როგორ დავდივართ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავდივართ

ხორციელდება. ორივე ფეხით გადაადგილების ფორმას, რომლის დროსაც სხეული საყრდენს ციკლურად იცვლის - ჯერ ერთ ფეხს ეყრდნობა, შემდეგ - ორივეს, ბოლოს კი მეორეს, - ნაბიჯს ვუწოდებთ. შეიძლება ითქვას, რომ ნაბიჯი სიარულის ერთგვარი ერთეულია, რომელიც, თავის მხრივ, ორი: საყრდენი და გადამტანი - ფაზისგან შედგება.

  • სასიარულო აპარატი

ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივ მოძრაობას, რომელსაც ყველაზე ხშირად ვასრულებთ, რთულ ფუნქციურ-ანატომიურ წარმონაქმნს - სასიარულო აპარატს უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც ქვედა კიდურების კუნთების, ძვლების, მყესების, სისხლძარღვებისა და ნერვული დაბოლოებებისგან შედგება.

სასიარულო აპარატის მთავარი რგოლი წყვილი მენჯის ძვლისგან შემდგარი ქვედა კიდურების სარტყელი (რომლითაც იგი ხერხემალს უკავშირდება) და მისი მეორე თავისუფალი ნაწილია, რომელიც სამ სეგმენტს: ბარძაყს, წვივსა და ტერფს მოიცავს.

ბარძაყის ძვალი ჩვენი სხეულის ყველაზე გრძელი და მასიური ძვალია. მისი სიგრძე მოზრდილი ადამიანის სხეულის 1/3-ს შეადგენს. ბარძაყის ძვლის თავით ის მენჯს უკავშირდება, მეორე ბოლოთი კი წაბლის მოყვანილობის პატარა ძვალს - კვირისტავს.

წვივი ერთმანეთის პარალელურად განლაგებული წყვილი - დიდი და მცირე - წვივის ძვლისგან შედგება. დიდი წვივის ძვალი წვივს ბარძაყსა და ტერფთან აკავშირებს. ის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ძვალი გახლავთ და მეორეზე გაცილებით დიდი და მსხვილია.

ტერფი, ისევე როგორც მტევანი, სამი ნაწილისგან შედგება: უკანა ტერფისგან, წინა ტერფისა და თითებისგან. ტერფის ანატომიურ აგებულებას იმ მოთხოვნათა სირთულე განსაზღვრავს, რომელთა განხორციელებაც მას სხეულის გადაადგილებისას სიმძიმის ცენტის სწრაფი ცვლის საშუალებას აძლევს.

უკანა ტერფის ძვლები სხვადასხვა ფორმისა და ზომის 7 ძვლისგან შედგება. ისინი ორ რიგად არის განლაგებული. პირველ რიგში ორი მსხვილი - კოჭისა და ქუსლის, მეორეში კი დაახლოებით თანაბარი ზომისა და კონფიგურაციის 5 ძვალია.

კოჭს განსაკუთრებული აგებულება აქვს, რასაც მისი ფუნქცია განაპირობებს - ის ხომ წვივის ძვლებსა და ტერფს ერთმანეთთან აკავშირებს.

არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუსლის ძვალიც, რომელიც, ერთი მხრივ, სხეულს უშუალო საყრდენ ზედაპირს უქმნის, მეორე მხრივ კი იმაგრებს ტერფის მამოძრავებელ კუნთებს, მათ შორის - განსაკუთრებით სათუთი ბარძაყის სამთავა კუნთის დაბოლოებას - აქილევსის მყესს, რომელიც, ფეხის ცერა თითისა და სახსრის დარად, სიარულისა თუ სხვა მიზეზთა გამო ყველაზე ხშირად ზიანდება და ტერფის დეფორმაციას იწვევს.

წინა ტერფის ძვლები შედგება ხუთი მოკლე ლულოვანი ძვლისგან, რომელთაგანაც მხოლოდ პირველი გამოირჩევა მასიურობით. დანარჩენი ოთხი თანაბარი ზომისაა.

თითები სამ რიგად განლაგებული ფალანგებისგან შედგება. ნორმალურ ტერფს ორი თაღი აქვს: გასწვრივი და განივი. სწორედ ეს თაღები (ძვლებთან, კუნთებთან, მყესებსა და იოგებთან ერთად) სძენს ტერფს ბუნებრივი ზამბარის ფუნქციას, რომლის წყალობითაც ადამიანი შეუმჩნევლად ლახავს დედამიწის მიზიდულობის ძალას, მოთხოვნისამებრ ანაცვლებს სხეულის სიმძიმის ცენტრს ერთი ადგილიდან მეორეზე, სხეულს რყევისგან იცავს და ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულს უმარტივეს მოძრაობად გარდაქმნის.

ხდება ისეც, რომ მიზეზთა გამო ტერფის გასწვრივი და განივი თაღები არასაკმარისად არის განვითარებული ან განუვითარებელია. ამ პათოლოგიურ მდგომარეობას მედიცინაში ბრტყელტერფიანობას უწოდებენ.

ბრტყელტერფიანობისას მკვეთრად ირღვევა ტერფის როგორც ბიოლოგიური ზამბარის ფუნქცია და სიარული მეტად მომქანცველი ხდება. ბრტყელტერფიანობა დაახლოებით ერთნაირად აწუხებთ როგორც პატარებს, ისე მოზრდილებს.

  • აპარატის სახსროვანი ნაწილი

სამოძრაო აპარატში ძვლები ერთმანეთს უკავშირდება და იოგებისა და მყესების დახმარებით საკმაოდ მყარ სახსრებს ქმნის.

მენჯის ძვლისა და ბარძაყის ძვლის შეერთების ადგილი მენჯ-ბარძაყის სახსარი გახლავთ, ბარძაყის ძვლისა და წვივის ძვლისა - მუხლის სახსარი (ეს სხეულის ყველაზე რთული სახსარია). წვივის ძვლები წვივის სახსრით უკავშირდება ერთმანეთს, კოჭ-წვივის სახსარი კი წვივს ტერფთან აკავშირებს.

  • აპარატის კუნთოვანი ნაწილი

ქვედა კიდურების კუნთოვანი აპარატის გარეშე, მხოლოდ ძვლებითა და სახსრებით, არათუ სიარულს, სირბილსა და ხტომას, ადამიანი ყველაზე მარტივი მოძრაობის შესრულებასაც კი ვერ მოახერხებდა.

ქვედა კიდურის კუნთებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ბარძაყის ოთხთავა, თერძის, დიდი და მცირე წვივის, სამთავა (ამ კუნთის დაბოლოებაა აქილევსის ქუსლად მონათლული მყესი) და ტერფის კუნთები გახლავთ.

კუნთებს სხვადასხვა დანიშნულება აქვთ - ერთნი კიდურებს შლიან, მეორენი ხრიან, მესამენი შიგნით ან გარეთ აბრუნებენ.

  • სისხლძარღვები და ნერვული დაბოლოებანი

სასიარულო აპარატმა თავისი ფუნქცია რომ შეასრულოს, მას, ისევე როგორც ნებისმიერ ორგანოს, მუდმივად უნდა მიეწოდოს საკვები ნივთიერებები. ამ ფუნქციას თეძოს საერთო არტერიის მეორე განშტოება - თეძოს გარეთა არტერია ასრულებს. ეს არტერია ურიცხვ უწვრილეს კაპილარად იტოტება, რომლებიც თითოეულ ძვალში, სახსარსა და კუნთში შედიან და მათ უჯრედებამდე ცხოველქმედებისთვის საჭირო კომპონენტები მიაქვთ.

რაც შეეხება ნივთიერებათა ცვლის ნარჩენ, უვარგის პროდუქტებს, ისინი სამოძრაო აპარატიდან ქვედა ღრუ ვენის საშუალებით გამოიდევნება მუხლქვეშა, მცირე საჩინო, ბარძაყისა და დიდი საჩინო ვენების დახმარებით.

ქვედა კიდურების ნერვულ-რეფლექსური მოქმედება, მისი მყისიერი რეაგირება გარეგან და შინაგან გამღიზიანებლებზე წელ-გავის ნერვული წნულიდან გამომავალი რამდენიმე ნერვის დამსახურებაა, რომელთა შორისაც უწინარეს ყოვლისა ყველაზე მსხვილი და გრძელი - საჯდომი ნერვი უნდა ვახსენოთ. მასზე უშუალოდ არის დამოკიდებული ქვედა კიდურთა მგრძნობელობა. პათოლოგიები, რომელთა დიდი ნაწილიც აუტანელი ტკივილით მიმდინარეობს, ხშირად სწორედ საჯდომი ნერვის ანთებითი თუ სხვა სახის დაზიანებით არის გამოწვეული.

  • სასიარულო აპარატის ბიომექანიკური ცენტრი

სასიარულო აპარატის ბიომექანიკური ცენტრი ტერფია. სიარულისას მას აპარატის დანარჩენ წევრებზე მეტი დატვირვა ადგას.

ტერფი განსაკუთრებით მდიდარია ნერვული დაბოლოებებით, სწორედ ბიოაქტიური წერტილების სიმრავლის გამო უწოდეს მას ჩინელებმა ჯანმრთელობის სარკე.

სიარულისას ტერფი წარმოუდგენლად დიდ დაბრკოლებას ლახავს. თითოეული ნაბიჯის გადადგმისას მას სხეულის მასის 120-250%-ის ტოლფასი ძალის დაძლევა უხდება. სწრაფი სიარულისას ის წამში 5 მეტრს გადის, ეს დაახლოებით 18 კმ/სთ-ია, სირბილისას კი 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.

დღის განმავლობაში ადამიანი 2-დან 6 ათასამდე ნაბიჯს დგამს, ხოლო წელიწადში - 860 000-დან 2 085 600-მდე ნაბიჯს.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ტერფის ყველაზე თანამედროვე და სრულყოფილი პროთეზების ექსპლუატაციის ვადა 3 წელს არ აღემატება, კიდევ უფრო აშკარა გახდება იმ სამუშაოს მოცულობა, რომელსაც ტერფი მთელი სიცოცხლის მანძილზე ასრულებს.

ტერფის დღეგრძელობა, უპირველეს ყოვლისა, მისი დახვეწილი მექანიკური კონსტრუქციისა და უნიკალური "მასალის" დამსახურებაა.

  • სიარულის დანიშნულება

სიარულის დანიშნულებაა:

  1. უსაფრთხოდ და გეგმაზომიერად გადააადგილოს სხეული წინ;
  2. შეუნარჩუნოს სხეულს ის ვერტიკალური ბალანსი, რომლის წყალობითაც გადაადგილებისას სხეული თავს აღწევს დაცემას;
  3. დაზოგოს ენერგია - სიარულისას ნაბიჯის ფაზებს შორის დატვირთვის გადანაწილების ხარჯზე ორგანიზმი მინიმალურ ენერგიას ხარჯავს;
  4. უზრუნველყოს თავისუფალი მოძრაობა, რათა სიარულისას მკვეთრმა მოძრაობებმა სხეულის დაზიანება არ გამოიწვიოს;
  5. უზრუნველყოს გადაადგილებისას სხეულის სიმძიმის ცენტრის უპრობლემო გადანაცვლება.

  • სიარულის ტიპები და ტემპები

სიარულის ტემპი და ტიპი მეტად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, სქესზე, სხეულის სიმაღლესა და მის ნაბიჯის სიგრძეზე.

ამჟამად ცნობილია სიარულის 5 ტემპი:

  1. ნელი;
  2. შენელებული;
  3. თავისუფალი;
  4. აჩქარებული;
  5. ჩქარი.

თითოეულ ტემპს თავისი მახასიათებლები აქვს.

ადამიანები ყველაზე ხშირად თავისუფალი ტიპით გადაადგილდებიან, რადგან ამ დროს კუნთების აქტივობა მინიმალურია. ცნობილია, რომ 70 წლის ადამიანი სიცოცხლის მანძილზე ასეთი ტემპით საშუალოდ 500 მილიონ ნაბიჯს დგამს და "გაივლის" გზას, რომელიც დაახლოებით დედამიწიდან მთვარემდე მანძილის (384 000 კმ) ტოლია. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ გზის გავლისას მოძრაობითი აპარატის რომელიმე წევრი ზოგჯერ მწყობრიდან გამოდის, სიარული ისეთი თავისუფალი და უნებლიე აღარ არის, სულ უფრო მეტ დისკომფორტს ქმნის და ხშირად ძლიერი, აუტანელი ტკივილების მიზეზადაც იქცევა.