ნაოჭები 17-ჯერ უფრო სწრაფად შეიძლება განვითარდეს; ამის გამოა სწორედ, რომ გადაფრენის შემდეგ კანის ჰიდრობალანსის სრულყოფილად აღსადგენად საჭირო ხდება ძვირად ღირებული კოსმეტიკური პროცედურების ინტენსიურად ჩართვა).

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. იქნებ მირჩიოთ, რომელი პროფილის ექიმს მივმართო. პერიოდულად, ასეთი სიმპტომები მაქვს- ჯერ მეწყება თვალების წვა. შუილი ყურებში. მერე 37-მდე ტემპეტატურის მატება. სისუსტე. სახსრების და კუნთების ტკივილი. და მსუბუქი კუჭის აშლა. ადრე, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ თუ მქონდა ხოლმე ეს პერიოდები. კოვიდის შემდეგ უფრო ხშირად, და უფრო მძაფრად. აი თითქოს გრიპი მეწყება, დაახლოებით ასეთი მდგომარეობა. იქნებ რამე მირჩიოთ. მადლობა წინასწარ.</p>

ორგანიზმის ზოგადი გაუწყლოების პრობლემას უკავშირდება აგრეთვე ღრმა ვენების თრომბოზის აღმოცენების რისკი. ბოლო წლებში მედიკოსები განსაკუთრებული დაკვირვებით განიხილავენ ფრენის შემდგომი უეცარი სიკვდილის შემთხვევებს. სულ უფრო ხშირად ფიქსირდება ფაქტები, როცა სრულიად ჯანმრთელი ადამიანები, განურჩეველად ასაკისა, წონისა, სქესისა და სხვა ფაქტორებისა, ყოველგვარი კონკრეტული მიზეზის გარეშე, ფრენის შემდეგ, ზოგჯერ ტრაპიდან ჩამოსვლისთანავეც კი - უცაბედად იღუპებიან. როგორც აღმოჩნდა, სიკვდილის მიზეზი ღრმა ვენების თრომბოზია. რატომ ხდება ასე? რატომ პროვოცირდება ეს პათოლოგიური პროცესი? საქმე ისაა, რომ საოცრად დაქვეითებული ტენიანობისას, სამსაათიანი ფრენის დროს, სისხლი მნიშვნელოვნად “სქელდება” და თითქმის ლიტრით იკლებს. ფრენის დროს მოძრაობის შეზღუდულობის გამო სისხლში თრომბები წარმოიქმნება. გახსოვდეთ, ამ ვითარებაში რამდენიმე ყლუპი ალკოჰოლისა და ერთი ფინჯანი ყავის მიღებაც კი მეტისმეტად მავნებელია; ალკოჰოლი და კოფეინი ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას აჩქარებს, შესაბამისად, თრომბების განვითარების რისკიც მატულობს. განსაკუთრებული საშიშროების წინაშე არიან ვენების ვარიკოზული გაგანიერების მქონენი.

რჩევები

  • თუ სურდო ან ზემო სასუნთქი გზების კატარი (ანთება) გაწუხებთ, გირჩევთ, ფრენა გარკვეული ხნით გადადოთ; ფრენისას წნევის მერყეობის გამო მიკრობებმა შესაძლოა შუა ყურში შეაღწიონ და მისი ანთება გამოიწვიონ. თუ ფრენა გარდაუვალია, სჯობს მაქსიმალურად გააძლიეროთ თერაპია და ცხვირის წვეთები თვითმფრინავშიც გამოიყენოთ. ფრენისგან თავი უნდა შეიკავოთ ნებისმიერი დაავადების გამწვავების პერიოდში (მაგალითად, წყლულოვანი პათოლოგიის დროს და სხვა).
  • ფრენისას ყურების დახშობას ადვილად მოიხსნით ყლაპვის პროცესის გააქტიურებით, აგრეთვე პირის გაღებითა და მთქნარების იმიტირებით.
  • ჩვეულებრივ, უსიამოვნო შეგრძნებათა გამოვლენას აფერხებს B6 ვიტამინი. ფრენის წინ მისი მიიღება (20-100 მგ-ის ოდენობით) 70% შემთხვევაში საუკეთესო ეფექტს იძლევა.
  • თვითმფრინავით მგზავრობისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ტანსაცმელს. ის კომფორტული და მოსახერხებელი უნდა იყოს, ადვილად უნდა ატარებდეს ჰაერს (სინთეტური, ხელოვნური ქსოვილისაგან შეკერილი ტანსაცმელი დისკომფორტს ქმნის და არასასურველია).
  • აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი, მით უფრო, თუ მშრალი კანი გაქვთ; შეგიძლიათ ფრენისას სახეზე სველი ცხვირსახოცი დაიფაროთ.
  • აუცილებლად მოიმარაგეთ მომჟავო გემოს მქონე წვენი ან ლიმონიანი წყალი და ყლუპ-ყლუპად სვით. ფრენისას, ყოველ ერთ საათში, სულ მცირე, 200 მლ სითხე მაინც უნდა მიიღოთ. ერთი ჭიქა წყალი აფრენის წინ დალიეთ და მერეც აკონტროლეთ სითხის მიღების რეჟიმი. ჩამოფრენისთანავე მიიღეთ შხაპი ან აბაზანა, აუცილებლად დაისველეთ თავი; ორგანიზმი ამით არა მხოლოდ მიღებულ სტრესს “ჩამოირეცხავს”, დაკარგული სითხის მარაგსაც შეივსებს.
  • სითხე ჩამოფრენის შემდეგ 2-3 დღის განმავლობაშიც ჩვეულ ნორმაზე მეტი რაოდენობით უნდა მიიღოთ.
  • ფრენის წინ მიიღეთ ასპირინი (სისხლის გათხევადების მიზნით), სალონში ყოველ ერთ საათში იმოძრავეთ - წამოდექით და გაიარ-გამოიარეთ. მარტივი ვარჯიშები მჯდომარემაც შეგიძლიათ ჩაატაროთ: დაჭიმეთ და მოადუნეთ ფეხის კუნთები, ამოძრავეთ ტერფები და ხელები, შეასრულეთ წრიული მოძრაობები თავითა და კიდურებით.

ორსულობის პირველ და ბოლო თვეებში ფრენა არარეკომენდებულია. ამ პერიოდში მაქსიმალურად ეცადეთ თავი აარიდოთ მას, თუკი ეს გარდაუვალია, გამგზავრებამდე აუცილებლად გაესინჯეთ სპეციალისტს, გააკონტროლეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები და ყველა წესის დაცვით გაფრინდით. ეს მნიშვნელოვანია როგორც თქვენი, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობისათვის.

ბავშვი და ფრენა

ტრანსპორტით მგზავრობისას რწევა და ჯანჯღარი, ფრენისას უსიამოვნო შეგრძნებები და სხვადასახვა პრობლემა განსაკუთრებით ბავშვებს აწუხებთ. მათ ხომ კარიბჭე-ლოკოკინას ანუ სმენისა და წონასწორობის (ვესტიბულური) აპარატი ჩამოუყალიბებელი აქვთ. ეს აპარატი შიგნითა ყურშია მოთავსებული და გარდა იმისა, რომ გარემოდან მიღებულ ბგერებს აღიქვამს, გრავიტაციული ზემოქმედების შეგრძნების ხარჯზე გარემოში ორგანიზმის მდებარეობასაც განსაზღვრავს, წონასწორობასა და ორიენტაციას უზრუნველყოფს.

რომელი წესები დავიცვათ

  • მეტისმეტად მაძღარი კუჭით არც მგზავრობა და არც ფრენაა სასურველი. არარეკომენდებულია ტრანსპორტირება უზმოზეც. ბავშვი აუცილებლად დააპურეთ მსუბუქი, ადვილად შესათვისებელი, უცხიმო საკვებით. არამც და არამც არ შეიძლება გაზიანი სასმელების მიღება. სასურველია მოხარშული თევზი, უცხიმო ხაჭო, სითხეებიდან - პიტნის ჩაი ან ჯანჯაფილის (იმავე კოჭას) ნაყენი, რომელიც კინეტოზის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა.
  • აფრენისა და დაფრენის პროცესი ბავშვისთვის ადვილად გადასატანი იქნება, თუ მას ყურადღებას გადაატანინებთ. ამ დროს სასურველია ლიმონიანი წყლის ყლუპ-ყლუპად დალევა, მომჟავო კანფეტის წუწნა ან კევის ღეჭვა.
  • ყველაზე “წყნარი ადგილი” თვითმფრინავში ფრთის მიმდებარე სავარძლებია, პატარასთან ერთად მგზავრობისას უმჯობესია ეს ადგილი შეარჩიოთ.
  • სასურველია ბავშვი თავიდანვე გააკაჟოთ და კარიბჭის აპარატი გაუვარჯიშოთ. ამისათვის რეკომენდებულია თავისა და კისრის ვარჯიშები, ბატუტზე ხტომა, მალაყები, ცურვა, წყალში ხტომა, ტანვარჯიში.

P.S. ზემოთ აღნიშნული არ ნიშნავს თვითმფრინავით ფრენაზე უარის თქმას. არც ჩამოთვლილი და განმარტებული სიმპტომებია ყველასთვის ერთნაირად დამახასიათებელი და საგანგაშო. კინეტოზი (ე. წ. ტრანსპორტის დაავადება) და მასთან დაკავშირებული უსიამოვნებანი ბევრისათვის სრულიად უცნობია. მაგალითად, ჯანმრთელი, ნავარჯიშები და გაკაჟებული ადამიანებისათვის. სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ამა თუ იმ პათოლოგიით დაავადებულებმა კი ფრენამდე აუცილებლად უნდა გაიარონ ექიმის კონსულტაცია.

გახსოვდეთ, ფრენის პროცესი, კლიმატისა და დროის (საათობრივი სარტყლის) მკვეთრი ცვალებადობა უარყოფითად აისახება ორგანიზმზე, შესაბამისად, თუ ჯანმრთელობა ხელს არ გიწყობთ, ორგანიზმის მდგომარეობა არ გაძლევთ დასახელებული ცვლილებებისა და თვითმფრინავით გამოწვეული სხვა “დატვირთვებისადმი” ადაპტაციის საშუალებას, გირჩევთ, თავი შეიკავოთ თვითმფრინავით მგზავრობისაგან და აუცილებლობის შემთხვევაში გადასაადგილებლად ტრანსპორტის სხვა სახეობა გამოიყენოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ასპერგილოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ასპერგილოზი

დაავადება, რომელიც ასპერგილათი ინფიცირების შედეგად ვითარდება, ჩვეულებრივ, სასუნთქ სისტემას აზიანებს, თუმცა სიმპტომები და მდგომარეობის სიმძიმე სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს.

დაავადების გამომწვევი გარემოში ფართოდ არის გავრცელებული. მისი მრავალი სახეობა ადამიანისთვის უვნებელია, მაგრამ დასუსტებული იმუნური სისტემის, ფილტვის დაავადების ან ბრონქული ასთმის ფონზე მცირე რაოდენობით ჩასუნთქვასაც კი შეუძლია, მძიმე დაავადება გამოიწვიოს.

კლინიკური სურათი

ასპერგილოზის კლინიკური სურათი დაავადების ფორმაზეა დამოკიდებული.

ალერგიული რეაქცია

ბრონქული ასთმით ან მუკოვისციდოზით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა ობის სოკოს მიმართ ალერგიული რეაქცია განუვითარდეს. ეს მდგომარეობა ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზის სახელწოდებით არის ცნობილი. მისი სიმპტომებია:

  • ცხელება;
  • ხველა სისხლიანი ან ლორწოს შემცველი ნახველით;
  • ასთმის მიმდინარეობის მკვეთრი გაუარესება.

სოკოვანი მასები

ფილტვში შესაძლოა ჩამოყალიბდეს სოკოვანი სფერო, რომელიც სოკოს ჰიფებისგან (ძაფებისგან) შედგება. ეს ქრონიკული პულმონური (ფილტვის) ასპერგილოზის ერთ-ერთი გამოხატულებაა, რომელსაც მარტივი ასპერგილომა ეწოდება. ასეთი წარმონაქმნი შესაძლოა გაჩნდეს იმ ადამიანის ფილტვში, რომელსაც აქვს ფილტვის ემფიზემა, ტუბერკულოზი ან სარკოიდოზის შორს წასული ფორმა.

ასპერგილომა კეთილთვისებიანი მდგომარეობაა, რომელიც ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან მხოლოდ სუსტი ხველით ვლინდება, თუმცა დროთა განმავლობაში მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს და თავი იჩინოს:

  • ხველამ, რომელსაც ხშირად თან ახლავს სისხლის გამოყოფა - ჰემოფთიზი. ზოგჯერ სისხლი მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოიყოფა;
  • ხიხინი;
  • ქოშინი;
  • წონის უმიზეზო კლება;
  • სისუსტე.

ინფექცია

ინვაზიური პულმონური (ფილტვის) ასპერგილოზი დაავადების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. ის ვითარდება, როცა ინფექცია ფილტვიდან სწრაფად ვრცელდება ტვინში, გულში, თირკმელში ან კანში. ჩვეულებრივ, ასე მაშინ ხდება, როცა პაციენტს დასუსტებული აქვს იმუნური სისტემა, მაგალითად, ქიმიოთერაპიის გამო. მკურნალობის გარეშე პაციენტის სიკვდილი გარდაუვალია.

ინვაზიური ასპერგილოზის დროს დაავადების გამოვლენა დაზიანებულ ორგანოზეა დამოკიდებული. უმეტესად ვითარდება:

  • შემცივნება და ცხელება;
  • ჰემოფთიზი - ხველა სისხლიანი ნახველით;
  • ფილტვიდან სისხლდენა;
  • ქოშინი;
  • ტკივილი გულმკერდში, სახსრების ტკივილი;
  • თავის ტკივილი, თვალების დაზიანება;
  • ცხვირიდან სისხლდენა;
  • სახის ცალმხრივი შეშუპება;
  • კანის დაზიანება.

ასპერგილოზის სხვა ტიპები

გარდა ფილტვისა, ასპერგილოზმა შეიძლება დააზიანოს ცხვირის ღრუს დანამატი წიაღებიც (სინუსები). ეს იწვევს ცხვირის გაჭედვას, სისხლიან გამონადენს, ცხელებას, სახის, თავის ტკივილს.

როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი

როცა პაციენტს აქვს ასთმა ან მუკოვისციდოზი, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია სიმპტომების ცვლილების, დაავადების დამძიმების შემთხვევაში. რასაკვირველია, ასპერგილოზი შესაძლოა სულაც არ იყოს ამ ცვლილებათა მიზეზი, მაგრამ ჯობს, მდგომარეობა სპეციალისტმა შეაფასოს.

თუ პაციენტს დასუსტებული აქვს იმუნური სისტემა (მაგალითად, სიმსივნის გამო ჩატარებული ქიმიოთერაპიის შედეგად), აუხსნელი ცხელების, ქოშინის ან სისხლიანი ხველის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. უნდა გვახსოვდეს, რომ ინვაზიური ასპერგილოზის დროს მკურნალობის დროული დაწყება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა ზოგჯერ დიაგნოზის დაზუსტებამდეც კი იწყება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ტერმინი “დასუსტებული იმუნური სისტემა” მხოლოდ პაციენტთა აღნიშნული კატეგორიის მიმართ გამოიყენება და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სხვა მხრივ ჯანმრთელ იმ ადამიანებს, რომელთაც ხშირად ემართებათ სურდო და სხვა ვირუსული ინფექციები.


სად გველოდება საფრთხე

ასპერგილა ფართოდ არის გავრცელებული გარემოში, ამიტომ მასთან კონტაქტის თავიდან აცილება შეუძლებელია. ის აღმოჩენილია ლპობად ფოთლებში, ცხოველთა ექსკრემენტებში, ხეებზე, მარცვლეულ კულტურებზე. ასპერგილას სპორები გვხვდება ოთახშიც, სადაც ისინი ვრცელდება ჰაერის კონდიცირებისა და გათბობისას, ასევე - ზოგიერთ საკვებში, სანელებელში.

ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ადამიანისთვის ასპერგილასთან ყოველდღიური კონტაქტი იშვიათად იქცევა პრობლემის მიზეზად. როცა ადამიანი ასპერგილას სპორას შეისუნთქავს, იმუნური სისტემის უჯრედები მას გარს ეკვრიან და ანადგურებენ. ქრონიკული დაავადების ან იმუნური სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტებით მკურნალობის დროს ორგანიზმში ასპერგილასთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა შემცირებულია, ამიტომ სოკო თავს აღწევს იმუნურ სისტემას და ფილტვში ან სხეულის სხვა ნაწილში იკიდებს ფეხს.

ასპერგილოზი ადამიანისგან ადამიანს არ გადაედება.

როგორ სვამენ დიაგნოზს

ასპერგილათი გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია და მიმდინარე პროცესის ტიპზეა დამოკიდებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფართო გავრცელების გამო ასპერგილა ზოგჯერ სავსებით ჯანმრთელი ადამიანის ნერწყვსა და ნახველშიც აღმოჩნდება. გარდა ამისა, ობის სოკოს სხვა სახეობებისგან ასპერგილას მიკროსკოპულად გარჩევა საკმაოდ ძნელია, დაავადების სურათი კი ძალიან ჰგავს ტუბერკულოზს.

დიაგნოზის დასაზუსტებლად ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს:

  • ფილტვების რენტგენოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • ნახველის გამოკვლევა - ჯერ მიკროსკოპულად, მერე კი დათესვა სპეციალურ ნიადაგზე და დაკვირვება;
  • ქსოვილისა და სისხლის გამოკვლევა - ტარდება კანის ტესტი, რომლის დროსაც წინამხარზე, კანში, შეჰყავთ ასპერგილას ანტიგენი. როცა ორგანიზმი ინფიცირებულია და ასპერგილას საწინააღმდეგო ანტიგენს შეიცავს, ინექციის ადგილას კარგად გამოხატული სიწითლე და შეშუპება ვითარდება; სისხლში შესაძლოა აღმოჩნდეს ანტისხეულები, რომელთა არსებობაც ალერგიულ პასუხზე მიუთითებს;
  • ბიოფსია - ინვაზიური ასპერგილოზის დიაგნოზის დასადასტურებლად ზოგჯერ აუცილებელია ფილტვის ან ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ქსოვილის მიკროსკოპული გამოკვლევა.

მკურნალობა

ასპერგილოზის სახეობის გათვალისწინებით, ექიმმა შესაძლოა აირჩიოს დაკვირვება, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობა ან, იშვიათად, ქირურგიული ჩარევა.

დაკვირვება - ერთი მარტივი ასპერგილომა მკურნალობას არ მოითხოვს, მედიკამენტები მის წინააღმდეგ უეფექტოა. ასეთი ასპერგილომები არც სიმპტომატიკას იწვევს. ინიშნება მხოლოდ რენტგენოლოგიური კონტროლი, ხოლო თუ დაავადებამ პროგრესირება განაგრძო - სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები.

კორტიკოსტეროიდები - ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზის მკურნალობის მიზანია, თავიდან ავიცილოთ ასთმის ან ცისტური ფიბროზის დამძიმება. ამ თვალსაზრისით საუკეთესო საშუალებაა სტეროიდების ტაბლეტები.

ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზის დროს სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები, ჩვეულებრივ, არაეფექტურია, თუმცა ზოგჯერ მათ ნიშნავენ სტეროიდებთან ერთად, რაც სტეროიდების დოზის შემცირებასა და ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესების საშუალებას გვაძლევს. ანტიფუნგალური ანუ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნა ინვაზიური ბრონქოპულმონური ასპერგილოზის სტანდარტული მკურნალობაა.

გასათვალისწინებელია, რომ ყველა სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი შეიძლება იქცეს სერიოზული პრობლემების მიზეზად თირკმლისა და ღვიძლის დაზიანების ჩათვლით. გარდა ამისა, შესაძლოა სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედებაც.

ქირურგიული მკურნალობა - ვინაიდან სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები ასპერგილომაში კარგად ვერ აღწევს, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი მოცილება ქირურგიული გზით. ჩვეულებრივ, ოპერაცია სისხლდენის შემთხვევაში ინიშნება. ზოგჯერ, როდესაც ქირურგიულ ჩარევას თან ახლავს რისკი, ტარდება ასპერგილომის ემბოლიზაცია. ამ დროს ასპერგილომის ღრუს მკვებავ არტერიაში კათეტერით შეჰყავთ ნივთიერება, რომელიც არტერიას ახშობს.

როგორ დავიცვათ თავი

ასპერგილასგან თავის დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია. რისკის შესამცირებლად იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატებით მკურნალობისას (მაგალითად, ორგანოს გადანერგვის შემდეგ ან სიმსივნის დროს) არ არის რეკომენდებული ისეთ ადგილას ყოფნა, სადაც ყრია ლპობადი ფოთლები ან ცხოველთა ექსკრემენტები, ინახება მარცვლეული.

იმუნური სისტემის დათრგუნვისას ზოგჯერ რეკომენდებულია სპეციალური დამცავი საშუალების - რესპირატორის ტარება.