ბავშვები სტომატოლოგთან პროფილაქტიკურ დათვალიერებაზე 3 თვეში ერთხელ უნდა ვატაროთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვები სტომატოლოგთან პროფილაქტიკურ დათვალიერებაზე 3 თვეში ერთხელ უნდა ვატაროთ

- რა პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება ბავშვებში კარიესის თავიდან ასაცილებლად?

- უწინარეს ყოვლისა, საჭიროა განისაზღვროს სისხლში კალციუმის შემცველობა და ამის გათვალისწინებით დაინიშნოს კალციუმის და ფთორის პრეპარატები. გარდა ამისა, ტარდება:

  • ფისურების ჩაბეჭდვა - მეექვსე კბილის ზედაპირის ამოვსება სპეციალური სითხით. პროცედურა პერიოდულად უნდა გამეორდეს.
  • ფთორ-ლაქით კბილების დაფარვა. სასურველია ეს პროცდედურა ჩატარდეს სამ თვეში ერთხელ;
  • ფიზიოპროცდურები - ტარდება კალციუმის გლუკონატის 10%-იანი ხსნარით ელექტროფორეზი, 10-14 პროცედურა.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვი დღეში ორჯერ იხეხავდეს კბილებს შესაფერისი პასტით. კბილის პასტა საბავშვო უნდა იყოს - ასეთი პასტები ნაკლებ ფთორს შეიცავს. საქმე ის არის, რომ პატარებს კბილების ხეხვისას პასტა ხშირად ეყლაპებათ, მასში შემავალი ფთორი კი, თუმცაღა მინანქარს ამაგრებს, ჭარბი ოდენობით ტოქსიკურია. თუ პატარას კბილის პასტა გადაეყლაპა, ამის გამო განგაშს ნუ ატეხთ, მაგრამ მაინც გირჩევთ, კბილების ხეხვის დროს ბავშვი აბაზანაში უყურადღებოდ არ დატოვოთ. სჯობს, ეს პროცედურა პატარამ თქვენი თანდასწრებით ჩაატაროს. ადრეული ასაკიდანვე ასწავლეთ ბავშვს პირის ღრუს სწორი ჰიგიენა, ნუ დართავთ ნებას, საღეჭი რეზინის ღეჭოს, მით უმეტეს, თუ კბილები უკვე დაბჟენილი აქვს, მოარიდეთ ფერად სასმელებს - ისინი ფერს უცვლიან კბილის მინანქარს, ასევე - ზედმეტ ტკბილეულსა და ცომეულს. რაც მთავარია, ატარეთ რეგულარულად - 3 თვეში ერთხელ - ბავშვთა სტომატოლოგთან პროფილაქტიკურ დათვალიერებაზე.

წაიკითხეთ სრულად