რომელ საკვებს ირჩევენ ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე ადამიანები საუზმეზე
ალბათ არაერთხელ გსმენიათ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღის დაწყება ჯანსაღი საუზმით. თუმცა, თუ თქვენ ცხოვრობთ ნაწლავის ანთებითი დაავადებით, იცით, რომ ამის თქმა ხშირად უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება.
ნაწლავის ანთებითი დაავადების დროს შეიძლება რთული იყოს იმის გარკვევა, თუ რომელმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს გამწვავება და რომელი საკვები დაგეხმარებათ სიმპტომების შემსუბუქებაში. გამონაკლისი არც საუზმეა. დიეტის პოვნას, რომელიც აკმაყოფილებს თქვენი სხეულის უნიკალურ მოთხოვნილებებს, შეიძლება გარკვეული დრო და ცდა დასჭირდეს.
კვლევა ვარაუდობს, რომ ნაკლები ფერმენტირებადი ოლიგოსაქარიდების, დისაქარიდების, მონოსაქარიდების და პოლიოლების შემცველი დიეტის დაცვა დაგეხმარებათ IBD-ის სიმპტომების შემსუბუქებაში.
თუ თქვენ გიჭირთ საუზმის რუტინის პოვნა, რომელიც თქვენთვის შესაფერისია, სასარგებლო იქნება იმის გაგება, თუ რა მოქმედებს დადებითად IBD-ით დაავადებული ადამიანებისთვის.
IBD საზოგადოების წევრებმა გააზიარეს საუზმის არჩევანი.
მოხარშული კვერცხი ტოსტთან ერთად
შესაძლებელია მისი მიღება მცენარეულ კარაქთან ერთად.
შვრიის მთლიანი მარცვლის ფანტელი
იოგურტი ნაკლები შაქრის შემცველი ტოპინგით
ხსნადი ბოჭკოს შემცველი საკვები
ბანანი, ვაშლის სოუსი, რბილი მოხარშული კარტოფილი ან ბოსტნეული.
სიმინდის ფანტელები
შეგიძლიათ მიირთვათ სიმინდის ფანტელები ულაქტოზო რძესთან ერთად.
შემწვარი კვერცხი ავოკადოთი ან კენკრით
გამომცხვარი შვრიის ფაფა
გამომცხვარი შვრიის ფაფის მიღება შეიძლება ბანანთან, მოცვთან, დაფქულ სელის თესლთან, ნუშის რძესთან, სოიოს რძესთან, კაკალთან ერთად. ყავაც მაქვს სოიოს რძით.
ზოგიერთი ადამიანისთვის მეტად მარტივი მოსანელებელია მსუბუქი საკვები ან სითხეები, ამიტომ მათი არჩევანი ხშირად არის სმუზი. არჩევანს აკეთებენ კეფირზე პრობიოტიკებისთვის, მარწყვის, ბანანის, დარიჩინის, კაკაოს შემცველ სმუზებზე.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ IBD-თან ცხოვრების გამოცდილება ყველა ადამიანში განსხვავებულია. საკვების ტიპებმა და კერძების ზომამ, რომელიც მუშაობს ერთი ადამიანისთვის, შეიძლება გააუარესოს სიმპტომები სხვისთვის.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირველად დაგისვეს IBD-ის დიაგნოზი, შეიძლება იგრძნოთ, რომ თქვენი კვების პარამეტრები შეზღუდულია. ზოგჯერ, თქვენთვის ეფექტური დიეტის გარკვევა შეიძლება იყოს სტრესული.
კვების რაციონის შერჩევისათვის აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.