როგორ გავაუმჯობესოთ შრომის უნარი და ყურედღების კონცენტრაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავაუმჯობესოთ შრომის უნარი და ყურედღების კონცენტრაცია

  • სპეციალური შესვენებები გარკვეულ დროს,
  • ძილის ჰიგიენა,
  • ღამით ჭამის შეზღუდვა.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 45 წუთი უწყვეტი მუშაობა ფიტავს თავის ტვინის იმ ნაწილებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თვითკონტროლზე. ამიტომ ამ დროის მანძილზე უწყვეტი მუშაობა იწვევს გაღიზიანებას და აგრესიას, ამცირებს მოტივაციას და შრომის უნარს. ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა 10 წუთიანი შესვენება ყოველ 50 წუთში.

შეცვალეთ კომპიუტერის მუშაობა სხვა აქტივობით.

ეს ასევე ხელს შეუწყობს ნერვული სისტემის დაცვას გადატვირთვისგან, რასაც ხელს უწყობს ხარისხიანი ძილი და დასვენება.

ამისათვის უნდა დათმოთ ტელეფონი დაძინებამდე მინიმუმ 1,5 საათით ადრე და არ ჭამოთ ღამით, წინააღმდეგ შემთხვევაში საკვების მონელებას მინიმუმ სამი-ოთხი საათი დასჭირდება.

ასევე, აუცილებელია, თუ ეს შესაძლებელია, უარი თქვან პლანშეტზე და ტელეფონზე მუშაობაზე. გაჯეტების თვალის დონეზე დაბლა დაყენება იწვევს მეტი ენერგიის დახარჯვას თავის დახრილობაზე, რაც ადამიანს უფრო სწრაფად დაღლის.

მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანებში მსუბუქმა დეჰიდრატაციამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების პრობლემები. მათი დასკვნებით, შუახნის და ხანდაზმული ასაკის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, დალიონ იმდენი წყალი, რომ უკეთ იმუშაონ, წაიკითხონ წერილები, ამოხსნან კროსვორდები და ა.შ. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ასაკის მატებასთან ერთად წყურვილის გრძნობა მცირდება, რის გამოც ხანდაზმულებში ხშირია დეჰიდრატაცია.

ასევე წაიკითხეთ:

უცხოელ ექიმებს მიაჩინათ, რომ კოგნიტიური ფუნქციების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია საკვები.

ლუთეოილინის შემცველი პროდუქტები სასარგებლოა

ლუთეოილინს შეიცავს პიტნა, სალბი, კვლიავი, წიწაკა, ოხრახუში, ნიახური, ლიმონი და არტიშოკი. მექსიკური ხმელი ორეგანო, მცირედით განსხვავებული ჩვეულებრივისაგან მინერალური ნივთიერებების რაოდენობით - ლუთეოილინის ერთერთი საუკეთესო წყაროა.

კვლევებმა აჩვენა, რომ ფლავონოიდი და ანტიოქსიდანტი ლუთეოილინი ამცირებს ყურადღების გაფანტულობას და ზრდის კონცენტრაციის უნარს.

ანთების საწინააღმდეგო მოქმედების პროდუქტები

მათი რაციონში ჩართვა ორგანიზმში ამცირებს ანთებით პროცესებს, რომელიც სხვადასხვა დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს. ეს ნიშნავს, რომ რაციონში რაც შეიძლება მეტი ხილი, ბოსტნეული და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები უნდა ჩავრთოთ. ამ უკანასკნელს შეიცავს თევზი, სელის თესლი, ნიგოზი და ზეითუნის ზეთი.

სტაფილო, პომიდორი, ბროკოლი, ისპანახი ასევე შეიცავენ ძლიერმოქმედ ანთების საწინააღმდეგო საკვებ ნივთიერებებს, ანტიოქსიდანტებს და პოლიფენოლებს.

С ვიტამინის და ფოლის მჟავას შემცველი პროდუქტები აუცილებელია

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე ადამიანებს, ჩვეულებრივ აღენიშნებათ С ვიტამინისა და ფოლის მჟავას ნაკლებობა. ამიტომ მათი მაღალი შემცველობის პროდუქტები რაციონის მნიშვნელოვანი შემადგენელი უნდა იყოს. С ვიტამინს შეიცავს: ციტრუსები, კივი და წითელი ბულგარული წიწაკა. ფოლის მჟავა უხვადაა ისპანახში, სალათის ფურცლებსა და კომბოსტოში. წაიკითხეთ სრულად