ლიმონის ცედრა - სარგებელი და გამოყენება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლიმონის ცედრა - სარგებელი და გამოყენება

მაგრამ ჩვენ მიჩვეული ვართ ლიმონის გამოყენებას წვენის მისაღებად. ეს უკანასკნელი ფართოდ გამოიყენება როგორც კულინარიული, ასევე სამკურნალო მიზნებისთვის. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ლიმონის ცედრას.

ბევრმა არც იცის, რომ ლიმონის ცედრა შეიცავს 5-10-ჯერ მეტ ვიტამინებს, ვიდრე ამ ციტრუსის წვენი. და ცოტამ თუ იცის, რომ ლიმონის სამკურნალო თვისებების დიდი ნაწილი მის ქერქს უკავშირდება.

  • რა სარგებელი აქვს ლიმონის ცედრას?

ლიმონის ცედრა შეიცავს ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ნივთიერებებს:

  1. ლიმონის ეთერზეთს,
  2. ციტრონელას,
  3. ფელანდრენს,
  4. C ვიტამინს,
  5. ლიმონმჟავას,
  6. ვაშლის მჟავას,
  7. ჭიანჭველმჟავას,
  8. ჰესპერიდინს,
  9. პექტინს და ა.შ.

ლიმონის ცედრას თვისებები:

  1. ეხმარება ორგანიზმს ტოქსინებისგან გაწმენდაში და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი;
  2. ხელს უშლის მუცლის შებერილობას ნაწლავებში აირების მოცულობის შემცირებით;
  3. წმენდს ღვიძლს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო;
  4. ახდენს საჭმლის მონელების ნორმალიზებას და ხელს უშლის შეკრულობას;
  5. სხვადასხვა ვიტამინის (ძირითადად ჩ ვიტამინის) მაღალი შემცველობის გამო, ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, შესაბამისად, იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციის, გრიპის, გაციებისა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებებისაგან;
  6. აღადგენს სისხლის ტუტე pH (მჟავა-ტუტოვან) ბალანსს;
  7. ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას;
  8. ამშვიდებს მოუსვენრობისა და შფოთვის დროს;
  9. შესანიშნავი ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა;
  10. შემკვრელი თვისებების გამო დადებითად მოქმედებს ცხიმიან კანზე;
  11. ათეთრებს კბილებს და აფერმკრთალებს კანის ლაქებს;
  12. ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.
  • ლიმონის ცედრა კიბოს საწინააღმდეგოდ

ბოლო კვლევებით ნაჩვენებია, რომ ლიმონის ქერქში შემავალი ნივთიერებები 10-ჯერ უფრო ეფექტურია კიბოს უჯრედებთან ბრძოლაში, ვიდრე ქიმიოთერაპია. ლიმონის ქერქი მასში შემავალი დიდი რაოდენობით მიკროელემენტების წყალობით და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის უნარით, გადამწყვეტია როგორც კიბოს გარკვეული ტიპების პროფილაქტიკაში, ასევე მკურნალობაში.

ახლახან გამოქვეყნდა 1970 წლიდან ჩატარებული 20-ზე მეტი კვლევის შედეგი. აღმოჩნდა, რომ ლიმონის ქერქის ექსტრაქტს (გამონაწვლილს) შეუძლია 12 ტიპის კიბოს ავთვისებიანი უჯრედების განადგურება. მათ შორისაა ძუძუს კიბო, პროსტატის კიბო, კოლორექტალური და პანკრეასის კიბო.

ყველაზე ღირებული ის არის, რომ ლიმონის ცედრა, კიბოს სამკურნალო მედიკამენტებისგან განსხვავებით, არანაირ ზიანს არ აყენებს ადამიანის ორგანიზმს და არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

  • ლიმონის ცედრის გამოყენება

როგორც წესი, ლიმონის ცედრა გამოიყენება ჩაროზებისა და სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად, რათა დამახასიათებელი მომწარო გემო შესძინოს მათ. ეჭვგარეშეა, ლიმონის ქერქის სხვადასხვა სასარგებლო თვისების გათვალისწინებით, უფრო ხშირად შეიძლება მისი შეტანა საკვებ რაციონში.

  • სამი მარტივი რჩევა

  1. როგორ მივიღოთ ცედრა? ლიმონი კარგად უნდა გარეცხოთ და შედგათ საყინულეში. დატოვოთ იქ რამდენიმე საათი – ციტრუსი კარგად უნდა გაიყინოს. ამის შემდეგ სახეხზე გახეხეთ ლიმონის კანი. გარდა ამისა, შეგიძლიათ ლიმონი ბლენდერში დააქუცმაცოთ. ამ გზით მიღებული ცედრა შეიძლება დაუმატოთ წვნიან კერძებს, სალათებს, წვენებს, სოუსებს, თევზის კერძებს და სხვა...
  2. თუ ლიმონათის გაკეთება გსურთ – მთლიანი ლიმონი უნდა დააქუცმაცოთ (ათქვიფოთ) ბლენდერში. ამ შემთხვევაში ნაყოფი მაქსიმალურ სარგებელს მოუტანს ჯანმრთელობას. რა თქმა უნდა, ლიმონათის გემო ამ შემთხვევაში ოდნავ განსხვავებული იქნება, სამაგიეროდ, სასმელი გამაგრილებელი, სასარგებლო და გემრიელი.
  3. ლიმონის ცედრა შეიძლება გამოიყენოთ კოქტეილების დასამზადებლად. ის მისცემს სასმელებს უნიკალურ, დახვეწილ გემოს.
  • ჩაი ლიმონის ქერქით

კარგი ალტერნატივაა ლიმონის კანიანი ჩაი. ასეთი ჩაი წმენდს ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებებისგან. ის ებრძვის თავისუფალ რადიკალებსაც, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში გროვდება გარემოს დაბინძურების, ქიმიური ნივთიერებების გამოყენების, მოწევის, არასწორი კვებისა და სხვა ფაქტორების გამო.

ლიმონის ქერქებიან ჩაის აქვს ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული თვისებები. ჩ ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო ის ეფექტურია გაციების საპროფილაქტიკოდ.

  • მეტად სასარგებლოა ლიმონის ქერქის ნახარში

ინგრედიენტები

  1. 1 ლიტრი წყალი;
  2. ორი ლიმონის ცედრა და წვენი;
  3. თაფლი.

მომზადება

ჩაასხით წყალი ქვაბში ან ლითონის ჩაიდანში, დაუმატეთ ლიმონის ცედრა. ადუღეთ წყალი მაღალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და ჭურჭელში დაამატეთ ლიმონის წვენი.

დასასრულ, შეგიძლიათ ნახარში ოდნავ დაატკბოთ ცოტაოდენი თაფლის დამატებით.

ასეთი ნახარშის დალევა შეგიძლიათ ცივი ან ცხელი სახით. რეკომენდებულია მისი დალევა ჭამის შემდეგ, გარდა საუზმისა. ამ შემთხვევაში ლიმონის ნახარშის დალევა უმჯობესია უზმოზე, საკვების მიღების წინ.