/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ალერგოლოგია

მენსტრუაციისწინა სინდრომი და დისკომფორტი გარდამავალ პერიოდში

მენსტრუაციისწინა სინდრომი სხვადასხვა ასაკის ქალების საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. სიმპტომებმა განსაკუთრებული სიმძაფრე შეიძლება შეიძინონ ე.წ. გარდამავალ პერიოდში.

დაავადება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე, მაგრამ ქალები რატომღაც იშვიათად მიმართავენ ექიმს. მთავარი მიზეზი ინფორმაციის სიმწირეა. სწორედ ამიტომ დღევანდელ რუბრიკაში ვისაუბრებთ მენსტრუაციისწინა სინდრომსა და იმ პათოლოგიურ ცვლილებებზე, რომლებიც აღენიშნებათ ქალებს გარდამავალ პერიოდში. განვიხილავთ დაავადების განვითარების მიზეზებს, რისკფაქტორებს, კლინიკურ ფორმებს, მკურნალობის პრინციპებს და მოგაწვდით საინტერესო ინფორმაციას ამ საკითხის შესახებ. რუბრიკას უძღვება „რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი-ხელმძღვანელი პროფ. არჩილ ხომასურიძე“ – კლინიკური დირექტორი, ლალი ფხალაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი.

– რას არის მენსტრუაციისწინა სინდრომი და როდის ვითარდება?

– თავდაპირველად უნდა აღვნიშნო, რომ მენსტრუაციული ფუნქცია ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მენსტრუაციული ციკლის დარღვევა მოქმედებს ქალის ცხოვრების ხარისხზე, აისახება ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე, ემოციებზე, ფსიქიკაზე. ერთ-ერთი ასეთი დარღვევაა მენსტრუაციისწინა სინდრომი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მენსტრუაციისწინა სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ქალის ემოციებზე, ქცევასა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მენსტრუაციული ციკლის განსაკუთრებულ დღეებში. ეს ხდება ძირითადად მენსტრუაციის წინა პერიოდში. სიმპტომები იწყება მენსტრუაციამდე 2-14 დღით ადრე და ქრება მენსტრუაციის დაწყების შემდეგ. მძიმე შემთხვევებში სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს მენსტრუაციის დროსაც.

– მენსტრუაციისწინა სინდრომი ნეირო-ენდოკრინულ დაავადებად განიხილება. რამდენად ხშირია ეს დაავადება და ვის აღენიშნება?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, მყავს 1 წლის პატარა. ზუსტად 1 თვის წინ შეხვდა ჭინჭრის ციება. ესლოტინი, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დანიშნული. მკურნალობის კურსს მოვრჩით და ეხლა კვლავ დაეწყო გამონაყარი, ოღონდ მხოლოდ ბარძაყებზე და წვივებზე. ეს გამონაყარი არ გავს იმას, რაც პირველად ქონდა, უფრო პატარა წითელი გამონაყარია. საკვენს ვერ ვაბრალებ, იმიტომ რომ არაფერი მიმიცია ალერგიული, მეც დიეტაზე ვარ ბუნებრივი კვების გამო. ეხლა საღამოობით უჩნდება და დილით აღარ აქვს ხოლმე გამონაყარი. აღარ ვიცი რა ვქნა, თან შეკრულობა დაეწყო საშინელი. ეგებ მირჩიოთ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?</p>

– სხვადასხვა ხარისხით გამოხატული მენსტრუაციისწინა სინდრომი აღენიშნება იმ ქალების თითქმის 90%-ს, რომელთაც აქვთ მენსტრუაციული ციკლი, მათ შორის არიან ქალები მენსტრუაციული ციკლის დარღვევებით, მოზარდები სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ქალები ჰისტერექტომიის (საშვილოსნოს ამოკვეთა) შემდგომ. მენსტრუაციისწინა სინდრომი ყველაზე ხშირია 30-დან 40 წლამდე ასაკში. დაავადების კლინიკური ნიშნები მეტ სიმძაფრეს იძენს და სიხშირე კიდევ უფრო იზრდება რეპროდუქციულიდან მენოპაუზამდე გარდამავალ პერიოდში. შესაძლებელია მისი არსებობა მენოპაუზაშიც.

მენსტრუაციისწინა სინდრომს ცივილიზაციის დაავადებას უწოდებენ, რადგან მეტად დამახასიათებელია ინტელექტუალური საქმიანობით დაკავებული ქალებისა და ქალაქში მცხოვრებთათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ დაავადების შესახებ ცნობები უძველეს ლიტერატურულ წყაროებშიც არსებობს.

– რა არის დაავადების განვითარების მიზეზი?

– მენსტრუაციისწინა სინდრომის განვითარების მიზეზი ზუსტად არ არის ცნობილი. არსებობს მოსაზრება, რომ ის ჰორმონულ ცვლილებებსა და სეროტონინის შემცველობას უკავშირდება.

საკვერცხეში გამომუშავებული სასქესო სტეროიდების – ესტროგენების და პროგესტერონის დონე ციკლურად იცვლება მენსტრუაციული ციკლის ფაზების შესაბამისად, რაც მოქმედებს ქალის ხასიათზე და განსაზღვრავს მენსტრუაციისწინა სიმპტომების განვითარებას. სეროტონინი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამომუშავდება თავის ტვინში და უშუალო გავლენა აქვს გუნება-განწყობაზე, ემოციებზე.

მენსტრუაციისწინა სინდრომის განვითარებაში შეიძლება მონაწილეობდეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დისბალანსი თავის ტვინში, ჰიპოფოზის ჰორმონის – პროლაქტინის – სეკრეციის მომატება.

დაავადების განვითარებაში გარკვეულ როლს შეიძლება თამაშობდეს აგრეთვე გენეტიკური წინასწარგანწყობა. არსებობს რისკფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს მენსტრუაციისწინა სინდრომის განვითარებას.

– რომლებია მენსტრუაციისწინა სინდრომის რისკფაქტორები?

– ესენია: ანამნეზში ფსიქოემოციური დარღვევა, დეპრესია, მათ შორის – მშობიარობის შემდგომი, ფიზიკური და ემოციური ტრავმა, ძალადობა, მენსტრუაციისწინა სინდრომის ოჯახური შემთხვევები, ცხოვრების არასწორი რეჟიმი – არასრულფასოვანი კვება, ფიზიკური აქტივობის დაქვეითება, ნეირო-ენდოკრინული დარღვევები, სიმსუქნე და ა.შ.

– რა კლინიკური ნიშნებით ვლინდება მენსტრუაციისწინა სინდრომი?

– მენსტრუაციისწინა სინდრომის გამოვლინებები ძალიან მრავალფეროვანია. კლინიკური ნიშნების მიხედვით გამოყოფენ დაავადების სხვადასხვა ფორმას: ნეირო-ფსიქიკური ფორმა მოიცავს ხასიათის შეცვლას, გაღიზიანებას, აგრესიულობას, დეპრესიას, უმიზეზო ტირილს, შფოთვას, უძილობას, მადის გაძლიერებას, მგრძნობელობის გაზრდას სუნებისა და ხმების მიმართ, ლიბიდოს, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებას და ა.შ; ცეფალგიური ფორმა მოიცავს თავის ტკივილს, რასაც შეიძლება თან ახლდეს გულისრევის შეგრძნება და ღებინება, გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის ციფრების მატება, თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევა; შეშუპებითი ფორმა ვლინდება სითხის შეკავებით, რასაც თან ახლავს სხეულის სხვადასხვა ნაწილის შეშუპება, სარძევე ჯირკვლების შებერილობა და ტკივილი, წონის მატება, სახსრების ტკივილი, მუცლის შებერილობა, შეკრულობა და სხვა.

არსებობს მენსტრუაციისწინა სინდრომის ე.წ. ატიპური ფორმები, რაც შეიძლება მოიცავდეს ალერგიის, სტომატიტის, ეპილეფსიის შეტევების განვითარებას, აკნეს, სხეულის ტემპერატურის მატებას და ა.შ.

საზოგადოდ, ამ პათოლოგიისათვის დამახასიათებელია ნებისმიერი არსებული ქრონიკული დაავადების სიმპტომთა გამწვავება მენსტრუაციის წინა პერიოდში.

კლინიკური გამოვლინებები შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო სიმძიმის და მძიმე. სიმპტომების სიმძაფრესთან ერთად, მნიშვნელოვანია დაავადების ხანგრძლივობა. მსუბუქი ფორმების დროს სიმპტომები მხოლოდ მენსტრუაციამდე რამდენიმე დღის განმავლობაში აღინიშნება, მძიმე ფორმების შემთხვევაში კი დაავადება მოიცავს მენსტრუაციის მთელ პერიოდს, ხანმოკლეა უსიმპტომო ინტერვალი.

– როგორ აისახება მენსტრუაციისწინა სინდრომი სოციალურ ურთიერთობებზე?

– საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქალებს მენსტრუაციის წინა პერიოდში მნიშვნელოვნად ეცვლებათ ხასიათი. ქალი ემოციურად გაუწონასწორებელი ხდება, რაც ზრდის კონფლიქტური სიტუაციების შესაძლებლობას ოჯახსა თუ სამსახურში. ეს ყოველივე უარყოფითად აისახება პირად ურთიერთობებზეც. მენსტრუაციის წინა პერიოდში „ცხელ გულზე“ მიღებული გაუაზრებელი გადაწყვეტილებები შემდგომში სინანულის მიზეზი ხდება.

სტატისტიკის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევების, თვითმკვლელობების, მძიმე დანაშაულების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ქალის მენსტრუაციის წინა პერიოდს ემთხვევა. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ფაქტი დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებადაც კი განიხილება.

– რა სხვაობაა მენსტრუაციისწინა სინდრომსა და მენსტრუაციისწინა დისფორიულ აშლილობას შორის?

– მენსტრუაციისწინა დისფორიული აშლილობა პრაქტიკულად არის მენსტრუაციისწინა სინდრომის მძიმე, მწვავე ფორმა, რომელიც შედარებით იშვიათია და აღენიშნება რეპროდუქციული ასაკის ქალების დაახლოებით 5%-ს. მისთვის დამახასიათებელია მძიმე დეპრესია, პანიკური შეტევები, ხშირი უმიზეზო ტირილი, ყველაფრის მიმართ ინტერესის დაკარგვა, სასოწარკვეთა, ფიქრი სუიციდზე – თვითმკვლელობაზე, გაღიზიანება, აგრესია სხვათა მიმართ, ძლიერი საერთო სისუსტე და ა.შ.

– ქალის ცხოვრებაში რომელ პერიოდს უწოდებენ გარდამავალს და რა ძირითადი ჰორმონული ცვლილებები ხდება ამ დროს?

– გარდამავალი პერიოდი არის რეპროდუქციული ასაკიდან მენოპაუზამდე ეტაპი. საკვერცხის ფუნქცია თანდათან ქვეითდება, იწყება მენსტრუაციული ციკლის დარღვევები, ქალი კარგავს შვილოსნობის უნარს და საბოლოოდ, დგება მენოპაუზა – უკანასკნელი მენსტრუაცია. ეს არის პრემენოპაუზური პერიოდი, რაც ყველა ქალს ინდივიდუალურად, დაახლოებით 40-45 წლის ასაკის შემდეგ ეწყება. ინდივიდუალურია მენოპაუზის ასაკიც, საშუალოდ 51-52 წელი.

გარდამავალ პერიოდში ქალის ორგანიზმში ხდება მნიშვნელოვანი ჰორმონული ცვლილებები. თავდაპირველად ქვეითდება პროგესტერონის სეკრეცია, ხოლო შემდეგ ვითარდება ესტროგენების უკმარისობა. პრემენოპაუზაში ჰორმონული ძვრები ხელს უწყობს სხვადასხვა პათოლოგიური სიმპტომის გამოვლინებას.

– გარდამავალი პერიოდის ჰორმონულ ცვლილებებთან დაკავშირებული სიმპტომების შესახებ რას გვეტყვით?

– უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, რომ გარდამავალ პერიოდში ჰორმონული გადაწყობის ფონზე რეგულარული მენსტრუაციული ციკლის არარსებობის მიუხედავად, ქალებს შეიძლება გაუჩნდეთ ან გაუძლიერდეთ ციკლური ხასიათის მენსტრუაციისწინა სინდრომის მსგავსი მოვლენები, რასაც ტრანსფორმირებულ მენსტრუაციისწინა სინდრომს უწოდებენ. ეს არის იგივე პრემენოპაუზური პერიოდის მენსტრუაციისწინა სინდრომი.

გარკვეული დროის შემდეგ ამას შეიძლება დაემატოს ესტროგენების დეფიციტთან დაკავშირებული ფსიქოემოციური და ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დარღვევები – ალები, ოფლიანობა, თავის ტკივილი, გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის ციფრების მატება ან დაქვეითება, დეპრესია, შფოთვა, აკვიატებული იდეები, გულმავიწყობა, უყურადღებობა, სექსუალური დარღვევები, შრომის უნარის დაქვეითება და სხვა.

– ვის უნდა მიმართოს ქალმა ამ დროს და რა გამოკვლევების ჩატარებაა რეკომენდებული?

– მენსტრუაციისწინა სინდრომის არსებობისას გოგონებმა და ქალებმა ნებისმიერ ასაკში უნდა მიმართონ სათანადო კვალიფიკაციის ექიმს – რეპროდუქტოლოგს ან გინეკოლოგს. დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია სიმპტომების სწორი შეფასება და ანამნეზის შესწავლა. შეიძლება ინდივიდუალურად საჭიროდ ჩაითვალოს ჰორმონული გამოკვლევა, ექოსკოპია და სხვა კვლევები.

– როგორია მკურნალობის სტრატეგია?

– მენსტრუაციისწინა სინდრომის მკურნალობა კომპლექსურია. მედიკამენეტებისა და მათი დოზების შერჩევა, მკურნალობის ხანგრძლივობის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად.

მნიშვნელოვანია ე.წ. კოგნიტური ქცევითი თერაპია. მენსტრუაციისწინა სინდრომის სიმპტომების შემსუბუქება და შემდგომი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დაცვით. დაავადების მიმდინარეობაზე დადებითად მოქმედებს კვების, დასვენებისა და ძილის რეჟიმის მოწესრიგება, კოფეინის, ალკოჰოლის, მჟავე და ცხარე საკვების შეზღუდვა, სტრესებისა და გადაღლისგან თავის დაცვა, ფიზიკური აქტივობა.

ეფექტურია სხვადასხვა ჰორმონული პრეპარატი, მათ შორის – დროსპირენონის შემცველი ორალური კონტრაცეპტივები. რეკომენდებულია ანტიდეპრესანტების დანიშვნა.

მკურნალობის არსენალშია ე.წ. კომპლემენტარული მედიცინა – აკუპუნქტურა, რეფლექსოთერაპია, ფიტოთერაპია, ვიტამინოთერაპია (B6, D ვიტამინი), მაგნიუმისა და კალციუმის პრეპარატები.

საჭიროების შემთხვევაში ინიშნება პროლაქტინის დონის დასარეგულირებელი მედიკამენტები, შარდმდენები, ანთებისსაწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. რთულ შემთხვევებში განიხილება საკვერცხეების ამოკვეთა.

– რას ურჩევთ ქალებს, რომელთაც აღენიშნებათ მენსტრუაციისწინა სინდრომი და დისკომფორტი გარდამავალ პერიოდში?

– ძვირფასო ქალებო, იკვებეთ ჯანსაღად, მოიწესრიგეთ ძილისა და დასვენების რეჟიმი, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ივარჯიშეთ, იცურავეთ, დაიტვირთეთ დადებითი ემოციებით, მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას, არ მოითმინოთ ჩივილები მენსტრუაციისწინა პერიოდსა და პრემენოპაუზაში, დროულად მიმართეთ ექიმს დახმარებისათვის. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ სიცოცხლის ხარისხს!

კომენტარები (2)
ᲟუᲟუნა
მენსტრუაციამდე 10 დᲦიᲗ ადრე მეწყება Თავბრუს ხვევა და სისუსტე ვის უნდა მივმარᲗო
თარიღი : 01-08-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მენსტრუაციისწინა სინდრომი და დისკომფორტი გარდამავალ პერიოდში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები