იცით თუ არა, რომ... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცით თუ არა, რომ...

ახლომხედველობას ფოტოპერიოდები განსაზღვრავს

განუვითარდება თუ არა ადამიანს ზრდასრულ ასაკში ახლომხედველობა, დამოკიდებულია ფოტოპერიოდებზე, ანუ სინათლის დონეზე, რომელშიც იგი ახალშობილობის პერიოდში იმყოფებოდა. ფოტოპერიოდების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ივნის-ივლისში დაბადებულებს აღმოაჩნდათ, ყველაზე დაბალი კი - დეკემბერსა და იანვარში დაბადებულებს. ოფთალმოლოგები მიიჩნევენ, რომ ზაფხულში დაბადებულ ბავშვებს ახლომხედველობის განვითარების რისკი გაცილებით მაღალი აქვთ, რადგან სხვებზე გაცილებით მეტად ხვდებიან ეკოლოგიური რისკფაქტორების ჯგუფში, ანუ ფოტოპერიოდების ხანგრძლივობა მათთვის გაცილებით მაღალია, ხოლო იანვარსა და დეკემბერში დაბადებულებისთვის - ყველაზე დაბალი. მხედველობის გაუარესებას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს გენეტიკური ფაქტორები, მაგრამ მზის სხივების მოქმედება დაბადებამდე და მას შემდეგ ბავშვის თვალში წარმოშობს სიგნალებს, რომლებიც გავლენას ახდენს მზერის კონკრეტულ საგანზე დაფიქსირებასა და თვალის უნარზე, სინათლის სხივი საჭირო დონეზე გარდატეხოს.

მწვანე ჩაი ზოგჯერ საზიანოა

მწვანე ჩაიმ, თუ ზომაზე მეტი სვით, შესაძლოა გავნოთ - თირკმელები და ღვიძლი დაგიზიანოთ. მწვანე ჩაი ძალზე სასარგებლო სასმელია და უამრავი სამკურნალო თვისება აქვს. მიუხედავად ამისა, დღეში 3 ფინჯანზე მეტს თუ დალევთ, ორგანიზმში ჭარბად დაგროვდება პოლიფენოლები, რომლებიც ღვიძლში ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს.

სარკე სიბერეს აახლოებს

რაც უფრო ხშირად იყურება ადამიანი სარკეში, მით სწრაფად ბერდება. ეს ნიუ-იორკის ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა დაადგინეს. ისინი სპეციალური ზემგრძნობიარე მაგნიტურტალღოვანი დეტექტორის მეშვეობით აკვირდებოდნენ ადამიანის ორგანიზმს სარკეში ყურებისას და საინტერესო რამ აღმოაჩინეს: ადამიანი, რომელიც დიდ დროს ატარებს სარკის წინ, განსაკუთრებით მაშინ, თუ თვალებში უყურებს საკუთარ გამოსახულებას, რამდენიმე წუთის შემდეგ გრძნობს დაღლილობას და დროთა განმავლობაში მეხსიერების გაუარესებასაც კი. ვარაუდობენ, რომ სარკე ადამიანის ენერგიის აკუმულირებას ახდენს და, ამრიგად, რამდენიმე წუთით ენერგეტიკულ ვამპირად იქცევა, ამიტომ მისი მსხვერპლი ყველაზე ხშირად სწორედ სარკეში საკუთარი ანარეკლით ტკბობის მოყვარულები არიან.

მარილი განსაკუთრებით მამაკაცებს ვნებს

მარილიანი საკვების მოყვარულ მამაკაცებს ორჯერ მეტი აქვთ კუჭის სიმსივნის განვითარების ალბათობა, ვიდრე მლაშე საკვების მოყვარულ ქალებს.

ქალის კვება მომავალი ბავშვის სქესს განსაზღვრავს

დადგენილია, რომ ბავშვის სქესზე დიდ გავლენას ახდენს ჩასახვამდე დედის რაციონი: რაც უფრო მეტ კალორიას იღებდა ქალი ჩასახვამდე, მით მეტია ბიჭის გაჩენის ალბათობა და პირიქით, შეზღუდული რაციონის მქონე ქალებს ყველაზე უფრო უჩნდებათ გოგონები. ჩასახვამდე კალიუმითა და ნატრიუმით მდიდარი პროდუქტების მირთმევა ვაჟის დაბადების ალბათობას ზრდის.


რაქიტის მიზეზი დისბაქტერიოზი აღმოჩნდა

ყველამ იცის, რომ რაქიტი ორგანიზმში ვითარდება D ვიტამინის დეფიციტის გამო, რომელიც კალციუმისა და ფოსფორის შეწოვის დარღვევის შედეგია, ხოლო მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბავშვის ორგანიზმი ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელ მიკროელემენტებს ვერ ითვისებს, ნაწლავთა დისბაქტერიოზი გახლავთ. დღეს რაქიტის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად პრობიოტიკების დროული გამოყენება მიიჩნევა, რომლებიც სასარგებლო ბაქტერიათა კომპლექსს შეიცავს. ასე რომ, იზრუნეთ პატარას ნაწლავური მიკროფლორის გაუმჯობესებაზე და რაქიტიც ვეღარაფერს დაგაკლებთ.

ზეთისხილის კიდევ ერთი ღირსება

ზეთისხილის ფოთლებში აღმოაჩინეს ანტიოქსიდანტები, რომლებიც 5-ჯერ უკეთ ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ამაგრებს უჯრედებს, ვიდრე ჩ ვიტამინი. სპეციალისტები ყველას ურჩევენ, აქტიურად გამოიყენონ ზეთისხილის ფოთლების ეს თვისება. შეიძლება ფოთლებით სალათების შეკაზმვა, აგრეთვე მათგან წვენის გამოწურვა და ამ გამონაწურით საკვების შეზავება. რევოლუციური აღმოჩნდა ესპანელი მეცნიერების, გრენადის უნივერსიტეტის თანამშრომლების, აღმოჩენა იმის თაობაზე, რომ ზეითუნის ზეთსა და მის ფოთლებში არსებულ ნივთიერებას შეუძლია, 80%-მდე შეამციროს მეტად საშიში ინფექციების მოქმედების სფერო. სწორედ ამიტომ ისინი გვირჩევენ, ყოველდღიურ რაციონში 20 გრამამდე ზეითუნის ზეთი შევიტანოთ.

დედობრივი სითბო ტკივილს აყუჩებს

დედობრივ სითბოს ტკივილგამაყუჩებელი თვისება აღმოაჩნდა. თითიდან სისხლის აღებისას აკვირდებოდნენ პატარების გულისცემას, სისხლში ჟანგბადის დონესა და გამომეტყველებას. აღმოჩნდა, რომ ბავშვებს, რომლებიც დედებს პროცედურის შემდეგ ხელში აჰყავდათ, ტკივილი სამიოდე წუთში უყუჩდებოდათ, დედის სითბოს გარეშე დარჩენილებს კი გაცილებით მეტ ხანს აწუხებდათ ეს შეგრძნება. დედის სითბო არა მხოლოდ ტკივილის გაყუჩებას, არამედ სწრაფ გამოჯანმრთელებასაც უწყობს ხელს.

გრძელი სიტყვების დაავადება

არსებობს გრძელი სიტყვების დაავადება, როდესაც ადამიანებს დაუოკებელი სურვილი იპყრობთ,  მარტივი სიტყვები შესაბამისი მნიშვნელობის გრძელი სიტყვებით შეცვალონ. უკანასკნელ ხანს ეს  დაავადება ისე გავრცელდა, რომ სპეციალური სახელიც მოუგონეს - ჰიპოპოტომონსტროსესკვი პედალიოფობია უწოდეს.

ყავაც ნარკოტიკია?

ყავას საინტერესო შემადგენლობა აქვს. იგი შეიცავს კოფეინს და პურინულ ალკალოიდებს: თეობრომინსა და თეოფილინს, - რომლებიც დღეში 1000 მგ-მდე ოდენობით სისტემატური მოხმარებისას იწვევს მუდმივ მოთხოვნილებას, რაც ძლიერ წააგავს ალკოჰოლურ დამოკიდებულებას. მაშასადამე, დღეში 650 მლ ყავა მიჩვევას იწვევს. ადამიანს, რომელიც მუდმივად სვამს დღეში ორ ფინჯანზე მეტ ყავას, არაფერი ემართება, მას კი, ვინც იშვიათად სვამს ამ სასმელს, საგრძნობლად უწევს მაღლა არტერიული წნევა. ასე სწორედ იმიტომ ხდება, რომ მუდმივი მომხმარებლის ორგანიზმი შეჩვევის გამო ყავაზე წნევის მატებით აღარ რეაგირებს.

ორგანიზმს თვითგანადგურებაც შეუძლია

ორგანიზმი, როდესაც მას სასარგებლო ნივთიერებები არ ჰყოფნის თვითგანადგურებას მიმართავს. ძვლებში არსებული ფოსფორი და კალციუმი, გარდა ძვლებისა, კუნთებსა და ნერვულ სისტემასაც სჭირდება. თუ ამ ორი ნივთიერებიდან ერთი მაინც დააკლდა ორგანიზმს, ტვინი გამოიმუშავებს სპეციალურ ჰორმონებს, რომლებიც იწვევს ძვლების დაშლას მათგან კალციუმის გამოსათავისუფლებლად და ეს პროცესი მანამდე გრძელდება, ვიდრე სისხლში ამ მიკროელემენტების დონე საჭირო კონცენტრაციას არ მიაღწევს.