თეთრი ლაქები კბილებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თეთრი ლაქები კბილებზე

- რა აჩენს კბილებზე სხვადასხვა ფერის ლაქებს და როგორ შეიძლება მათი მოცილება?

- კბილის ლაქა შესაძლოა გამოწვეული იყოს არაკარიესული დაავადებით: ჰიპოპლაზიით,  ფლუოროზით. ზოგჯერ ლაქა მედიკამენტებისა და მავნე მძიმე მეტალების ზემოქმედების შედეგია. მაგალითად, ტეტრაციკლინის ან ტყვიის ზემოქმედებით კბილებზე მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები ჩნდება. ფლუროზისთვის დამახასიათებელია "ჩოფურა" - წვრილი ყავისფერი ლაქებით დაფარული კბილები. ის გამოწვეულია წყალში ფთორის უკმარისობით და ზოგიერთი რეგიონისთვის არის დამახასიათებელი. ჰიპოპლაზიის დროს ლაქები სიმეტრიულ კბილებზე ჩნდება. ჰიპოპლაზია კბილის ჩანასახის მინერალიზაციის დარღვევის შედეგია, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ერთ წლამდე ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებამ და ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამ. ჰიპოპლაზია უმთავრესად მეექვსე და საჭრელ კბილებს აზიანებს, ვინაიდან მათი ჩანასახები წლამდე ყალიბდება. თეთრი ლაქები მუდმივ კბილებზე მინანქრის ცვლილების მაჩვენებელია, რაც შეიძლება კარიესის წინაპირობადაც იქცეს.

- რა არის კბილის ქვები, როგორ ჩნდება და რა პრობლემას უქმნის იგი მოზარდს?

- კბილის ქვის წარმოქმნა იწყება საკვების ნარჩენებისგან, ბაქტერიებისა და ნერწყვის კომპონენტებისგან შემდგარი ნადების ფორმირებით. შემდგომ ის მინერალური ნივთიერებებით იჟღინთება. მისი ფერი მოყვითალო-მოთეთროდან მოყავისფრომდე მერყეობს. ასეთი მუქი შეფერილობა საკვების ნარჩენების, მკვდარი უჯრედების, ბაქტერიების, ფოსფორის, რკინისა და კალციუმის შემცველობით არის გამოწვეული. კბილის ქვის ფორმირება დაახლოებით 4,5-6 თვე გრძელდება. ქვა თავდაპირველად კბილის ყელის არეში წარმოიქმნება, მერე კი შეიძლება ნებისმიერი ადგილი დაფაროს. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს კბილის ქვების გაჩენას. ესენია:

  • გენეტიკური განწყობა;
  • ნერწყვის თავისებურებები;
  • კბილების არასწორი მდებარეობა;
  • ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები;
  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • თამბაქოს წევა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვების წარმოქმნის პროცესში კბილების არარეგულარული წმენდა, არასათანადო კბილის პასტებისა და ჯაგრისების გამოყენება. ქვებით გამოწვეული პირველი სიმპტომებია ღრძილების ქავილი და სისხლდენისკენ მიდრეკილება, პირის ღრუში არასასიამოვნო სუნი. კბილის ქვა აღიზიანებს ღრძილს, შესაძლოა, ანთების მიზეზადაც იქცეს, ქვის ქვეშ შესაძლოა კარიესი განვითარდეს. თანდათან ქვა ფესვისკენ იზრდება, ხდება ძვლის რეზორბცია - კბილი ირყევა. იქმნება ხელშემწყობი პირობები ღრძილის ანთების - პაროდონტიტის - განვითარებისთვის. ამდენად, კბილის ქვა მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის, ის შესაძლოა დაავადების მიზეზადაც იქცეს, ამიტომ აუცილებელია, მისი წარმოქმნა თავიდან ავიცილოთ. ამისთვის რეკომენდებულია კბილების რეგულარული და სწორი წმენდა, სათანადო კბილის პასტის, ჯაგრისის, სპეციალური კბილის ძაფის, სავლების გამოყენება. უკვე არსებული ქვები ჯობს დროულად მოიცილოთ. პროცედურას სტომატოლოგი ატარებს. ის უმნიშვნელო დისკომფორტს იწვევს. სამწუხაროდ, ქვები მოცილების შემდეგ ხშირად ხელახლა წარმოიქმნება, ამიტომ რეკომენდებულია კბილების გაწმენდა ექვს თვეში ერთხელ.

- რა პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება ბავშვებში კარიესის თავიდან ასაცილებლად?

- უწინარეს ყოვლისა, საჭიროა განისაზღვროს სისხლში კალციუმის შემცველობა და ამის გათვალისწინებით დაინიშნოს კალციუმის და ფთორის პრეპარატები. გარდა ამისა, ტარდება:

  • ფისურების ჩაბეჭდვა - მეექვსე კბილის ზედაპირის ამოვსება სპეციალური სითხით. პროცედურა პერიოდულად უნდა გამეორდეს.
  • ფთორ-ლაქით კბილების დაფარვა. სასურველია ეს პროცდედურა ჩატარდეს სამ თვეში ერთხელ;
  • ფიზიოპროცდურები - ტარდება კალციუმის გლუკონატის 10%-იანი ხსნარით ელექტროფორეზი, 10-14 პროცედურა.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვი დღეში ორჯერ იხეხავდეს კბილებს შესაფერისი პასტით. კბილის პასტა საბავშვო უნდა იყოს - ასეთი პასტები ნაკლებ ფთორს შეიცავს. საქმე ის არის, რომ პატარებს კბილების ხეხვისას პასტა ხშირად ეყლაპებათ, მასში შემავალი ფთორი კი, თუმცაღა მინანქარს ამაგრებს, ჭარბი ოდენობით ტოქსიკურია. თუ პატარას კბილის პასტა გადაეყლაპა, ამის  გამო განგაშს ნუ ატეხთ, მაგრამ მაინც გირჩევთ, კბილების ხეხვის დროს ბავშვი აბაზანაში უყურადღებოდ არ დატოვოთ. სჯობს, ეს პროცედურა პატარამ თქვენი თანდასწრებით ჩაატაროს. ადრეული ასაკიდანვე ასწავლეთ ბავშვს პირის ღრუს სწორი ჰიგიენა, ნუ დართავთ ნებას, საღეჭი რეზინის ღეჭოს, მით უმეტეს, თუ კბილები უკვე დაბჟენილი აქვს, მოარიდეთ ფერად სასმელებს - ისინი ფერს უცვლიან კბილის მინანქარს, ასევე - ზედმეტ ტკბილეულსა და ცომეულს. რაც მთავარია, ატარეთ რეგულარულად - 3 თვეში ერთხელ - ბავშვთა სტომატოლოგთან პროფილაქტიკურ დათვალიერებაზე.