/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ალერგოლოგია

ჰორმონული პრეპარატები ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ

ალერგია XXI საუკუნის დაავადებაა. ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მისი რომელიმე ფორმა არ განეცადოს.

ალერგიის გამოვლინებები პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: ალერგიულ დაავადებებად და ალერგიულ მდგომარეობებად (ალერგიულ რეაქციებად). ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ ხშირად იყენებენ ჰორმონულ პრეპარატებს. ამ თემაზე საუბარი ვთხოვეთ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო ცენტრალური კლინიკის ექიმ-ალერგოლოგს მაია ტატიშვილს.

- ქალბატონო მაია, რომელი ალერგიული დაავადებების დროს ინიშნება ჰორმონული პრეპარატები და რა სახით?

- ალერგიული დაავადებები, არსებითად, ქრონიკული დაავადებებია. მათგან ყველაზე მეტად არის გავ-რცელებული ბრონქული ასთმა, მედიკამენტური და კვებითი ალერგიები, შრატისმიერი დაავადება, ატოპიური დერმატიტი, პოლინოზი. ყოველ მათგანს ახასიათებს პერიოდული გამწვავება, რომელსაც ესა თუ ის მიზეზი განაპირობებს. ალერგიული დაავადებების მკურნალობაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ჰორმონულ პრეპარატებს - კორტიკოსტეროიდებს. მათი გამოყენება შესაძლებელია სისტემური (ინექციების), ტაბლეტირებული და ადგილობრივი (მალამოები, კრემები, აეროზოლები) ფორმით.

- როგორ შეირჩევა ჰორმონული პრეპარატი ალერგიული დაავადების დროს? როგორია დოზირება?

- პრეპარატის სახეობა, ფორმა და დოზა დაავადების სიმძიმესა და გამოვლინებებზე (ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი) გახლავთ დამოკიდებული. დაავადების გამწვავებისას ხშირად საჭიროა ჰორმონული საშუალების დიდი დოზის გამოყენება, რათა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა სწრაფად იქნეს დაძლეული. მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად მცირდება ჰორმონის დოზაც.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, მყავს 1 წლის პატარა. ზუსტად 1 თვის წინ შეხვდა ჭინჭრის ციება. ესლოტინი, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დანიშნული. მკურნალობის კურსს მოვრჩით და ეხლა კვლავ დაეწყო გამონაყარი, ოღონდ მხოლოდ ბარძაყებზე და წვივებზე. ეს გამონაყარი არ გავს იმას, რაც პირველად ქონდა, უფრო პატარა წითელი გამონაყარია. საკვენს ვერ ვაბრალებ, იმიტომ რომ არაფერი მიმიცია ალერგიული, მეც დიეტაზე ვარ ბუნებრივი კვების გამო. ეხლა საღამოობით უჩნდება და დილით აღარ აქვს ხოლმე გამონაყარი. აღარ ვიცი რა ვქნა, თან შეკრულობა დაეწყო საშინელი. ეგებ მირჩიოთ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?</p>

მოხუცებსა და ბავშვებში ჰორმონული პრეპარატების დოზა ასაკისა და ზოგადი მდგომარეობის საფუძველზე შეირჩევა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჰორმონული პრეპარატები ძლიერმოქმედი და ძალზე სპეციფიკური მედიკამენტებია, რომელთა მიღების ფონზეც ორგანიზმში შესაძლოა განვითარდეს ძნელად სამართავი მოვლენები, ამიტომ არამც და არამც არ შეიძლება, ეს საშუალებები არასპეციალისტმა დანიშნოს.

- რა როლს ასრულებს ჰორმონული პრეპარატები ანაფილაქსიური შოკისა და კვინკეს შეშუპების მკურნალობაში?

ასევე დაგაინტერესებთ
რა უნდა ვიცოდეთ მწვავე ალერგიული დაავადებების შესახებ

- ანაფილაქსიური შოკის კლინიკური სურათი მეტად მრავალფეროვანია. ამ დროს გადაუდებელი თერაპია მიმართულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების განეიტრალებისკენ, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის, სისხლძარღვთა მომატებული გამავლობის დათრგუნვისკენ, დარღვეული ჰემოდინამიკის აღდგენისკენ. შოკის შემთხვევაში ტარდება ადრენალინის დანაწევრებული ინექციები და ჰორმონების ინტრავენური გადასხმა. ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების შემთხვევაში ფართოდ იყენებენ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს. შედეგიანია როგორც პირველი, ისე მეორე თაობის ანტიჰისტამინური საშუალებები. მდგომარეობის სიმძიმის კვალობაზე, მკურნალობაში შეიძლება ჩაირთოს გლუკოკორტიკოიდებიც, განსაკუთრებით - იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია ხორხის, თავის ტვინისა და ნაწლავების შეშუპება (მოგეხსენებათ, კვინკეს შეშუპების დროს შუპდება არა მხოლოდ სხეულის ხილული ნაწილები, არამედ შინაგანი ორგანოების ლორწოვანი გარსებიც, რაც შესაბამისი ორგანოსა თუ სისტემის ფუნქციის მოშლას განაპირობებს).

- რა თანამოვლენებს უნდა ველოდეთ ჰორმონული პრეპარატების გამოყენებისას? როგორ მოვიქცეთ გვერდითი ეფექტების გამოვლენისას?

- საყოველთაოდ ცნობილია, რომ თანამოვლენები ნებისმიერი მედიკამენტის მიღებისას შეიძლება განვითარდეს. ბუნებრივია, ასეთი რამ მოსალოდნელია ჰორმონული პრეპარატების გამოყენების დროსაც. თუ პრეპარატის მიღებისას თავი იჩინა თავბრუხვევამ, გულისრევის შეგრძნებამ, საერთო სისუსტემ, აგზნებადობამ ან რომელიმე სხვა საგანგაშო სიმპტომმა, მედიკამენტის მიღება უნდა შეწყვიტოთ და დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს - ვინაიდან ჰორმონებით მკურნალობის ერთბაშად შეწყვეტა არ შეიძლება, ის სხვა მედიკამენტს დაგინიშნავთ.

- რამდენად მნიშვნელოვანია ბრონქული ასთმის დროს ჰორმონული პრეპარატების გამოყენება?

- ბრონქული ასთმა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებაა, ამიტომ მის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტურ პრეპარატებად ითვლება ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, კერძოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები. ასთმიან პაციენტს საინჰალაციო საშუალება იმ შემთხვევაში სჭირდება, თუ:

  • კვირაში 2 ჯერზე მეტად იყენებს სიმპტომთა შემამსუბუქებელ საშუალებებს (ვენტოლინი, სალბუტამოლი, ბეროტეკი);
  • თვეში 2 ჯერზე მეტად უჩივის სულხუთვის შეტევას ღამის საათებში;
  • წელიწადში სჭირდება სიმპტომთა შემამსუბუქებელი საშუალების 2-ზე მეტი ფლაკონი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსუბუქი და საშუალო პერსისტიული მიმდინარეობის ბრონქული ასთმა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების წყალობით კონტროლირებადი გახდა. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტია სერეტიდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ბრონქული ასთმის ხანგრძლივი და უსაფრთხო კონტროლი. მძიმე პერსისტიული მიმდინარეობის ბრონქული ასთმის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს სისტემური ტაბლეტირებული ჰორმონული პრეპარატების გამოყენება. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ყოველივე ეხება ასთმის ქრონიკულ მიმდინარეობას. დაავადების გამწვავების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და შესაბამისი დანიშნულება.

- დაბოლოს, თვით ჰორმონული ჰრეპარატების მიმართ თუა მოსალოდნელი ალერგიული რეაქცია?

- ლიტერატურული წყაროების თანახმად, ადამიანებს, რომელთაც აქვთ ალერგიული განწყობა და ამ კუთხით დამძიმებული მემკვიდრეობა, ალერგიული რეაქცია შესაძლოა ნებისმიერი მედიკამენტის მიმართ განუვითარდეთ, მაგრამ მიზეზის დადგენა ექიმის კომპეტენციაა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ჰორმონული პრეპარატები ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები