/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ალერგოლოგია

შესაძლებელია თუ არა ასთმის მკურნალობა

რა არის ასთმაასთმა ბერძნული სიტყვაა და ქოშინს ანუ სუნთქვის გაძნელებას, სულხუთვას ნიშნავს. ადრე ამ ტერმინით ძირითადად ორ მდგომარეობას აღნიშნავდნენ - ქოშინის შეტევას, რომელიც დაკავშირებულია ან ბრონქების სანათურის მწავე შევიწროებასთან ან გულის მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობასთან. პირველს სამედიცინო ლიტერატურაში ბრონქული, ხოლო მეორეს კარდიული ანუ გულის ასთმის სახელწოდებით მოიხსენიებენ. სადღეისოდ, როდესაც ახსენებენ ტერმინ "ასთმას", უმთავრესად ბრონქულ ასთმას გულისხმობენ.

ბრონქული ასთმა არის სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადება. ის ხასიათდება ხველის, ხიხინის, გულმკერდის შებოჭილობის, სუნთქვის გაძნელების ეპიზოდების განმეორებითი აღმოცენებით. ანთების შედეგად ბრონქები მგრძნობიარე ხდება ალერგენების, ქიმიური გამღიზიანებლების, თამბაქოს კვამლის, ცივი ჰაერის ან ფიზიკური დატვირთვისადმი. მათი ზემოქმედება იწვევს ბრონქების ლორწო-ვანის შეშუპებას, შევიწროებას, ლორწოს ჭარბ სეკრეციას. შედეგად ჰაერის მოძრაობა ბრონქებში ფერხდე-ბა, მაგრამ აღნიშნული შეფერხება შექცევადია თავისთავად ან მკურნალობის შედეგად. ბრონქული ასთმის ხანგრძლივი, სწორი მკურნალობისას დროთა განმავლობაში შესაძლებელია ანთების შესუსტება, დაავა-დების სიმპტომების კონტროლი და ამ პათოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან  აცი-ლება.

შერეული ასთმა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრონქულ ასთმას ახასიათებს ბრონქების მგრძნობელობის ზრდა სხვადასხვა ფაქტორისადმი. ჩამოთვლილი ფაქტორები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ - ალერგენები და არაალერგიული სტიმულატორები. შესაბამისად გამოყოფენ ალერგიულ და არაალერგიულ ბრონქულ ასთმას. არსებობს შერეული ბრონქული ასთმაც. ის გამოწვეულია ალერგიული და არაალერგიული ფაქტორების შერწყმული ზემოქმედებით, მგრძნობელობაც მომატებულია როგორც სპეციფიკური (ალერგენები), ასევე არასპეციფიკური (მტვერი, საწარმოო ფაქტორები, ინფექცია, ფიზიკური დატვირთვა და ა.შ.) ზემოქმედებისადმი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიული ასთმა

კარდიული ასთმა არის არა დაავადება, არამედ სინდრომი, რომელიც გულის მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობით არის გამოწვეული. იგი გულის სხვადასხვა დაავადების (ზოგიერთი მანკი, არტერიული ჰიპერტენზია, კარდიომიოპათია, მიოკარდიუმის ინფარქტი და ა.შ.) შედეგია. მარცხენა პარკუჭის შეკუმშვის უნარი მკვეთრად ქვეითდება, რის გამოც სისხლი ფილტვებში შეგუბდება და ფილტვების შეშუპება ვითარდება. თანამედროვე ლიტერატურაში ამ ორი მდგომარეობის თანაარსებობის გამო ტერმინ "კარდიულ ასთმას" სულ უფრო იშვიათად იყენებენ და ფილტვების შეშუპების შესახებ საუბრობენ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, მყავს 1 წლის პატარა. ზუსტად 1 თვის წინ შეხვდა ჭინჭრის ციება. ესლოტინი, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დანიშნული. მკურნალობის კურსს მოვრჩით და ეხლა კვლავ დაეწყო გამონაყარი, ოღონდ მხოლოდ ბარძაყებზე და წვივებზე. ეს გამონაყარი არ გავს იმას, რაც პირველად ქონდა, უფრო პატარა წითელი გამონაყარია. საკვენს ვერ ვაბრალებ, იმიტომ რომ არაფერი მიმიცია ალერგიული, მეც დიეტაზე ვარ ბუნებრივი კვების გამო. ეხლა საღამოობით უჩნდება და დილით აღარ აქვს ხოლმე გამონაყარი. აღარ ვიცი რა ვქნა, თან შეკრულობა დაეწყო საშინელი. ეგებ მირჩიოთ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?</p>

...ისევ შერეული ასთმა

ფილტვებში სისხლის შეგუბება იწვევს ბრონქების ლორწოვანის შეშუპებას, რის გამოც ბრონქების განვლადობა მცირდება. ამ თავისებურებათა გამო კარდიული ასთმის ზოგიერთი ნიშანი ბრონქულ ასთმას მოგვაგონებს. ეს ნიშნებია:

  • სუნთქვის გაძნელება, რასაც ახლავს ხიხინი.
  • ხველა.
  • შებოჭვის შეგრძნება გულმკერდში.

მსგავს შემთხვევებშიც ზოგჯერ ამბობენ, რომ სახეზეა შერეული ასთმა, თუმცა რეალურად საქმე გვაქვს კარდიულ და არა ბრონქულ ასთმასთან.

როგორ მოვიქცეთ

იბადება ბუნებრივი შეკითხვა - შესაძლებელია თუ არა კარდიული და ბრონქული ასთმის ერთმანეთისგან განსხვავება? რასაკვირველია, ამ ორი მდგომარეობის დიფერენცირება შესაძლებელია დაავადების ისტორიის, პაციენტის გასინჯვისა და ინსტრუმენტული კვლევისას მიღებული მონაცემების გათვალისწინებით. გახსოვდეთ, რომ კარდიული ასთმა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს. ამიტომ თუ გულის დაავადება გაქვთ, უეცრად აღმოცენებული შეტევითი ქოშინისას დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მის მოსვლამდე კი დაჯექით, ენის ქვეშ ჩაიდეთ ნიტროგლიცერინის ტაბლეტი, გაიზომეთ არტერიული წნევა და თუ ის მაღალია, თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული სწრაფი მოქმედების წამალიც მიიღეთ. კარდიული ასთმის შეტევების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია მისი გამომწვევი გულის დაავადების მკურნალობა. კერძოდ, შესაძლოა კარდიოქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო.

კომენტარები (1)
mkurnalı.ge
სად სჰეიზლება რომ გამოვიკვლიო ასტმა მაკვს ტუ არა_?
თარიღი : 11-10-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შესაძლებელია თუ არა ასთმის მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები