თანკბილვის დარღვევა შესალოა ხერხემლის გამრუდების და მუდმივი თავის ტკივილის მიზეზი გახდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თანკბილვის დარღვევა შესალოა ხერხემლის გამრუდების და მუდმივი თავის ტკივილის მიზეზი გახდეს

და შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება? სპეციალისტების თქმით, ბევრი მშობელი ბავშვის მოვლისას გაუცნობიერებლად უშვებს შეცდომებს. შედეგად პატარას თანკბილვა ერღვევა. არადა ყველას შეუძლია, თავიდან აიცილოს ეს პრობლემა. მთავარია, მიხვდეს, რამდენად საშიშია თანკბილვის დარღვევა მოზარდი ორგანიზმისთვის.

მაინც რა საფრთხეს უქადის თანკბილვის დარღვევა ბავშვს? მრუდე კბილები, ასიმეტრიული სახე აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. ქალა-სახის ამგვარი დარღვევები სათავეს უდებს უფრო სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც ზრდასრულ ასაკში იჩენს თავს, მათ შორის - ხერხემლის გამრუდებას, ყბა-სახის სახსრის ფუნქციის მოშლას, მუდმივ თავის ტკივილს, სუნთქვის, ღეჭვის, ყლაპვის, მიმიკის დარღვევას.

თანკბილვის დარღვევაზე გარკვეულ გავლენას ახდენს მატყუარა საწოვარა. ხელოვნურ კვებაზე მყოფები ბავშვებისთვის მატყუარა აუცილებელია და არამხოლოდ წოვის რეფლექსის გამო. ბოთლით კვების დროს არასათანადოდ იტვირთება სახის კუნთები, მატყუარა კი ხელს უწყობს ენისა და ქვედა ყბის განვითარებას. მთავარია, ზუსტად შევარჩიოთ მატყუარას ზომა, რათა ბავშვის ყბა-სახის სისტემას ზიანი არ მივაყენოთ. მატყუარა ზედა და ქვედა ყბებს მყარად დახურვის საშუალებას არ აძლევს. ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა, ამიტომ ნუ დართავთ ბავშვს ნებას, მატყუარა მთელი დღე პირში ედოს. მიეცით იგი დროდადრო, მაგალითად, ჩაძინებისას, ხოლო როგორც კი ჩაეძინება, გამოაცალეთ (შესაძლოა, თავადაც გადმოაგდოს). სხვაგვარად დიდია ალბათობა, განვითარდეს ღია თანკბილვა. სასურველია, ბავშვი მატყუარას წლინახევრიდან გადააჩვიოთ. თუ პატარა ორი წლის შემდეგაც წოვს მატყუარას, არასწორი თანკბილვის ჩამოყალიბების რისკი საგრძნობლად იზრდება. იხილეთ აგრეთვე "რატომ ირღვევა თანკბილვა"