როგორ მოვუაროთ ცხიმიან თმას
შესაძლოა გაჩნდეს ქერტლის მსგავსი წარმონაქმნი და გაუწყლოვებისას თმის ცხიმიანობამ მკვეთრად მოიმატოს. შესაძლოა პროდუქტი რომელიც შერჩეული გაქვთ, ვერ ასრულებს ფუნქციას ან არ შეესაბამება თქვენი კანის ტიპს.
მნიშვნელოვანია ტემპერატურის სწორად შერჩევა, რადგან ცხელი წყალი, ორთქლი - აფართოებს ფოლიკულებს, ცივი წყალი - სათანადოდ ვერ აშორებს ჭუჭყს და ზედმეტად ხისტია, არჩევანი ნელ-თბილ ტემპერატურაზე უნდა შეაჩეროთ.
ცხიმიანი თმის მოვლისას მნიშვნელოვანია თმის სწორად დაბანა.შამპუნი განკუთვნილია გაწმენდისთვის, ხოლო კონდინციონერი ან ნიღაბი - დატენიანებისთვის. ამიტომ, შამპუნი მასაჟის მოძრაობებით მთელ სკალპზე უნდა გადავინაწილოთ, სხვა საშუალებები კი თმის შუა ნაწილიდან ბოლომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ზედმეტად „ვატენიანებთ“ ისედაც ცხიმიანობისკენ მიდრეკილ ძირებს.
უმჯობესია შამპუნი ხელის გულებზე დაისხათ, წყლის მცირე მასით გაააქტიურით, ააქაფოთ და ისე გადაინაწილეთ თავის კანზე.
დავარცხნისას, რაც შეიძლება ხშირად გაწმინდეთ სავარცხელი, რომელზეც შესაძლოა პროდუქტის ან ცხიმიანობის კვალი იყოს დარჩენილი.
პროდუქტების შერჩევისას მოერიდეთ სილიკონს. ეს რთულად მოსაშორებელი ინგრედიენტი კიდევ უფრო აქტიურდება ცხელი ჰაერის, ფენის, უთოს გამოყენებისას და განსაკუთრებით რთულად შორდება ღერებს, რაც თმას უფრო ხშირად დასაბანს ხდის.