სასარგებლო შამპუნის მომზადება შინაც შეიძლება
შამპუნი ცხიმიანი თმისთვის
* აიღეთ მდოგვის ფხვნილი, გააზავეთ მინერალური წყლით, მიიყვანეთ არაჟნის კონსისტენციამდე და შეიზილეთ თმაში. გაიჩერეთ 5 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
შამპუნი ყველა ტიპის თმისთვის
* აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჟელატინი, დაასხით 3 სუფრის კოვზი ცივი წყალი და გააჩერეთ 40 წუთი. შემდეგ ეს ნარევი ჩადგით ორთქლის აბაზანაში, ჟელატინი რომ გალღვება, დაამატეთ 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი ნებისმიერი შამპუნი და წაისვით თმაზე. 5-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნარევი მდიდარია პროტეინით და შესანიშნავად კვებავს თმას.
კვერცხის შამპუნი
* აიღეთ 150 გრამი წყალი, 1 სუფრის კოვზი სოდა, 2 სუფრის კოვზი არაყი და 1 კვერცხი. კარგად აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმაზე და ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით.