ეკრანი და თავის ტკივილი - რა უნდა გააკეთოთ პრევენციისთვის
ეკრანის წინ დიდხანს ყოფნა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.
რჩევები ეკრანის თავის ტკივილისა და შაკიკის ეპიზოდების თავიდან ასაცილებლად
ყოველთვის არ არის შესაძლებელი ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვა, მაგრამ არსებობს რამდენიმე ნაბიჯი, რომლის გადადგმაც შეგიძლიათ რისკის შესამცირებლად.
განათების დარეგულირება
მონიტორის ან ელექტრონული მოწყობილობის სიკაშკაშემ, გარემომცველ განათებასთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს თვალების დაღლილობა და თავის ტკივილი.
თვალის დაღლილობის შესამცირებლად, დააბალანსეთ ოთახის განათება.
ხშირად დაისვენეთ;
შეასრულეთ მარტივი სავარჯიშოები თვალის დაღლილობის შესამცირებლად - თვალების დაძაბვამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივიილ და შაკიკი, თვალის დასვენებისთვის, მაგალითად, რეკომენდებულია ეკრანთან მუშაობის ყოველი 20 წუთის შემდეგ, 20 წამის განმავლობაში მზერა გადაიტანოთ შორ მანძილზე სივრცეში.
გაზომეთ მანძილი თქვენსა და ეკრანს შორის
დარწმუნდით, რომ მონიტორი თვალებიდან მინიმუმ 50-65 სმ-მდეა დაშორებული.
გამოიყენეთ ლურჯი სინათლისგან დამცავი სათვალე.
როგორ ამოვიცნოთ ეკრანით გამოწვეული თავის ტკივილი
ამ ტიპის თავის ტკივილის სიმპტომები ისეთივეა, როგორიც შეიძლება განიცადოთ რეგულარული თავის ტკივილის ან შაკიკის შეტევის დროს, თუმცა ეკრანს რამდენიმე დამატებითი გვერდითი ეფექტით.
- პულსირებად და მფეთქავ ტკივილის საფეთქლის არეში ან თავის რომელიმე მხარეს;
- გაზრდილ მგრძნობელობას სინათლისა და ხმის მიმართ;
- გულისრევას;
- სხვადასხვა ფორმის ლაქების ან მოციმციმე წერტილების დანახვას;
- თავის ტკივილს თვალების უკან;
- თვალების დაძაბვას;
- ბუნდოვან მხედველობას;
- კისრის და მხრების კუნთების დაჭიმვას;
- თვალების სიმშრალეს