/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები ტკბილეულთან დაკავშირებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები ტკბილეულთან დაკავშირებით

მათი ასორტიმენი ძალიან ფართოა: კარამელი, შაქარყინული, შოკოლადი გულსართით ან მის გარეშე, მოჭიქული ან მოუჭიქავი, შაქრის პუდრით, ჟელეთი, ხილისა, რძიანი... მთელ ამ მრავალფეროვან ნაწარმს საერთო ის აქვს, რომ პირში ხანგრძლივი წუწნა-ღეჭვისთვის არის განკუთვნილი, რის შედეგადაც ნერწყვში იხსნება და თანდათან ქრება, პირში კი სასიამოვნო ტკბილ გემოსა და არომატს ტოვებს.

კანფეტი ძირითადად შაქარია, ანუ “სწრაფი ენერგია”, ამიტომ მის შეჭმამდე, გირჩევთ, კარგად დაფიქრდეთ - თუ ამ ენერგიის დახარჯვას არ აპირებთ, იგი ცხიმად იქცევა და გასუქდებით. გარდა ამისა, “ნადიმს” უწყობთ პირის ღრუს ბინადარ ბაქტერიებს, რომლებიც კბილის მინანქარს აზიანებენ.

თუ მაინც გადაწყვეტთ კანფეტით პირის ჩატკბარუნებას

  • შეძენისას ბრენდთან ერთად მის სიახლესაც მიაქციეთ ყურადღება - კარგი კანფეტის შენახვის ვადა 6-7 თვეს არ აღემატება. თუ იგი უფრო ხანგრძლივია, ესე იგი კონსერვანტებით გაჯერებულ პროდუქტს გთავაზობენ.
  • ახალი კანფეტის ამოსაცნობად ყურადღება მიაქციეთ მის ზედაპირს - იგი ერთგვაროვანი და ბზინვარე უნდა იყოს, გულსართი გარეთ არ უნდა იყოს გამოსული.
  • კანფეტების შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა 15-21 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. უფრო მაღალი ტემპერატურა მათი შენახვის ვადას მკვეთრად ამცირებს.
  • ასევე არასასურველია კანფეტების შენახვა მაცივარში, ვინაიდან იქ მათ ზედაპირზე ტენის წვეთები გროვდება. კარამელის ტიპის კანფეტებში ტენი იწვევს ზედაპირის გაწებოვნებას, შოკოლადის კანფეტებს კი “აჭაღარავებს”.

შესაბამისად, კანფეტების ყიდვისას მათი შენახვის პირობებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება.

  • გაითვალისწინეთ, რომ კანფეტები ადვილად იღებენ უცხო სუნს, ამიტომ ნუ შეიძენთ იქ, სადაც მათ გვერდით სხვა, მკვეთრსუნიანი პროდუქცია აწყვია.
  • კიდევ ერთი რჩევა: კანფეტს ფერს საღებავების დამატებით აძლევენ. რაც უფრო მკვეთრი და ხასხასა ფერისაა კანფეტი, მით მეტია შანსი, მას არა ბუნებრივი, არამედ სინთეზური საღებავი ჰქონდეს დამატებული, რომელიც საკმაოდ მავნეა.

ტკბილეული

არის შემთხვევები, როდესაც ჩვენს ორგანიზმს ერთბაშად ბევრი ენერგიის დახარჯვა უწევს და სასწრაფოდ სჭირდება მისი აღდგენა. ენერგიის ყველაზე სწრაფი აღდგენის წყაროს მონოსაქარიდი გლუკოზა წარმოადგენს. ამ ნივთიერებას არ სჭირდება კუჭ-ნაწლავში მონელება - იგი ლორწოვან გარსზე მოხვედრისთანავე შეიწოვება სისხლში, იქიდან კი მთელ ორგანიზმში ნაწილდება და “დამშეულ” უჯრედებს კვებავს. ამიტომ ადამიანისთვის გლუკოზის მიწოდება გლუკოზის ხსნარის არა მხოლოდ დალევით, არამედ სისხლძარღვში ინექციით ან ოყნის საშუალებითაც არის შესაძლებელი.

ბუნებრივი საკვებიდან სუფთა სახით გლუკოზას მხოლოდ ხილის წვენები და თაფლი შეიცავს. “სწრაფი ენერგიის” წყაროდ ჩვენ უფრო ხშირად შაქარს (საქაროზას) ვიყენებთ, რომელიც გლუკოზისა და ფრუქტოზის ნაერთია. უჯრედები უშუალოდ ამ ნივთიერებით არ იკვებებიან, მაგრამ კუჭში იგი ძალზე სწრაფად იშლება, ხოლო გამოთავისუფლებული გლუკოზა მაშინვე სისხლში ხვდება და დამშეული უჯრედებისკენ მიექანება. ამიტომ შაქარიც “სწრაფი ენერგიის” წყაროს წარმოადგენს.

ნახშირწყლები, როგორც “სწრაფი ენერგიის” წყარო, იმდენად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, რომ საკვებში მათ ამოსაცნობად ადამიანს პირში სპეციალური სენსორები აქვს. სწორედ მათი საშუალებით ვგრძნობთ საკვების სიტკბოს და განსაკუთრებით ვეტანებით ტკბილეულს სტრესის დროს.

იოლი მისახვედრია, რატომაც - დასტრესილ ნერვულ უჯრედებს ხომ სწრაფი გამოკვება სჭირდება! ამიტომ სტრესის დროს ადამიანს შივდება და იგი “სწრაფ ენერგიას” ეძებს. თუმცა ტკბილ საკვებს ნაკლოვანებებიც აქვს - ჯერ ერთი, ეს არის “სუფთა” კალორიები, ხშირად - სხვა საჭირო და სასარგებლო ნივთიერებების გარეშე. გარდა ამისა, სწრაფი კმაყოფილების გრძნობა, რომელიც ასეთ საკვებს მოაქვს, დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე და ნერვიულობის დროს ჩვენ საჭიროზე მეტად ვეტანებით ტკბილეულს, ისე რომ, ორგანიზმი ზედმეტი შაქრის მონელების პრობლემას ეჯახება. ჯანმრთელი ორგანიზმი მას ცხიმად გარდაქმნის და ადამიანი სუქდება, დასუსტებულ ორგანიზმში კი ზედმეტი შაქარი შესაძლოა დიაბეტის განვითარების წინაპირობად იქცეს. გარდა ამისა, შაქრით იკვებებიან ბაქტერიები, რომლებიც ჩვენს პირში ბინადრობენ და კბილის მინანქარს აზიანებენ. ამიტომ ზედმეტ ტკბილეულს უნდა ვერიდოთ.

ადამიანმა შაქრის კიდევ ერთი საინტერესო თვისება აღმოაჩინა - მისი ჭარბი შემცველობა პროდუქტის კონსერვაციას ანუ შენახვას უწყობს ხელს. ეს იმიტომ, რომ შაქრის მაღალი კონცენტრაცია თრგუნავს საკვებში არსებული მიკროორგანიზმების განვითარებას და ნაწარმი აღარ ფუჭდება. ამიტომაც ინახება დიდხანს თაფლი, მურაბა, კანფეტი. იმავდროულად, თუ შაქრის კონცენტრაცია 60%-ზე ნაკლებია, - მაგალითად, წვენებში ან ნამცხვრებში, - იგი, პირიქით, იდეალურ საკვებს წარმოადგენს მიკროორგანიზმებისთვის და ასეთი პროდუქტი მალე ფუჭდება (მჟავდება).

მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მასალების მიხედვით.