შვებულების შემდგომი სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შვებულების შემდგომი სინდრომი

სამსახურში დაბრუნების შემდეგ ხშირად თავს იჩენს შვებულებისშემდგომი დეპრესია, რაც ართულებს ნორმალურ ცხოვრებას და სამსახურში დაბრუნებას.

დასვენების შემდეგ როგორ დავუბრუნდეთ სამსახურს და ყოველდღიურ ცხოვრებას იოლად, საფეხურები:

  • წინასწარ დაგეგმეთ სამსახურში დაბრუნება

ბლოკნოტში ჩამოწერეთ თქვენი მიზნები და გეგმები, შექმენით სამუშაოების სია და დაადგინეთ პრიორიტეტები. ეს დაგეხმარებათ სიტუაციის კონტროლსა და საქმეზე კონცენტრაციაში.

  • რუტინას ეტაპობრივად დაუბრუნდით

შვებულებიდან დაბრუნებული მეორე დღესვე ნუ გახვალთ სამსახურში. აიღეთ დამატებით ერთი დღე, რომ სამსახურში დაბრუნება არ იყოს სტრესული. თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, დაიწყეთ ჰიბრიდული გრაფიკით სიარული, ან გამოიყენეთ თავისუფალი დღეები, რათა ნელ-ნელა შეეჩვიოთ მუშაობის რეჟიმს.

  • პროდუქტიულად გამოიყენეთ სამსახურის შესვენება

შესვენება სამსახურში მთავარ როლს თამაშობს ჩვენს პროდუქტიულობაში, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაში. შესვენებები გონებას და სხეულს განტვირთვის საშუალებას აძლევს. მცირე შესვენების შემდეგ შეგნებული მუშაობა უფრო ეფექტური ხდება.

სამუშაოს ხანგრძლივმა ინტერვალებმა, შესვენების გარეშე, შეიძლება გამოიწვიოს დაბალი პროდუქტიულობა და შეცდომების მაღალი მაჩვენებელი. შესვენებები საშუალებას გაძლევთ, გაავარჯიშოთ კუნთები, გააუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა და თავიდან აიცილოთ შესაძლო პრობლემები, როგორიცაა ზურგის ან თავის ტკივილი.

  • განიტვირთეთ

არ დაივიწყოთ თქვენი ფიზიკური და ემოციური კეთილდღეობა. მისდიეთ სპორტს, დაიწყეთ სიარული სპორტულ დარბაზში ან ცურვაზე, განიტვირთეთ და იხელმძღვანელეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

  • შეცვალეთ რამე თქვენს გარეგნობაში

ეს შეიძლება იყოს ახალი ვარცხნილობა, ან ახალი ტანსაცმელი. შოპინგი ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია დეპრესიის დასაძლევად. სიახლე ყოველთვის მოგცემთ იმის განცდას, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვედით.