ჰალითოზი - პირიდან უსიამოვნო სუნის შენიღბული მიზეზები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

ჰალითოზი - პირიდან უსიამოვნო სუნის შენიღბული მიზეზები

ჰალითოზი - პირიდან უსიამოვნო სუნის შენიღბული მიზეზები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი

* ღრძილების დაავადებები, კარიესული კბილები, კბილთაშორისი ჯიბეები.
* საკუთრივ სანერწყვე ჯირკვლების დაზიანება, ნერწყვის დეფიციტი, მისი გასქელება და თვითგაწმენდის შეფერხება.
* კბილის ნაწილობრივი და სრული, მუდმივი და ჩასასმელი პროთეზები - პროთეზოვან კონსტრუქციაში ყველაზე იოლად იჭრება საკვების ნარჩენები და ყველაზე ძნელია მათი მოცილება.


* პარაზიტი ჭიებით გამოწვეული ზოგიერთი დაავადება, განსაკუთრებით - ენტერობიოზი.
* დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება - ამ დროს ნელდება ცილოვანი ნივთიერებების მონელება და თავს იჩენს მჟავე სუნი.
* დიაფრაგმის თიაქარი -
როცა კუჭი დიაფრაგმიდან გულმკერდის ღრუში გამოდის, საჭმლის მომნელებელი წვენები საყლაპავში ხვდება და უსიამოვნო სუნს აჩენს.

სასუნთქი სისტემის დაავადებები

* ცხვირისა
და ყელის დაავადებები, განსაკუთრებით - ქრონიკული სურდო და ფარინგიტი (სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე ასევე ბინადრობენ ანაერობული, გოგირდოვანი ნივთიერებების წარმომქმნელი ბაქტერიები, რომლებიც პათოლოგიურ პროცესთა გავლენით აქტიურდებიან და უსიამოვნო სუნს აჩენენ).

ჰორმონული დარღვევები

* ხშირად პირის სიმშრალე და პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი თან ახლავს მენსტრუაციამდელ სინდრომს, ესტროგენების დონის აწევა აძლიერებს პირის ღრუს სიმშრალეს, ლორწოვანი გარსის უჯრედების შეწებებას და ანაერობული მიკრობების გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

საკვები

* ცხარე სანელებლები, ხახვი, ნიორი, ყველი.
* ალკოჰოლი და თამბაქო.

დიეტა

* რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, პირის ღრ­უში უსიამოვნო სუნი შესაძლოა გააჩინოს დიეტამაც. ეს იმიტომ, რომ ცხიმის წვისას გამოიყოფა აცეტონი.

მედიკამენტები

* ანტიჰისტამინები, შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიდეპრესანტები, დამამშვიდებლები და წნევის დამწევები ამცირებს ნერწყვის გამოყოფას და ამით ანაერობული ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს.

ჰალითოზი ზოგჯერ მემკვიდრეობითიცაა. ამ დროს პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გაქრობას დიდი ძალისხმევა სჭირდება, დანარჩენ შემთხვევებში კი ის ნამდვილად არ არის მოუგვარებელი პრობლემა, მისი მკურნალობის მეთოდები მარტივი და ეფექტურია. მთავარია, დროულად მიაგნოთ უსიამოვნო სუნის მიზეზს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
კატეგორიის სხვა სტატიები
პირში ლითონისებრი გემო საკმაოდ ხშირი ჩივილია.
ხელისგულებს მაღალი სიზუსტით შეუძლია ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი.
საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება შეიძლება სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვიოს.
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ჩივილი, რომლის გამოც პაციენტები თავს
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ჩივილი, რომლის გამოც პაციენტები თავს
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად