როგორ დავლიოთ ვისკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავლიოთ ვისკი

ამ სასმელის გამოყენების წესები მეტწილად დაიკარგა, ამიტომ ვისკის ყველა მოყვარულმა როდი იცის მისი სწორი სმა.

ვისკი ორიგინალური სასმელია არა მხოლოდ რთული ტექნოლოგიის გამო, არამედ ჩვენთვის რამდენადმე უჩვეულო გემოს მიზეზითაც. ვისკის მიღების პროცესი ცალკე რიტუალია. შოტლანდიური ვისკის დაგემოვნებისთვის არ არის აუცილებელი მიზეზის გამოგონება ან დღესასწაულის ცდა.

მისი დალევა მარტოც შეიძლება და სხვა ადამიანების კომპანიაშიც. შესანიშნავია ვისკის საყვარელი ქალისთვის შეთავაზება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევისთვის ადგილის სწორად შერჩევა. უმჯობესია, ვისკი სახლში, შესაბამის გარემოში დალიოთ.

თუ სასმელს დღისით სვამთ, შეგიძლიათ ფარდები ჩამოაფაროთ და მხოლოდ პატარა ჭუჭრუტანა დატოვოთ დღის სინათლისთვის. თქვენ არ დაგჭირდებათ მზე, მისი ნაწილი ვისკიან ბოკალში აღმოჩნდება. გამორთეთ ტელევიზორი და მოაშორეთ ყველა ის საგანი, რაც ყურადღებას გიფანტავთ. შეგიძლიათ ჩართოთ საყვარელი მუსიკა, არაფერზე იფიქროთ და მაქსიმალურად კონცენტრირდეთ სასმლის გემოზე. მოდუნდით, გამოეთიშეთ ყველა პრობლემას, ვისკი მოგანიჭებთ საოცარ სიამოვნებას, გაგიუმჯობესებთ განწყობას და აგავსებთ ძალებით.

ვისკის დალევა შეიძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მაგრამ უმჯობესია სადილის შემდეგ ან საღამოს. რადგან ვისკი სპირტს შეიცავს, მისი გადაჭარბებული მიღება ნაშუადღევს არ არის კარგი ტონი. დილით ვისკის მხოლოდ სამკურნალო მიზნით სვამენ.

დალევამდე ვისკი ცოტათი უნდა გააცივოთ, თუმცა ძალიან ცივიც არ შეიძლება. მოათავსეთ სასმელი მაცივარში 15-20 წუთით. მაგიდაზე ვისკი უნდა მიიტანოთ ბოთლით და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოასხათ ბოკლებში. გახსნის წინ ბოთლი აუცილებლად შეანჯღრიეთ. ბოკალი ბოლომდე არ გაავსოთ. ვისკით უნდა შეავსოთ ჭიქის 1/3. არ გააფორმოთ ვისკიანი ბოკალი სხვადასხვა ხილის, მაგალითად, ლიმონის, ფორთოხლისა თუ კივის ნაჭრებით.

ვისკი სერიოზული ადამიანების სასმელია და არ საჭიროებს სამშვენისებს. ვისკის სუფთა სახით მიღება, ტრადიციებისა და კარგი ტონის მიხედვით, დაუშვებელია. მას შემდეგ, რაც ვისკის ფუჟერებსა და ბოკლებში დაასხამთ, ის უნდა განაზავოთ მცირე რაოდენობის ცივი წყლით.

ვისკის ნამდვილი გემოს შესაგრძნობად დაუშვებელია მასში ლიმონის ნაჭრის ჩაგდება. ლიმონის წვენი გაუფუჭებს სასმელს გემოს. სხვა სასმელების, ალკოჰოლურისა თუ უალკოჰოლოს შერევაც არ ღირს. ასეთი ნარევი არავითარ სიამოვნებას არ მოგანიჭებთ. ვისკის არც სხვა სასმელი ან წყალი მიაყოლოთ.

ვისკის დალევის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სწორად. არ დალიოთ ვისკი ერთბაშად. ის უნდა მიირთვათ მცირე ყლუპებით, აუჩქარებლად, ისიამოვნეთ ყოველი ყლუპით და შეეცადეთ პირში რაც შეიძლება დიდხანს გაიჩეროთ. ვისკის სრული ღირსება რომ შეიგრძნოთ, მოიქეცით პროფესიონალი დეგუსტატორივით. ნუ იჩქარებთ პირველი ყლუპის გადაყლაპვას. სითხე პირში ერთი მხრიდან მეორეში გადაიტანეთ, შემდეგ კი ენის ქვეშ ჩაუშვით. აქ არის მოთავსებული გემოვნების ყველაზე მგრძნობიარე ჯირკვლები. სასმელის ნამდვილი გემო ისეთია, როგორსაც თქვენ ენის ქვეშ იგრძნობთ.

ცხადია მთელ სასმელს ასე ვერ დალევთ, მაგრამ სწორად გაუკეთეთ დეგუსტაცია პირველ ყლუპს და ჭიქის დაცლის შემდეგ ნურაფერს შეჭამთ. ნურც ვისკის არომატს გადაფარავთ სხვა სურნელით. ამ დროს ნუ დადგამთ მაგიდაზე ყვავილებს. ყვავილები და ვისკი შეუთავსებელია. არომატული სანთლებისგანაც თავი შეიკავეთ.

ვისკის ხშირად ჩამოსხმა მიღებული არ არის. ბოკლების შევსებას შორის დრო ნახევარი საათი და მეტიც უნდა იყოს. ცხადია, ამას არავინ გაიძულებთ, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ვისკი საკმაოდ ძლიერი სასმელია და მისი გადაჭარბებულად მიღება არასასურველია.

ვისკის სმისას შეიძლება მსუბუქი სალათების მირთმევა. ჩვეულებრივ, ვისკით სადღეგრძელოებს არ სვამენ, რადგან რაიმე ღირსშესანიშნავი ამ სასმელით არ აღინიშნება.

საღამოს რომელ მომენტში შემოიტანოთ ვისკი სუფრასთან, თქვენი გადასაწყვეტია. სუფრის გაწყობასაც თავისი წესი აქვს. მთავარია მაგიდაზე ზედმეტი არაფერი იყოს. ვისკის სმის დროს ყველაზე კარგი მამაკაცთა საზოგადოებაა. თუმცა, ქალებიც საკმაოდ სიამოვნებით სვამენ ვისკის მამაკაცებთან ერთად. ვისკისთან ერთად მაგიდაზე შეგიძლიათ მოიტანოთ მსუბუქი საუზმე, ან ხილი, ვაშლი, ატამი, გარგარი, ყურძენი, ბანანი. მოერიდეთ ციტრუსებს, მათ შეიძლება გადაფარონ სასმელის გემო და სუნი.

შოტლანდიაში ვისკის, სადაც და როგორც სურთ, ისე სვამენ. ვისკი საჩუქრად შეგიძლიათ მამაკაცსაც მიართვათ და ქალბატონსაც. ვისკის დალევას განსაკუთრებული განწყობა სჭირდება.