პროდუქტები უკეთესი მონელებისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროდუქტები უკეთესი მონელებისათვის

წყალი

ორგანიზმს წყალი სჭირდება საკვების უკეთესად დაშლისათვის.

რათა დაშალოს საკვები.

ჯანჯაფილის ჩაი

ჯანჯაფილს აქვს თვისებები კრუნჩხვის, რეფლუქსის, შებერილობისა და არასასიამოვნო სისავსის შესამსუბუქებლად.

პიტნის ჩაი

პიტნის ჩაი კარგია მონელებისთვის. პიტნა მჟავას რეფლუქსის გამომწვევია, ამიტომ ის შეიძლება არ იყოს კარგი ვარიანტი გულძმარვის ან GERD-ის მქონეთათვის.

კეფირი

ფერმენტირებული კეფირი სასარგებლოა მონელებისათვის.

ასევე წაიკითხეთ:

საჭმლის მონელების ენერგეტიკა

საკვების მონელება საკმაოდ დიდი რაოდენობით ენერგიას მოითხოვს. ორგანიზმი ნახშირწლებიდან და ცილებიდან მიღებული კალორიიდან საერთო რაოდენობის 10%-ს ხარჯავს იმისათვის, რომ საკვებმა უპრობლემოდ გადალახოს ეს გრძელი გზა და სასარგებლო ნივთიერებები, რომლებსაც ის შეიცავს, ორგანიზმმა შეითვისოს.

ზოგჯერ საჭმლის მომნელებელ სისტემაში ერთიანი მონელების პროცესი ირევა, ადამიანი უჩივის მუცლის ტკივილს, მუცლის შებერვას, სპაზმებს ნაწლავის მტკივნეული შეკუმშვების გამო, დეფეკაციის პროცესი არარეგულარული ხდება. ამასთან, მუცელში ჩნდება ხმაური, ყურყური, მეტეორიზმი, ფაღარათი ან შეკრულობა.

სპეციალისტებს სწორედ ამგვარი ჩივილებით აკითხავენ პაციენტები და ხშირად მათ ეუბნებიან, რომ ეს კუჭ-ნაწლავში მიმდინარე დისპეფსიური მოვლენების შედეგია, რაც უპირატესად საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობას ან არასწორ კვებას უკავშირდება.

თუმცა არსებობს მთელი რიგი პათოლოგიები, რომლებიც ამგვარი პროცედურის პროვოცირებას ახდენენ:

  • დისბაქტერიოზი;
  • დივერტიკულოზი;
  • ენზიმოპათია;
  • ენტერიტი;
  • კოლიტი;
  • ნაწლავში სიმსივნური ქსოვილები;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები;
  • მეტაბოლიზმის პათოლოგიები.

ნაწლავური დისპეფსია შესაძლოა მიგვითითებდეს მასში ინფექციური კერის არსებობაზე, მაგალითად: დიზენტერიის, ქოლერის, ნაწლავის ტუბერკულოზის, სალმონელოზის დროს.

გამოიყოფა 2 ტიპის დისპეფსიური მოშლილობანი – ფუნქციური და ორგანული.

პირველ შემთხვევაში ვლინდება ორგანოს ფუნქციური მოქმედების მოშლა, ანუ ფუნქციურია დაზიანება, მეორე შემთხვევაში კი, ყოველივე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნაწილის ორგანულ დაზიანებას უკავშირდება. ამ უკანასკნელის არსებობისას სიმპტომატიკა მეტად გამოხატულია და დისკოსმფორტი გაცილებით მეტხანს გრძელდება.

გამომწვევი მიზეზები?

საჭმლის მომნელებელი პროცესის მოშლის კონკრეტული მიზეზის მიხედვით არსებობს დისპეფსიური მოვლენების რამდენიმე ფორმა:

  • მარტივი, მას მეორენაირად ალიმენტურსაც უწოდებენ. პირდაპირ იწვევს არასწორი კვება.

იმის მიხედვით, თუ რომელი ტიპის საკვები იწვევს, განირჩევა მარტივი დისპეფსიის რამდენიმე ქვეტიპი: ცხიმოვანი (საპნისმიერი), დუღილისა და ლპობის ფორმები.

  • ლპობითი ფორმა ვითარდება მაშინ, თუ საკვებში ცილოვანი პროუქტები ჭარბობს ან გამოიყენეს ძველი ხორცი.
  • დუღილის ფორმა ნახშირწყლების (პურის, კომბოსტოს, პარკოსნების, შაქრის) დიდი რაოდენობით გამოყენებას და დუღილის გამომწვევი სასმელების (გაზიანი სასმელები, ლუდი და ბურახი) მიღებას უკავშირდება.
  • ცხიმოვანი დისპეფსია ვითარდება ცხიმოვანი საკვების ჭარბად გამოყენებისას, ეს განსაკუთრებით ღორისა და ცხვრის ხორცს ეხება. განაგრძეთ კითხვა