შინაგანი საათი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შინაგანი საათი

გამიგონია, რომ ჩვენი ორგანიზმი განსაკუთრებულ "საათობრივ განრიგს" ემორჩილება, რომელსაც უმეტესად ჩვენი შინაგანი საათი განსაზღვრავს. მართლა ასეა?

ქრონობიოლოგები - სპეციალისტები, რომლებიც ადამიანის ბიოლოგიურ ციკლებს შეისწავლიან - ამას ასე ხსნიან: ჩვენი ორგანიზმი, როგორც საათის მექანიზმი, განსაზღვრულ რიტმს ემორჩილება, ხოლო როცა მაღვიძარას რომელიმე ზამბარა მწყობრიდან გამოდის, მთელი საათის სვლა ირღვევა. ასეა ადამიანის შემთხვევაშიც:

საკმარისია, რიტმში თავი იჩინოს თუნდაც ერთმა ყალბმა ნოტმა, რომ მაშინვე პრობლემები იჩენს თავს. ვერ გამოიძინეთ? მაშინ ყველაფერი გაღიზიანებთ. გამორიცხული არ არის, თქვენი ბიორიტმის დარღვევის მიზეზი ორიოდე ზედმეტი კილოგრამი იყოს, რომლის თავიდან მოცილებას გულმოდგინედ ცდილობთ. ამისათვის საჭიროა, დღე გონივრულად დაგეგმოთ.

07:00 - გამარჯობა, დღეო!

ეს იდეალური დროა გაღვიძებისთვის. თირკმელზედა ჯირკვლები ჰორმონების პირველ, დილის ულუფას გამოყოფენ. სწორედ ის ახდენს გავლენას პულსის გახშირებასა და სისხლის მიმოქცევის აჩქარებაზე. ხოლო იმისთვის, რომ დილა მართლაც მშვიდობიანი გქონდეთ, დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი - ეს კუჭ-ნაწლავის მუშაობას გაგიუმჯობესებთ.

07:30 - ვარჯიშის დროა!

მცირე გასეირნების, გარბენის ან ვარჯიშის წყალობით დილიდანვე მიიღებთ იმ ენერგიას, რომელიც საჭიროა მთელი დღის განმავლობაში აქტივობისთვის.

08:00-09:00 - ჭამის დროა!

კუჭი აქტივობის მწვერვალზეა, რის წყალობითაც სწრაფად გადაამუშავებს საკვებს და მაქსიმალური რაოდენობის ენერგიას იღებს, რაც ასე საჭიროა ცხოვრების აქტიური წესის შესანარჩუნებლად. უმჯობესია, საუზმეზე მიირთვათ შვრიის ფაფა, ხილის იოგურტი, ერთი ნაჭერი ცეხვილი ხორბლის პური. ყავის ნაცვლად დალიეთ მწვანე ჩაი. ეს შრომის უნარს შეგინარჩუნებთ.

12:00 - შემოქმედებითი აღტკინება

გულის კუნთისთვის ეს ნამდვილი დიდების საათია. ამ პერიოდში თქვენი "ცეცხლოვანი ძრავა" სრული დატვირთვით მუშაობს, ამიტომ ნუ გადაიტვირთებით ზომაზე მეტად. კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ყავასა და შოკოლადზე. ქრონობიოლოგები გვირჩევენ, ეს დრო ინტელექტუალურ სამუშაოს დავუთმოთ. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ამ დროს ყველაზე რთული ამოცანების გადაწყვეტას შევძლებთ. ორიგინალური იდეებიც მრავლად გვექნება.

13:00 - სადილის დროც მოვიდა!

სრულფასოვანი სადილის დროა. სასურველია, ის ცილებითა და რთული ნახშირწყლებით იყოს მდიდარი. დესერტად მწარე შოკოლადიც შეიძლება დააყოლოთ. სადილის შემდეგ საქმეებს მაშინვე ნუ შეუდგებით - ამ დროს ბიორიტმის შენელება იწყება, ორგანიზმს დასვენება სჭირდება. თავს ძალას ნუ დაატანთ, შრომა შედეგს ვერ გამოიღებს.

14:00 - შესაფერისი ვიზიტები

შუადღისას ტკივილის შეგრძნება სუსტდება, ანესთეტიკებიც ორჯერ უფრო ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე დილით და საღამოს. კარგი იქნება, თუ ამ დროისთვის დაგეგმავთ ვიზიტს, მაგალითად, სტომატოლოგთან.

15:00-16:00 - მოდუნების დრო

ამ დროს გული "თვლემს", ტვინსა და შინაგან ორგანოებში სისხლის მიმოქცევა შენელებულია, გარდა კუჭისა - ის ამ დროს სრული დატვირთვით მუშაობს, ამიტომ მუშაობის სურვილი არ გაქვთ, თვალის მოტყუებაზე კი უარს ნამდვილად არ იტყოდით. თუ ამას ვერ ახერხებთ, ისეთ სამუშაოს მაინც მოჰკიდეთ ხელი, რომელიც ინტელექტუალურ ძალისხმევას არ მოითხოვს. მაგალითად, სამუშაო მაგიდა დაალაგეთ.

17:00 - მეორე სუნთქვა იხსნება

ენერგიის დაქვეითება ნელდება, იგრძნობა სასიცოცხლო ძალების მომატება. ტონუსის ასამაღლებლად ნებადართულია შავი ყავის ან რამდენიმე ულუფა მწარე შოკოლადის მიღება.

18:00-19:00 - მასაჟი

სამუშაო დღის შემდეგ ორგანიზმს დამშვიდება სჭირდება. ეს იდეალური დროა მასაჟისთვის. ის გააძლიერებს სისხლის ცირკულაციას, მოხსნის კუნთების დაძაბულობას და საშუალებას მოგცემთ, მოეშვათ.

20:30 - მეჯლისის დროც დადგა

სწორედ ის დროა, თქვენს კანს მიხედოთ. თავდაპირველად ზედმიწევნით უნდა გაიწმინდოთ ის, მერე კი მკვებავი ნიღაბი გაიკეთოთ. ფორები ღრუბელივით იწოვენ ფერმენტებს, რის შედეგადაც კანი ღამის განმავლობაში ისვენებს და აღდგება. ექსტრა-რეცეპტი:

  • ერთმანეთში აურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ზეითუნის ზეთი და სქლად წაისვით სახეზე. ეს ნიღაბი გაიჩერეთ არანაკლებ 20 წუთისა. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მეორე დღეს თქვენი სახე იბრწყინებს.

22:00-23:00 - ტკბილი სიზმრები

ძალების აღდგენისთვის საჭიროა არანაკლებ შვიდსაათიანი ღრმა და სრულფასოვანი ძილი. სანამ დაწვებით, საძინებელი გაანიავეთ, ნელ-ნელა დალიეთ ერთი ჭიქა თაფლიანი რძე.