სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან - ეს საყლაპავის, კუჭის ან ნაწლავის ღრუში სისხლის მოხვედრაა, რომელიც ჩამოთვლილ ორგანოთა სისხლძარღვების დაზიანებით არის გამოწვეული. ამ პროცესს ერთვის სისხლის დაკარგვის კლინიკური ნიშნებიც. მრავალი მიზეზის გამო ეს მდგომარეობა ძალიან საშიშია. სისხლდენას უამრავი მიზეზი აქვს, რომელთა შესახებაც მოგვიანებით გესაუბრებით. სისხლი შეიძლება დიოდეს კუჭ-ნაწლავის როგორც ზედა, ისე ქვედა ნაწილებიდან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენად მიიჩნევენ სისხლდენას საყლაპავი მილიდან, კუჭიდან და თორმეტგოჯა ნაწლავიდან.


ეს შეიძლება იყოს შხამების (მჟავები და ტუტეები) შემთხვევითი მიღების ან კუჭის კიბოს შედეგი. კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილიდან სისხლდენას
ყველაზე ხშირად შემდეგი დაავადებები იწვევს: გასტრიტი; საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები; მელორი-ვეისის სინდრომი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილებიდან სისხლდენა თორმეტგოჯა ნაწლავსა და სწორ ნაწლავს შორის არსებულ უბანში ლოკალიზდება. დივერტიკულიტი, ანგიოდისპლაზია, ნაწლავის პოლიპები, ბუასილი, ანალური ნაპრალი ამ ლოკალიზაციის სისხლდენის ყველაზე ხშირი მიზეზებია. განავალში არსებული სისხლი შესაძლოა კიბოს, ნაწლავის
ანთებითი დაავადების, დიარეით მიმდინარე ინფექციური დაავადების ნიშანი იყოს.


კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის მიზეზები
ამ პათოლოგიის მიზეზებს, სისხლდენის ადგილის შესაბამისად, ორ დიდ ჯგუფად ყოფენ.


კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილებიდან სისხლდენის მიზეზები
კუჭის პეპტიკური წყლული. წყლული საჭმლის მომნელებელი სისტემის კედლის დაზიანებაა, ეროზია. წყლულები უმეტესად კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში ჩნდება. ამ ორგანოთა  კედლის დაზიანებას ზოგჯერ სისხლძარღვის დაზიანება და ამის შედეგად განვითარებული სისხლდენაც მოსდევს. მთლიანობადარღვეული ლორწოვანი გარსი კუჭის (მჟავა) წვენის აგრესიული ზემოქმედებისადმი წინააღმდეგობის უნარს კარგავს. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების, ასპირინის, ალკოჰოლის, სიგარეტის ხანგრძლივი გამოყენება წყლულების განვითარებას უწყობს ხელს. ლორწოვანი გარსი განსაკუთრებული ბაქტერიის -helikobacter pylori-ს - ცხოველმყოფელობის შედეგადაც შეიძლება დაზიანდეს. გასტრიტი - კუჭის კედლის ანთებას შესაძლოა სისხლდენა მოჰყვეს. ეს დაავადება შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის წვენის აგრესიულმა ზემოქმედებამ ლორწოვან გარსზე, როცა ამ უკანასკნელს ამა თუ იმ მიზეზით წინააღმდეგობის უნარი დაკარგული აქვს. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, სტეროიდები, ალკოჰოლი, დაწვრობა და მექანიკური ტრავმა გასტრიტის განვითარებას უწყობს ხელს. საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება - საყლაპავისა და კუჭის  ვენების გაგანიერება და მისი (ვენების) კედლების გათხელება უმეტესად ღვიძლის დაავადებების შედეგია. ეს პათოლოგია ხშირად ღვიძლის ალკოჰოლური ციროზის ფონზე წარმოიშობა. აღნიშნული ლოკალიზაციის სისხლდენა შესაძლოა ყოველგვარი წინაპირობის გარეშეც დაიწყოს. როგორც წესი, ასეთი სისხლდენა მასიურია და კატასტროფულ შედეგებს იწვევს. მელორი-ვეისის სინდრომი - კუჭის კედლების მთლიანობის დარღვევაა, რომელიც ხშირად მოსდევს ღებინების ან გულისრევის შეტევებს. აღნიშნული პათოლოგიის დროს სისხლდენას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს კრუნჩხვამ, ძლიერმა ხველამ ან ისტერიულმა სიცილმა, სიმძიმის აწევამ, კუნთების გაჭიმვამ, მშობიარობამ. ექიმები ხშირად აწყდებიან მელორი-ვეისის სინდრომის გამოვლინებებს იმ ადამიანებში, რომლებიც ბოროტად მოიხმარენ ალკოჰოლს.


სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილიდან

დივერტიკულოზი - ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილიდან სისხლდენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. დივერტიკულს  უწოდებენ ნაწლავის გამობერილობას, უმეტესად უმნიშვნელოს, შედარებით იშვიათად - ძლიერს. ასეთი წარმონაქმნები მსხვილი ნაწლავის კედლების სისუსტისა და გათხელების შედეგია. როგორც წესი, ადამიანს რამდენიმე დივერტიკული ერთდროულად უჩნდება. ამ დაავადებისადმი მიდრეკილება აქვთ მათ, ვინც შეკრულობით იტანჯება და დეფეკაციას მძლავრი გაჭინთვით იწვევს. ანგიოდისპლაზია. ეს პათოლოგია დივერტიკულთან ერთად სისხლდენის  ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია. ამ პათოლოგიის დროს ნაწლავის კედელში ხდება პათოლოგიური დაგროვება ახალწარმოქმნილი წვრილი სისხლძარღვებისა, რომლებიც ადვილად სკდება. ასეთი “ჭრილობებით” დაფარული ზედაპირებიდან უმეტესად პერიოდულად დის სისხლი. ანგიოდისპლაზია ხშირად მსხვილი ნაწლავის დაავადებაა. მის განვითარებას ხელს უწყობს ხანდაზმული ასაკი და თირკმლის ქრონიკული დაავადებები. პოლიპები - ისინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასიმსივნურ დაავადებებს მიეკუთვნება. მსგავსი ახალწარმონაქმნები უმეტესად 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს უჩნდებათ. უიშვიათეს შემთხვევებში პოლიპი შეიძლება სიმსივნურ ახალწარმონაქმნში გადაიზარდოს. ნაწლავის პოლიპმა შესაძლოა ძლიერი სისხლდენა გამოიწვიოს. როდესაც სისხლდენა ნაკლებად უხვი და სუსტია, აღნიშნული ახალწარმონაქმნები შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს. ბუასილი და ანალური ნაპრალი - ბუასილს სწორი ნაწლავის ირგვლივ არსებული ვენების გაგანიერებასა და შეშუპებას უწოდებენ. დეფაკაციისას, უფრო სწორად, ჭინთვისას, სისხლძარღვის კედლები ზიანდება და სისხლდენა იწყება. ბუასილის დროს სისხლის დანაკარგი ხშირად უმნიშვნელოა, განმეორებადი. განავალში შეინიშნება ალისფერი სისხლი. აღნიშნული პათოლოგიის დროს ძლიერი სისხლდენა იშვიათია. ანალური ნაპრალის დროსაც, ანალური ხვრელის კედლების დაზიანების გამო, სისხლის (ალისფერი) დანაკარგი უმნიშვნელოა. ანალური ხვრელის კედლების მთლიანობა შესაძლოა დაირღვეს მკვრივი განავლის გამოსვლის ან ძლიერი გაჭინთვის დროს, რასაც თან ახლავს სისხლდენა და მწვავე ტკივილი.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 15-06-2020
ნატა
გამარჯობა, უკვე ორ წელზე მეტია ხშირად მაქვს სისხლდენა განავალში შერეული და ბოლოს კიდევ , რამდენჯერმე მივედი ექიმთან და არც მიიღეს სერიოზულად დამცინეს თითქოს და ანალური სექსი მაქვს და გამომიშვეს უკან. რეალურად არასდროს არ მქონია მსგავსი რამე. ამ ბოლო დროს , უფრო გამიხშირდა ეს სიტუაცია მუცელი მტკივა ძალიან და განავალთან შერეული სისხლის კოლტები მაქვს ალისფერ სისხლთან ერთად. ვის მივმართო? მაქვს წვა და არასასწიამოვნო შეგრძნებაც
თარიღი : 09-09-2018
ნინო
დილაობით ხშირად მაქვს ლორწო,რაც მაწუხებს .ამ ბოლოს მოჰყვება სისხლიც მცირე რაოდენობით.ჩავყლპე ზონდი და ანთებითი ვპროცესიაო.ტკივილი მეწყება და შემდეგ უკვს ლირწო_სისხლნარევი.ძალიან მეშინია,რისი ბრაყ უნდა იყოს.
თარიღი : 06-07-2016
ორჯერ ორი
უკვე მეორედ შევამჩნიე განავლის შემდგომ სისხლი მომდის, ქახალდზე და განავლის ბოლოს (ანუ თავზე ცოტა სისხლიანია) მეშიინია რისი ბრალია ეს იქნებ მიპასუხოთ
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
სუნთქვის მწვავე უკმარისობა არის მდგომარეობა, როდესაც ფილტვის ალვეოლებში დარღვეულია აირთა ცვლა,
მწვავე ტკივილი არის რეაქცია ქსოვილის დაზიანებაზე. ქსოვილის დაზიანების შემთხვევაში,
რამდენიმე თვის წინ რედაქციაში ძალზე სათნო და ლამაზი ქალბატონი გვესტურმა, სამი შვილის დედა,
(ტრემორი – სერიოზულ პრობლემათა სიმპტომი)
პირში ლითონისებრი გემო საკმაოდ ხშირი ჩივილია.
ტკივილი მუხლის სახსარში შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული:
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად