რინიტი, კონიუქტივიტი, ასთმა.. - როგორ ვლინდება პოლინოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რინიტი, კონიუქტივიტი, ასთმა.. - როგორ ვლინდება პოლინოზი

ის მოსახლეობის 10%-ს აწუხებს. დაავადებას თივის ცხელებას უწოდებენ, თუმცა რეალურად ის არა თივით, არამედ ყვავილის მტვრით არის გამოწვეული. პოლინოზს უმეტესად ხეების, მარცვლოვანი მცენარეებისა და სარეველა ბალახის მტვერი იწვევს.

ალერგიულ ადამიანებს პოლინოზი მაშინ უმწვავდებათ, როცა მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია განსაზღვრულ დონეს მიაღწევს. საქართველოსთვის დამახასიათებელია მცენარეთა ყვავილობის სამი სეზონი, რის გამოც აღინიშნება პოლინოზის გამწვავების სამი ტალღა: ადრე გაზაფხულზე, გაზაფხულ-ზაფხულის გარდამავალ პერიოდში და ზაფხულ-შემოდგომის გარდამავალ პერიოდში.

პოლინოზის განვითარების რისკფაქტორებია ალერგიით (ატოპიით) დატვირთული გენეტიკა, საცხოვრებელი ადგილი, სადაც ალერგიის გამომწვევი მცენარეები ხარობენ და ბავშვის ადრეული გადაყვანა ძროხის რძით კვებაზე.

პოლინოზის სიმპტომები

პოლინოზი უმთავრესად სიმპტომთა კომპლექსით - კონიუნქტივიტით, რინიტითა და ასთმით ვლინდება. პაციენტი უჩივის თვალების, ცხვირის, სახის, ცხვირ-ხახის ქავილს, თვალების სიწითლეს, სინათლის შიშს, ცრემლდენას, ქუთუთოების შეშუპებას. თვალებიდან გამონადენი თავდაპირველად გამჭვირვალეა, მერე კი შესაძლოა ჩირქოვანი გახდეს. მძიმე შემთხვევაში თვალის ლორწოვანზე წყლულები ჩნდება.

ბევრს აწუხებს შეტევითი ცემინება (10-დან 50-მდე), ცხვირიდან უხვი თხიერი გამონადენი (წყლიანი სურდო), რასაც ცხვირის გაჭედვა მოჰყვება, თავის ტკივილი.

პოლინოზი შეიძლება გართულდეს ანოსმიით (ყნოსვის დაკარგვით), სინუსიტით (ცხვირის დანამატი წიაღების ანთებით). არც სხვა ალერგიული დაავადებების - ჭინჭრის ციების, დერმატიტის განვითარებაა გამორიცხული. ზოგიერთ ავადმყოფს დაავადება მცენარის ნაყოფის ან მისი პროდუქტის მიღებისას უმწვავდება. თივის ცხელებამ შეიძლება ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი. უმეტესად ეს 8-დან 20 წლამდე ხდება, იშვიათად - 40 წლის შემდეგ.

აღიარებულია, რომ ამინდი გავლენას ახდენს ჰაერში ყვავილის მტვრის კონცენტრაციაზე. სიმშრალე, სიცხე და ქარი ხელს უწყობს მტვრის გავრცელებას, წვიმისას კი ჰაერში მტვრის კონცენტრაცია მცირდება და პოლინოზის გამწვავების ალბათობაც იკლებს. გარდა ამისა, მცენარეები მტვერს დღის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად გამოყოფენ. მისი კონცენტრაცია პიკს დილით და დღის პირველ ნახევარში აღწევს, რაც ალერგიულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

როგორ ვუმკურნალოთ პოლინოზს

პოლინოზს მკურნალობენ როგორც უშუალოდ გამწვავების დროს, მცენარეთა ყვავილობის პერიოდში, ისე პროფილაქტიკურადაც, ყვავილობის დაწყებამდე. თუ უკუჩვენება არ არსებობს, პროფილაქტიკა უფრო ეფექტურია. იგი სპეციფიკურ დესენსიბილიზაციას (ჰიპოსენსიბილიზაციას) გულისხმობს. სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაციის გზით ორგანიზმი ალერგენის მიმართ სპეციფიკურ ტოლერანტობას (მდგრადობას) გამოიმუშავებს.

ამისთვის ორგანიზმში ყვავილის მტვრის ალერგენის მზარდი დოზები შეჰყავთ. სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაცია, წესისამებრ, ზამთარში იწყება და ყვავილობის სეზონის დამდეგს სრულდება, თუმცა ისიც შეიძლება, შემცირებული დოზით პროფილაქტიკური მკურნალობა მთელი წელი გაგრძელდეს. მყარი შედეგის მისაღებად სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაცია სამჯერ მაინც უნდა ჩატარდეს.

მკურნალობის ეს მეთოდი სწორედ პოლინოზის დროს იძლევა საუკეთესო შედეგს და მისი ეფექტურობა 80-90%-ს უახლოვდება. სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაცია აუცილებლად ექიმმა ალერგოლოგმა უნდა ჩაატაროს სპეციალიზებულ ალერგოლოგიურ დაწესებულებაში (ალერგოლოგიურ კაბინეტში). სამკურნალო ალერგენის ყოველი ინექციის წინ და შემდეგ ავადმყოფი აუცილებლად უნდა გაისინჯოს და დარჩეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ინექციიდან 30 წუთის განმავლობაში.

გამწვავების პერიოდში დაავადების სიმპტომების შესამცირებლად სხვადასხვა საშუალებას იყენებენ, უმთავრესად - ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, ინტალის პრეპარატებს, შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებებს. მძიმე შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ცხვირის ადგილობრივად მოქმედი კორტიკოსტეროიდების საინჰალაციო ფორმაც.

თითოეულ მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მაგალითად, ანტიჰისტამინური პრეპარატები კარგად მოქმედებს თვალისა და ცხვირისმხრივ სიმპტომებზე. იყენებენ როგორც ტაბლეტებს, ასევე საინექციო ფორმებს, თუმცა მათ უმეტესობას ძილის მომგვრელი (სედაციური) ეფექტი ახასიათებს, მცირე ხანს მოქმედებს და არ ახდენს პროფილაქტიკურ ეფექტს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ახალი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები სედაციურ ეფექტს მოკლებულია. ზოგიერთ მათგანს აქვს სუსტად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. კარგი პროფილაქტიკური ეფექტით გამოირჩევა ინტალის პრეპარატები, თუმცა მათი ხანგრძლივი და რეგულარული გამოყენებაა საჭირო.