რატომ უნდა შეიკავონ თავი ჰიპერტონული დაავადების მქონე პაციენტებმა ხველის ზოგიერთი სიროფის მიღებისაგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა შეიკავონ თავი ჰიპერტონული დაავადების მქონე პაციენტებმა ხველის ზოგიერთი სიროფის მიღებისაგან

აქედან გამომდინარე, ჰიპერტონული დაავადების მქონე პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ძირტკბილას მოხმარებისგან.

  • ძირტკბილაში შემავალი ნივთიერება ხელს უშლის ჰორმონების მეტაბოლიზმს, სისხლში რჩება უფრო აქტიური ჰორმონები, რითაც აკავებს სითხეს და შეიძლება ხელი შეუწყოს არტერიულ წნევის მომატებას.

ძირტკბილას ხშირად უმატებენ ხველის სიროფს.

ამიტომ ჰიპერტონული დაავადების მქონე პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ხველის იმ სამკურნალო სიროფების მიღებისაგან, რომლებიც შეიცავს ძირტკბილას.

ასაკის მიხედვით არტერიული წნევის ნორმები ასეთია:

  • 16-20 წლის ასაკში სისტოლური წნევის ნორმალური მაჩვენებელი მმ ვწყ სვ-ით 100-120-ია, დიასტოლური კი 70-80;
  • 20-40 წლის ასაკში სისტოლური წნევის ნორმალური მაჩვენებელი მმ ვწყ სვ-ით 120-130-ია, დიასტოლური კი 70-80;
  • 40-60 წლის ასაკში სისტოლური წნევის ნორმალური მაჩვენებელი მმ ვწყ სვ-ით 140-მდეა, დიასტოლური კი 90-მდე;
  • 60 წლის ზევით სისტოლური წნევის ნორმალური მაჩვენებელი მმ ვწყ სვ-ით 150-ია, დიასტოლური კი - 90-მდე;

სპეციალისტთა რეკომენდაციათა მიხედვით არტერიული წნევის:

  • ოპტიმალური მაჩვენებელი - 120/80-ზე;
  • ნორმალური მაჩვენებელი - 150/85-ზე.

არტერიულ წნევაზე მოქმედი ფაქტორები

არტერიული წნევის სიმაღლეს მრავლობითი ფაქტორი განსაზღვრავს, თუმცა ზოგჯერ იგი ფიზიოლოგიურადაც იცვლება - მატულობს სტრესულ სიტუაციაში და ქვეითდება ძილისას. ზოგს მომატებული ან დაქვეითებული მაჩვენებელი გენეტიკურად გააჩნია და არ უკავშირდება რაიმე პათოლოგიურ პროცესს.

საინტერესო ციფრები:

  • უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ ზრდასრულ მეხუთე ადამიანს ჰიპერტენზია ახასიათებს;
  • ინსულტებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა 50%-ის მიზეზი სწორედ არტერიული ჰიპერტენზიაა;
  • ჰიპერტენზიის სხვადასხვა გართულება მსოფლიოში ყოველწლიურად 9,4 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება;
  • მაღალ დონეზე განვითარებულ ქვეყნებში დიაგნოსტიკის სიმარტივემ და მედიკამენტური მკურნალობის ხელმისაწვდომობამ მკვეთრად შეამცირა არტერიული ჰიპერტონიის მქონე ადამიანთა რიცხვი;
  • თუ აშშ-ში 1980-იან წლებში ჰიპერტონიკები მოსახლეობის 31%-ს შეადგენდნენ, ახლა ეს მაჩვენებლი 18%-მდეა შემცირებული;
  • დაბალი და საშუალო დონის განვითარების ქვეყნებში მოსახლეობის 25-30%-ს არტერიული წნევის მატება და მასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს;
  • ადამიანთა დიდმა ნაწილმა ხშირად არც კი იცის, რომ არტერიული წნევის მაღალი მაჩვენებელი აქვს, ეს ცვლილება ყოველგვარი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ ხშირად უსიმპტომო ჰიპერტენზია მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდება ხოლმე. ამის გამო არტერიულ ჰიპერტენზიას “ფარულ მკვლელსაც” უწოდებენ.

ასევე წაიკითხეთ