ცოტა რამ სახიფათო პროფესიების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცოტა რამ სახიფათო პროფესიების შესახებ

იურისტი

იურისტის შეცნობა შორიდანვე შესაძლებელია: მოწესრიგებული ვარცხნილობა, მკაცრი საქმიანი კოსტიუმი და კეისი. გარდა ამ გარეგნული ნიშნებისა, თემიდას მსახურთა უმრავლესობას გამოარჩევს თვალშისაცემად თავშეკავებული ქცევის მანერა. ისინი მკაფიოდ და თანამიმდევრულად პასუხობენ შეკითხვებზე და უყვართ პროფესიული ტერმინების გამოყენება. მრავალი იურისტისთვის, პროფესიული უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, ზედმეტი სიფრთხილე ხასიათის ნიშნადაც იქცევა.

ბუღალტერი

ზოგიერთისთვის "ბუღალტერი" უკვე დიაგნოზია. მრავალი მათგანი იმდენად შედის საქმიან როლში, რომ პროტოკოლის სიყვარული და პედანტურობა პირად ცხოვრებაშიც გადააქვს. ბუღალტრები ყველაფერს სწორად აკეთებენ, ყოველგვარი ექსტრემალური სიტუაცია აფრთხობთ. მათ მეუღლეებს შეუძლიათ არ იდარდონ: ოჯახური ბიუჯეტი საიმედო ხელშია. იმისთვის, რომ არ გახდეთ მოსაწყენი, მოსწყდით ქაღალდებს და უფრო მეტად დაუახლოვდით ადამიანებს. ირგვლივ ბევრი საინტერესო რამ ხდება. უბრალოდ გაერთეთ.

სამხედრო მოსამსახურე

ეს ადამიანები ადრეული ასაკიდან ეჩვევიან მკაცრი დისციპლინის ატმოსფეროს. ფსიქოლოგების აზრით, ისინი იძენენ პიროვნების იმ ტიპის პროფესიულ დეფორმაციას, რომლის გადალახვაც შეუძლებელია. ოფიცერი პროფესია კი არა, ცხოვრების წესია. აქ საქმეს იუმორის გრძნობაც კი ვეღარ შველის, რომელიც სამხედროებს ან არ გააჩნიათ, ან აქვთ, მაგრამ მეტისმეტად სპეციფიკური. ამასთანავე, სამხედროები შესანიშნავად ადაპტირდებიან სამოქალაქო ცხოვრებაში. მათი დიდი პლუსია ის, რომ ერთგული ქმრები და სამშობლოს დამცველები არიან. ოჯახისა და სამშობლოს ღალატის ნებას მათ ღირსების კოდექსი არ აძლევთ. ამასთანავე, მყარი ოჯახი ოფიცრისთვის იმიჯის ნაწილს წარმოადგენს.

ექიმი

ექიმის სამუშაო გულისხმობს უზარმაზარ პასუხისმგებლობას, ხოლო ექსტრემალურ პირობებში სამსახური თავის დაღს ასვამს მათ პიროვნებას. ექიმების საყოველთაოდ ცნობილი ცინიზმი წარმოადგენს ერთგვარ ფსიქოლოგიურ დაცვას პაციენტების მდგომარეობის გამო ყოველდღიური შიშითა და ტანჯვით მიღებული განცდისგან. ექიმისთვის დამახასიათებელი შავი იუმორი ავტომატურად გადადის მეგობრებსა და ახლობლებზე, რითაც შეიძლება აწყენინოს მათ. ცხოვრებაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ექიმები სპარტანულად იღებენ, რაც გარეშე თვალს გულგრილობადაც შეიძლება მოეჩვენოს. სინამდვილეში ეს საკუთარი ხელით აღმართული ფსიქოლოგიური კედელია.

ჟურნალისტი

როგორც სამსახურში, ასევე ცხოვრებაშიც ჟურნალისტები ზედაპირულები არიან. ეს გასაგებიც არის: მათი პროფესია არ გულისხმობს მასალის დეტალურ შესწავლას, რადგან ჟურნალისტების ინტერესები განზეა მიმართულია და არა სიღრმისკენ. კიდევ ერთი ნაკლი: ჟურნალისტები ზედმიწევნით ცნობისმოყვარენი არიან, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი ცდილობენ ყურადღების მიქცევას.

ფსიქოლოგი

სამიდან ორ შემთხვევაში ადამიანები ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე იმისთვის აბარებენ, რომ, პირველ რიგში, საკუთარ თავში გაერკვნენ. მათ რაღაც აწუხებთ და ცდილობენ, პრობლემებთან გამკლავება ისწავლონ, თუმცა, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისინი სიცოცხლის ბოლომდე ვერ თავისუფლდებიან ამ პრობლემისგან. ზოგჯერ ისინი ვერ ამჩნევენ კონტექსტს, სხვების პრობლემებს აანალიზებენ და ცდილობენ, თანამოსაუბრეს თავიანთი რჩევები თავს მოახვიონ.

დეფორმაციის მეორე ვარიანტი დაკავშირებულია მანიპულატორის ოსტატობასთან. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ხალხთან ურთიერთობა და შესანიშნავად იცნობენ მათ სისუსტეებს. გარშემო მყოფთა გამოყენებით ფსიქოლოგები ადვილად აღწევენ სასურველს, ისე, რომ სხვები ამას ვერც კი ამჩნევენ.

ეცადეთ, მკვეთრი ზღვარი გაავლოთ პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის, შეძლოთ პროფესიისგან გათავისუფლება და აბსტრაჰირება. ნუ აღიქვამთ ადამიანებს საკვლევ მასალად. შეჩერდით, როდესაც საკუთარ თავს თანამოსაუბრის მიმართ არაჯანსაღ ინტერესს შეამჩნევთ. მანიპულირება კი პირად ურთიერთობებში საერთოდ მიუღებელია. ქვეტექსტების ძიებითა და ქვეცნობიერში შეღწევის მცდელობით საკუთარ თავს უბრალო ადამიანური ურთიერთობებით ტკბობის საიმოვნებას უსპობთ.

გაყიდვების მენეჯერი

ეს პროფესია ადამიანს ცბიერებასა და მოხერხებულობას ასწავლის. იმ საქონლის გასაღების უნარი, რომელზეც არ არის მოთხოვნა, მთელი ხელოვნებაა. ამასთანავე, საქონლის დაბალი ხარისხი ხშირად ეშმაკობასა და ცბიერებას გვაიძულებს. ამ პროფესიის ადამიანების კიდევ ერთი ნაკლი ის არის, რომ ბევრს ლაპარაკობენ. გაყიდვების მენეჯერებს რამის შეძენისას გადაჭარბებული ეჭვიანობა ახასიათებთ, რადგან გამუდმებით ჰგონიათ, რომ მათ მოტყუებას ცდილობენ. ამ შემთხვევაში ვთავაზობთ, მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია საქონელზე ინტერნეტის საშუალებით.

მასწავლებელი

ისინი ყოფით ცხოვრებაშიც აკეთებენ საყვარელ საქმეს - ასწავლიან. პედაგოგებს მიუხედავად მათი სტატუსისა, წესისამებრ, მაღალი თვითშეფასება აქვთ. ისინი მიჩვეულნი არიან, საკუთარი მოსაზრება თავს მოახვიონ ირგვლივ მყოფებს და არ შეუძლიათ, სხვებს დაემორჩილონ. აქედან მოდის მათი ავტორიტარული ქცევა და ძალაუფლების სიყვარული. ისინი ჯიუტად ცდილობენ, ყველას დაუმტკიცონ საკუთარი ლიდერობა და მიაღწიონ აღიარებას.

ისწავლეთ დაქვემდებარება, მიიღეთ საზოგადოებრივი იერარქიის კანონები. ერთია, შენიშვნა მისცეთ მოსწავლეს და სხვაა, შეუსწოროთ ოჯახის წევრებსა თუ გარეშე პირებს, ნათესავებსა თუ უბრალო ნაცნობებს. ისინი არ არიან ბავშვები, რაც კარგად უნდა გააცნობიეროთ. ეცადეთ, განუწყვეტლივ განვითარდეთ და გამოიმუშაოთ მოთმინება, რაც თქვენი წარმატების საწინდარი იქნება.