/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორ გამოვდევნოთ ნახველი ბრონქებიდან

როგორ გამოვდევნოთ ნახველი ბრონქებიდან
ნებისმიერი დაავადებისას, რომელსაც ბრონქული სეკრეტის გაძლიერებული გამოყოფა ახლავს, მნიშვნელოვანია

სასუნთქი გზების მასში დაგროვილი ნახველისგან დროული გამოთავისუფლება, რამდენადაც ეს ყოველივე მნიშვნელოვნად აჩქარებს იქ მოხვედრილი მიკროორგანიზმების დროულ გამოდევნას და გამოჯანმრთელების პროცესს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ გაათავისუფლოთ სასუნთქი გზები დაგროვილი ნახველისგან.

მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე

ნახველის გასათხელებლად და მისი სწრაფი ევაკუაციისთვის მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. სასურველია სითხე იყოს თბილი და ტუტოვანი შედგენილობის, მაგალითად, თბილი რძე საჭმლის სოდასთან ან მინერალურ წყალთან ერთად.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ისუნთქეთ სუფთა ჰაერი

ამ მიზნით ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ოთახი, სასურველია ჰაერი იყოს ზომიერად ტენიანი, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰაერის დამატენიანებლები.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. იქნებ მირჩიოთ, რომელი პროფილის ექიმს მივმართო. პერიოდულად, ასეთი სიმპტომები მაქვს- ჯერ მეწყება თვალების წვა. შუილი ყურებში. მერე 37-მდე ტემპეტატურის მატება. სისუსტე. სახსრების და კუნთების ტკივილი. და მსუბუქი კუჭის აშლა. ადრე, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ თუ მქონდა ხოლმე ეს პერიოდები. კოვიდის შემდეგ უფრო ხშირად, და უფრო მძაფრად. აი თითქოს გრიპი მეწყება, დაახლოებით ასეთი მდგომარეობა. იქნებ რამე მირჩიოთ. მადლობა წინასწარ.</p>

სუნთქვითი ვარჯიშები - პოსტურალური დრენაჟი

ბრონქების ნახველისგან გასასუფთავებელი ეფექტიანი საშუალებაა პოსტურალური დრენაჟი, რაც ითვალისწინებს სპეციალური ვარჯიშის ჩატარებას სუნთქვის ორგანოების ნახველისგან გასათავისუფლებლად.

ასევე დაგაინტერესებთ
ეფექტური სუნთქვითი ვარჯიშები, რომლებიც ბრონქებს ნახველისგან ასუფთავებს

ყველაზე დიდი რაოდენობით ნახველი ღამით გროვდება, ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ვერ ახერხებს მის გამოყოფას. ამით აიხსნება ის, რომ ხველის შეტევები, რაც დაგროვილი ნახველის სასუნთქი გზებიდან გამოდევნას ემსახურება, განსაკუთრებით დილით, გამოღვიძების შემდგომ ძლიერდება.

სწორედ ამიტომ სპეციალისტები სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებას გაღვიძებისთანავე გვირჩევენ.

ვარჯიში #1

დააწვინეთ პაციენტი ზურგზე ბალიშის გარეშე, ნელა მოატრიალებინეთ სხეული 45 გრადუსით ისე, რომ ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა აკეთოს. ამ დროს უნდა დაიწყოს ნახველის გამოდევნა. ვარჯიში მეორდება 4-6-ჯერ.

ვარჯიში #2

პაციენტი უნდა დადგეს მუხლებზე და გადაიწიოს წინ 6-ჯერ ზედიზედ. შემდგომ 1-წუთიანი შესვენება და კვლავ 6-ჯერადი გადახრა წინ. ვარჯიში მეორდება 6-ჯერ.

ვარჯიში #3

დააწვინეთ პაციენტი ზურგზე საწოლის კიდეზე ბალიშის გარეშე. გვერდზე ნელა გადმოტრიალებისას ეცადოს მაქსიმალურად მოიხაროს მუხლებში. ეს უნდა გაიმეოროთ 4-ჯერ და შემდეგ იგივე უნდა გაიმეოროთ მეორე გვერდზე მწოლმა.

ვარჯიში მეორდება 4-ჯერ.

ვარჯიში #4

პაციენტი უნდა დააწვინოთ ზურგზე ბალიშის გარეშე და ფეხებქვეშ ამოუდოთ რაიმე, რათა მისი ქვედა კიდურები 20-30 სმ სიმაღლეზე აიწიოს. ასე უნდა იწვეს ნახევარი საათი. შემდგომ 15-წუთიანი შესვენება და კვლავ გაიმეორეთ ვარჯიში.

ეს ვარჯიშები მეორდება დღეში 6-ჯერ, ერთმანეთის მიყოლებით.

სუნთქვითი ვარჯიშების დამთავრების შემდგომ საწოლზე დადეთ მოზრდილი ბალიში და დაწექით მასზე მუცლით, ისე, რომ თავი ბალიშის ზედა კიდეს სცილდებოდეს. ამ მდგომარეობაში მყოფპაციენტს შეგიძლიათ ზურგზე მსუბუქად “დაუკაკუნოთ”, მოძრაობა უნდა იყოს მსუბუქი და არავითარ შემთხვევაში ძლიერი და უხეში.

როგორც ყველგან და ყველაფერში, ამოსახველებელი სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებისასაც აუცილებელია ზომიერების დაცვა.

მკურნალი ინჰალაციები

ორთქლის ინჰალაციები ასევე კარგად უზრუნველყოფს ბრონქებში დაგროვილი სეკრეტის სწრაფევაკუაციას. ორთქლი ააქტიურებს სასუნთქ სისტემაში სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, ეს კი ხელს უწყობს ნახველის გამოდევნას.

დამოუკიდებლად შეგიძლიათ ჩაიტაროთ:

  • საჭმლის სოდისა და სუფრის მარილის ორთქლის ინჰალაცია - 200 მლ წყალში ჩაყარეთ ჩაის კოვზის მეოთხედი საჭმლის სოდა და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი;
  • შეგიძლიათ ჩაიტაროთ მინერალური წყლის ინჰალაცია;
  • შედეგიანია ევკალიპტისა და გვირილის ინჰალაციები.

სამკურნალო მცენარეები, მათი ნახარშები და ნაყენები

კარგად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ამოსახველებელი თვისება გააჩნია ზოგიერთი სამკურნალო მცენარის თბილ ნახარშებსა და ნაყენებსაც. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ალთეს ფესვები, ვირისტერფას ფოთოლი და თავშავას ბალახი.

მათი გამოყენება შესაძლებელია ზემო სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების — ბრონქიტის, ტრაქეიტის, პნევმონიის, ბრონქოექტაზიის დროს.

1. ძირტკბილას ფესვები

ძირტკბილას ფესვები და ფესურები შეიცავენ გლიცერინს, კალიუმისა და კალციუმის მარილებს, აგრეთვე ფლავონოიდურ გლიკოზიდებს, ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას, პიგმენტებს და ეთეროვან ზეთებს.

ძირტკბილას ამოსახველებელი თვისებები განპირობებულია მის ფესვებში შემავალი ნივთიერებების მოქმედებით. ისინი ასტიმულირებენ ტრაქეისა და ბრონქების ეპითელიუმის აქტივობას, აგრეთვე აძლიერებენ ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სეკრეტორულ ფუნქციას.

ძირტკბილას ფესვების მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური თვისება ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაა, რომელიც გამოწვეულია მასში ჰისტამინის, სეროტონინისა და ბრადიკინინის შემცველობით.

მისი გამყენება შეიძლება ამოსახველებელ, შემომგარსველ, ხველის შემამსუბუქებელ და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალო საშუალებად.

2. კულმუხოს ფესვები და ფესურები

კულმუხოს ფესვები და ფესურები შეიცავს საპონინებს, ეთეროვან ზეთებს, ფისებს და ლორწოვან ნივთიერებებს.

მცენარე ეხმარება ნახველის გადაადგილებას ქვემო სასუნთქი გზებიდან სასუნთქი ტრაქტის ზემო ნაწილში და აადვილებს მის ევაკუაციას.

გამოიყენება ბრონქიტის, ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების — ტრაქეიტებისა და ბრონქიტების მკურნალობისას, რომელთაც თან ერთვის დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფა.

3. ცაცხვის ყვავილი

ცაცხვის ყვავილი შეიცავს ფლავონოიდური ჰესპერიდინის გლიკოზიდს, საპონინებს, ტილიაცინის გლიკოზიდს, ეთერის ზეთს (0,05%), მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას.

მას გააჩნია ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ოფლმდენი და სიცხის დამწევი მოქმედება. გამოიყენება ანგინის და ბრონქიტების სამკურნალოდ.

4. ვირისტერფას ფოთოლი

ვირისტერფას ფოთოლი შეიცავს გლიკოზიდებს, ანულინს, ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებსა და ორგანულ მჟავებს.

მცენარის ნახარშს ახასიათებს პირის ღრუს, ყელისა და ხახის ლორწოვანი გარსის შემომგარსველი მოქმედება, იცავს მათ გაღიზიანებისაგან, ათხიერებს და არბილებს ნახველს, აჩქარებს მის ევაკუაციას.

ეფექტიანია კომპლექსურ თერაპიაში ლარინგიტების, ტრაქეიტების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ფილტვების ანთების, გაჭიანურებული ხველის, ფილტვების აბსცესისა და განგრენის დროს.

5. ევკალიპტის ფოთოლი

ევკალიპტის ფოთოლი შეიცავს ეთერზეთებს (1-3%), მთრიმლავ ნივთიერებებს და ორგანულ მჟავებს.

ახასიათებს ამოსახველებელი და დამამშვიდებელი თვისებები.

გამოიყენება პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების, ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული დაავადებების, ლარინგიტების დროს.

6. თავშავას ბალახი

თავშავას ბალახი შეიცავს ეთეროვან ზეთებს, ფენოლებს, თიმოლს, გერანილაცეტატს, კარვაკროლს და სხვა არომატულ შენაერთებს, აგრეთვე ცხიმოვან ზეთებს, ასკორბინის მჟავას და მთრიმლავ ნივთიერებებს.

მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. რეკომენდებულია ამოსახველებელ საშუალებად.

მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე სხვა მცენარეებთან ან კომპლექსურ პრეპარატებთან ერთად.

თავშავა ინიშნება მწვავე ქრონიკული ბრონქიტის დროს ამოსახველებელ საშუალებად, აგრეთვე ანგინის, ქრონიკული ტონზილიტისა და გინგივიტების შემთხვევაში.

გაითვალისწინეთ!

სამკურნალო მცენარეთა ნახარშებისა და ნაყენების გამოყენებამდე აუცილებელია ამის თაობაზე აცნობოთ მკურნალ ექიმს და ეს საშუალებები მხოლოდ მასთან შეთანხმებით მიიღოთ.

კომენტარები (2)
Nina Nina
gamarjobat myavs 5tvis bavshvi bronziti qonda savantyoposhi viweqit gauketta gadasxma antibiotikebi da ratqmaunda ingalaciebij gamogvweres..aqvs xiximebi kide da naxvelic eqimi meubneba rom es eqnebao mase tavisit gauvliso mara awuxebs naxveli ravqna ?
თარიღი : 27-01-2020
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

10 ნაბიჯი ჯანსაღი კვებისკენ
10 ნაბიჯი ჯანსაღი კვებისკენ
ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის კვებას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს.
სრულად
ჯანმრთელი საკვები
ჯანმრთელი საკვები
დიეტოლოგები გვირჩევენ, მხოლოდ შინ, საკუთარი ხელით მომზადებული კერძები მივირთვათ, თავი ვარიდოთ სწრაფი კვების ობიექტებში ჭამას, რადგან
სრულად
დიეტა ქრონიკულად მოავადეთათვის
დიეტა ქრონიკულად მოავადეთათვის
საყოველთაოდ ცნობილია, რომ გაზაფხულზე ქრონიკული დაავადებების გამწვავება მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად საკვებსა და კვების ნირის ცვლილებასაც უკავშირდება,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

როგორ გამოვდევნოთ ნახველი ბრონქებიდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები