იცით თუ არა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცით თუ არა?

  • რაპუნცელები

ყველაზე გრძელი თმა ამერიკელ დიანა უაიტს აქვს. მასაჩუსეტსელი რაპუნცელის თმის სიგრძე 4 მეტრია.

გასულ საუკუნეში გრძელი თმის რეკორდი ინ­დოელ სვამი ფანდარასჰანდუს ეკუთვნოდა, რომლის თმის სიგრძეც 1940 წლის ბოლოს 7, 93 მეტრს შეადგენდა.

  • ქერათმიანები მხოლოდ ლამაზები როდი არიან

დიდი ხანია საზოგადოებაში გამეფებულია სტერეოტიპი, რომ ქერა ქალები ლამაზები, მაგრამ უჭკუოები არიან. დღეს ამ სტერეოტიპის დამსხვრევა შესაძლებელია, რადგან მენსას - მაღალი ინტელექტის კოეფიციენტის მქონეთა ცნობილი ორგანიზაციის - მესამედს სწორედ ქერათმიანები შეადგენენ. გარდა ამისა, ისინი გაყიდვების ნამდვილი ჯადოქრები არიან. სულ ახლახან დაადგინეს, რომ დიდ ბრიტანეთში ქერა მოლარეებს სალაროში ყოველდღიურად კოლეგებზე 20%-ით მეტი თანხა შეაქვთ.

  • მამაკაცებს არანაკლებ უყვართ თმის მოვლა

ყოველი მესამე ქალი იღებავს თმას, მამაკაცებს შორის კი - ყოველი მეათე. მელირებაზე ისინი უარს ამბობენ - მხოლოდ 3 პროცენტი ეწევა ასეთ რისკს. აი, თმის მოვლის მაჩვენებელი კი მამაკაცებში გაცილებით მაღალია - 24-დან 34 წლამდე ასაკის მამაკაცთა 56% ყოველდღე იბანს თავს. ამავე ასაკობრივ ჯგუფში ასე მხოლოდ ქალების 30% იქცევა.

  • შამპუნი კვლავ ლიდერია

თმის მოვლის მთავარი საშუალება შამპუნია - ასე მიაჩნია ქალების 94%-ს. მათთვის მეტად მნიშვნელოვანია თმის ლაქიც - უამისოდ თმის მოვლა ვერ წარმოუდგენიათ. 24% ყოველდღიურად იყენებს ლაქს, 60% კი პერიოდულად.

  • ფერომონებს თმის საშუალებით შევიგრძნობთ

ფერომონები სპეციალური ნივთიერებებია, რომლებიც საპირისპირო სქესში ლტოლვასა და მიზიდულობას აღძრავს. აღმოჩნდა, რომ მათ შეგრძნებას უშუალო კავშირი აქვს სხეულზე თმის არსებობასთან, რადგან სწორედ ის უწყობს ხელს გამოყოფილი ფერომონების გამოშრობასა და აორთქლებას.

  • თმა აუქციონზე

დღეს ვარსკვლავების თმა არც ისე ძვირად ფასობს, თუმცა მათი გარდაცვალების შემდეგ შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს - მათი თმა იშვიათ და ძვირად ღირებულ რელიკვიად იქცეს.

2004 წელს ჰონკონგელმა ფანატმა ჯონ ლენონის თმის ღერში აუქციონზე 3460 ევრო გადაიხადა.

1980 წელს პარიზში საფრანგეთის დედოფლის მარი ანტუანეტას თმის ორი ღერი 5 ათას ევროდ გაიყიდა.

2006 წელს კი კრისტის აუქციონზე მხატვარ ენდი უორჰოლის ცნობილი ჭაღარა პარიკი მისმა თაყვანისმცემელმა 10 800 დოლარად შეიძინა.

  • თმა მამაკაცთა სხეულზე

ზოგიერთი მამაკაცი თავს იწონებს სხეულზე უხვი თმით, ზოგიერთი კი ყველაფერს გაიღებს მის მოსაცილებლად. ამ საკითხს სხვადასხვანაირად ეკიდებიან ქალებიც. მათი უმრავლესობა მამაკაცთა ბუნებრივ თმიანობას ამჯობინებს. დასავლეთში ქალებს ნაკლებად თმიანი მამაკაცები უფრო ხიბლავთ, თუმცა როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში სუსტი სქესი ადვილად ეგუება თმას მამაკაცის მკერდზე. რაც შეეხება ზურგს, აქ ყველა ერთ აზრზეა - ურჩევნიათ, ამ ადგილზე თმა გაცილებით ნაკლები იყოს.

  • თმის რაოდენობა და ინტელექტი

ერთი ამერიკელი ფსიქიატრი ამტკიცებს, რაც მეტი თმა აქვს ადამიანს სხეულზე, მით გონიერიაო. 1996 წელს მან განაცხადა, თმიანი მკერდი ბევრ მეცნიერს და ძლიერ განათლებულ ადამიანს აქვს, ხოლო ის სტუდენტები, რომელთაც ზურგზე თმა ჭარბად ამოსდით, გაცილებით მაღალი აკადემიური მაჩვენებლებით იწონებენ თავს.

  • კარგი ვარცხნილობა ძვირი ღირს

პარიზში, ივ სენ ლორანის სალონში, თმის უბრალო შეჭრა დაახლოებით 600 დოლარი ღირს, ცნობილი სტილისტის ორლანდო პიტის მომსახურება მანჰეტენზე - 800 დოლარი, მისი კოლეგის სალი ჰერშმერგერის მომსახურება კი ოდნავ ნაკლები - 600 დოლარი დაგიჯდებათ.

თმის მოვლის ყველაზე უცნაური ისტორიები

  • შუა საუკუნეებში თმის შეჭრა მსხვერპლშეწირვის რიტუალი იყო - ადამიანები თმას ღმერთებს სწირავდნენ და სანაცვლოდ პარიკებით დადიოდნენ.
  • დიდ ბრიტანეთში 300 წლის წინ დაიწყეს გარდაცვლილთა თმისგან პარიკების კეთება და მხოლოდ მას შემდეგ დაანებეს თავი, რაც შავი ჭირით დაავადებულთა თმისგან დამზადებულმა პარიკებმა 20 დიდებული ქალბატონი გამოასალმა სიცოცხლეს.
  • 1964 წელს დენვერის შტატში მამაკაცი ცოლის თმის განზრახ დაზიანებისთვის გაასამართლეს - მან ქალს ღამით თავზე სუპერძლიერი ფიქსაციის სითხე დაასხა, რამაც თმა ისე დააზიანა, რომ მისი გადაპარსვა გახდა საჭირო.
  • 1996 წელს ბრიტანეთში ერთ-ერთი სალონის მფლობელს ჯარიმად 400 ათასი დოლარი გადაახდევინეს კლიენტისთვის კეფიდან თავის წინა ნაწილში თმის 6-ჯერ გადანერგვის გამო, რადგან მეექვსე უშედეგო ცდის შემდეგ კლიენტმა თავის მოკვლა სცადა.
  • ნიუ-იორკის ერთ-ერთ სალონში კოკერსპანიელი ისე შეაშინა თმის საპარსმა ელექტრომანქანამ, რომ მან სრულიად დაკარგა ყნოსვისა და ყეფის უნარი. იგი ცნობილი მონადირის საამაყო მეგობარი გახლდათ, ამიტომ მეპატრონემ სალონს უჩივლა, თუმცა განაჩენის გამოტანამდე საბრალო ძაღლი გარდაიცვალა.
  • 1983 წელს კალიფორნიაში გაასამართლეს და დედობის უფლება ჩამოართვეს ქალს, რომელიც 7 წლის ვაჟს ყოველდღე 5-ჯერ ბანდა თავს, რის გამოც პატარა სახლიდან ბებიასთან გაიქცა.
  • 1994 წელს ურუგვაიში 500-ზე მეტ ადამიანს ავნო უხარისხო შამპუნმა - მისი გამოყენების შემდეგ ადამიანები მყისიერად მელოტდებოდნენ. ეტიკეტზე კი მითითებული იყო, რომ შამპუნი ქერტლის მოსაცილებელი საუკეთესო საშუალება გახლდათ.
  • 2 ათასი დოლარით დააჯარიმეს სტილისტი, რომელმაც დაუდევრობის გამო კლიენტს თავზე ცხელი ყავა გადაასხა.
  • 30 ათასი დოლარით დააჯარიმეს დანიელი სტილისტი, რომელმაც 22 წლის პანკ ბიჭს ოთხი წლის განმავლობაში დიდი რუდუნებით ნაზარდი თმა იმ ადგილზე შეაჭრა, სადაც ამას მისი “მსოფლმხედველობა” არ ითვალისწინებდა.