პირის ღრუს პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირის ღრუს პრობლემები

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა ეს იყოს კიბოსწინარე მდგომარეობა - ლეიკოპლაკია, რომელიც გავრცელებულია თამბაქოს მწეველთა შორის. უნდა მიმართოთ ექიმს და თავი დაანებოთ თამბაქოს წევას. თუ ხვდებით, რომ გაღიზიანება მოტეხილი კბილის ან ცუდად მორგებული პროთეზის ბრალია, ნუ გადადებთ კბილის ექიმთან მისვლას. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

3. ხომ არ გაქვთ ტუჩზე ან სახეზე მტკივნეული მზარდი წარმონაქმნი?

თუ პასუხი დადებითია, არ არის გამორიცხული კანის კიბო. უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმთან მისვლა აუცილებელია მაშინაც, როცა ამჩნევთ დიდი ხნის წინ გაჩენილი წარმონაქმნის ფერის, ზომის, ბუნების ცვლილებას, ტკივილს, ქავილს ან სისხლდენას. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

4. ხომ არ გაქვთ მტკივნეული, სითხით სავსე პარკისებრი წარმონაქმნი ტუჩის ან ლოყის შიგნითა ზედაპირზე, სასაზე ან ენის ქვეშ?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა, ეს იყოს მუკოცელე - ცისტა, რომლის წარმოშობის მიზეზი, სავარაუდოდ, ლორწოვანის კბილებით გაღიზიანებაა. ჩვეულებრივ, ასეთი ცისტები თავისთავად ქრება. იშვიათად შესაძლოა საჭირო გახდეს მათი გახსნა ინფექციის თავიდან ასაცილებლად. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

5. ხომ არ გაწუხებთ ტკივილი და შეშუპება ენის ქვეშ ან ლოყასთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჭამთ ან რაიმეს სვამთ?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა ეს იყოს სანერწყვე ჯირკვლის სადინარის დახშობა, რასაც ზოგჯერ სანერწყვე ჯირკვლის კენჭების წარმოქმნა იწვევს. მიმართეთ ყბა-სახის ქირურგს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

6. ხომ არ გაქვთ მცირე ზომის ღია მტკივნეული თეთრი ან მოყვითალო ფერის წითელკიდეებიანი წყლულები ტუჩების ან ლოყის შიგნითა ზედაპირზე ან ენაზე?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა, ვირუსული ინფექციით გამოწვეული წყლულები გქონდეთ. ჩვეულებრივ, ასეთი წყლულები თავისთავად იკურნება. დისკომფორტის შესამცირებლად შეგიძლიათ გამოივლოთ სოდიანი წყალი ან გამოიყენოთ სპეციალური გელი, რომლის შერჩევაშიც ფარმაცევტი დაგეხმარებათ. შემაწუხებელი ტკივილის დროს შეგიძლიათ ტკივილგამაყუჩებელი - პარაცეტამოლი ან იბუპროფენი - გამოიყენოთ. თუ რამდენიმე დღეში მდგომარეობა არ გამოსწორდა, მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

7. ხომ არ გაქვთ ტუჩის კუთხესთან მოწითალო გამონაყარი, რომელიც გეწვით, გტკივათ, ივსება სითხით და შემდეგ ქერქით იფარება?

თუ პასუხი დადებითია, დიდია ალბათობა, რომ ჰერპესი გქონდეთ. ჩვეულებრივ, ის რამდენიმე დღეში იკურნება. დისკომფორტის შესამცირებლად შეგიძლიათ ტკივილგამაყუჩებლები გამოიყენოთ. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

8. ხომ არ უჩივით ენის სიწითლესა და შეშუპებას?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა გქონდეთ ალერგიული რეაქცია მედიკამენტზე ან სხვა ალერგენზე. სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო ნაწესებულებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ შეშუპების გამო სუნთქვაც გიჭირთ. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

9. ხომ არ ატარებდით პროთეზს, რომელიც მუდმივად გიღიზიანებთ პირის ღრუს?

თუ პასუხი დადებითია, აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს პროთეზის საკორექციოდ. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

10. ხომ არ უჩივით ღრძილების შეშუპებასა და სიწითლეს, ხომ არ გდით სისხლი კბილების ხეხვის დროს?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა გქონდეთ ღრძილების დაავადება - გინგივიტი ან პაროდონტიტი. აუცილებელია კბილის ექიმთან მისვლა. გახსოვდეთ, რომ ღრძილების დაავადების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

11. ხომ არ გაქვთ ენაზე მცირე ზომის მტკივნეული ხაოები?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა მიზეზი ენის დვრილების ანთებითი ცვლილებები იყოს. ამ დროს ადამიანი გემოვნებასაც კარგავს. ამას უმეტესად ცხელი საკვების ან სასმლის ზემოქმედება იწვევს. ჩვეულებრივ, ასეთი დაზიანება მალე თავისთავად გაივლის, ოღონდ თავი არიდეთ ცხელ, ცხარე და მჟავე საკვებს. თუ ტკივილი შემაწუხებელია, ტკივილგამაყუჩებელი მიიღეთ. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

12. ხომ არ გაქვთ ენაზე, ლოყის შიგნითა ზედაპირზე ან ტუჩებზე თეთრი ნადები, რომლის მოცილებაც ტკივილს გაყენებთ?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა ეს იყოს კანდიდოზი - სოკოვანი ინფექცია. მიმართეთ ექიმს. საჭიროა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

13. ხომ არ გაქვთ ლოყის შიგნითა ზედაპირზე ან ენის კიდეებზე ლორწოვანიდან წამოწეული თეთრი ზოლები ან წყლულები წითელი ღია ზედაპირით?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა ეს იყოს პირის ღრუს ბრტყელი ლიქენი - ანთებითი მდგომარეობა, რომელსაც მრავალი მიზეზი აქვს. ცვლილებები შესაძლოა თავისთავად უკუგანვითარდეს. აუცილებელია დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა, ერიდოთ გამაღიზიანებელ საკვებს, ალკოჰოლს, თავი დაანებოთ თამბაქოს წევას. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართეთ ექიმს. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

14. ხომ არ გაქვთ პირის ღრუში წვის შეგრძნება?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა ეს გავარვარებული პირის სინდრომი იყოს. აუცილებელია ექიმთან მისვლა. მკურნალობის ტაქტიკა მიზეზზეა დამოკიდებული. აუცილებელია თავი დაანებოთ თამბაქოს წევას, რადგან ეს მავნე ჩვევა მკვეთრად აუარესებს მდგომარეობას. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო კითხვაზე.

15. ხომ არ გაქვთ ნახეთქები ტუჩების კუთხეებში?

თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა ვიტამინები გაკლდეთ. გაიმდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით, მიიღეთ ვიტამინები და თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, მიმართეთ ექიმს. თუ ვერ იპოვეთ იმ სიმპტომის აღწერა, რომელიც გაწუხებთ, ანდა დიდი ხანია უჩივით პირის ღრუს ან ტუჩების უსიამოვნო ცვლილებებს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.