რა უნდა გააკეთოთ, როდესაც გულის დაავადების გენეტიკური რისკ-ფაქტორი გაქვთ
გულის დაავადების ზოგიერთი რისკ-ფაქტორი თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება, როგორიცაა ასაკი ან დაავადების ოჯახური ისტორია. თქვენ შეგიძლიათ მართოთ სხვა ფაქტორები, როგორიცაა დიეტა ან აქტივობის დონე. გულისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ჯანმრთელობის მონიტორინგი დაგეხმარებათ გულის დაცვაში.
ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების განვითარების რისკს და აადვილებს გულის დაავადებების მართვას.
რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ გაქვთ გულის დაავადების ოჯახური ისტორია:
შეაფასეთ რისკები
ზოგიერთი სახის გულის დაავადება გამოწვეულია ერთი ან მეტი გენის პრობლემის გამო. გულის დაავადების შემდეგი ტიპები შეიძლება მემკვიდრეობით გადაეცეს:
- გარკვეული არითმიები;
- კარდიომიოპათია, როგორიცაა ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია და არითმოგენური მარჯვენა პარკუჭის დისპლაზია;
- ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია
აუცილებელია აცნობოთ ექიმს თქვენი რისკ-ფაქტორების შესახებ.
შემდეგ განიხილეთ გულის დაავადების რისკ-ფაქტორები, რომლებიც მოიცავს:
- ასაკს;
- სქესს;
- წონას;
- ქოლესტერინის დონეს;
- არტერიული წნევის დონეს;
- გაქვთ თუ არა ტიპი 2 დიაბეტი;
- ეწევით თუ არა;
- სვამთ თუ არა ალკოჰოლს
მას შემდეგ, რაც შეიტყობთ თქვენს რისკებს, შეგიძლიათ განიხილოთ ისინი პირველადი ჯანდაცვის ექიმთან ან კარდიოლოგთან.
შესაძლებელია გენეტიკური ტესტების გავლა დაავადების ზოგიერთი მემკვიდრეობითი ფორმის დასადგენას, მათ შორის კარდიომიოპათია და არითმია.
იკვებეთ გულისთვის ჯანსაღი დიეტით
გულისთვის ჯანსაღ კვებას შეუძლია შეამციროს გულის დაავადების განვითარების შანსები, მაშინაც კი, თუ თქვენ გენეტიკური რისკ-ფაქტორი გაქვთ. საკვები, რომელიც მდიდარია ნაჯერი ცხიმებით, ტრანსცხიმებით, ქოლესტერინით, შაქრით და მარილით, ხელს უწყობს გულის დაავადებების განვითარებას.
საკვები, რომელიც კარგია გულისთვის:
- ხილი და ბოსტნეული;
- მთლიანი მარცვლეული, როგორიცაა შვრია, ქერი, ყავისფერი ბრინჯი და ქინოა;
- თევზი;
- უცხიმო რძის პროდუქტები;
- თხილეული;
- ზეთები, რომელიც ნაკლებ ნაჯერ ცხიმს შეიცავს, როგორიცაა ზეითუნის ზეთი
რამდენიმე დიეტური გეგმა, რომელიც მოიცავს ამ საკვებს, ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას, მათ შორის:
- ხმელთაშუა ზღვის დიეტა;
- DASH დიეტა;
- ვეგეტარიანული და ვეგანური დიეტა
ყოველდღიურად ვარჯიში
დაგეხმარებათ გულის დაავადების რისკებთან ბრძოლაში. გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულმა დიდმა კვლევამ აჩვენა, რომ ფიზიკურად აქტიურ ადამიანებს ნაკლებად აქვთ გულის შეტევა ან ინსულტი მაშინაც კი, თუ მათ აქვთ გულის დაავადების გენეტიკური რისკ-ფაქტორი.
ფიზიკური აქტივობა იცავს გულს, რადგან:
- ამცირებს არტერიულ წნევას;
- ამცირებს ,,ცუდ” ქოლესტერინს;
- გეხმარებათ წონის დაკლებაში;
- ეხმარება უჯრედებს ინსულინის ეფექტურად გამოყენებაში
მიაღწიეთ და შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა
მოერიდეთ მოწევას
სიგარეტის კვამლი შეიცავს ათასობით ქიმიკატს, რომელთაგან ზოგიერთი აზიანებს გულს და სისხლძარღვებს. მეორადი მოწევა, ისევე როგორც სხვა ნიკოტინის პროდუქტები, როგორიცაა ელექტრონული სიგარეტი და ორთქლი, ასევე საზიანოა გულისთვის.
შეზღუდეთ ალკოჰოლი
მიიღეთ საკმარისი და ხარისხიანი ძილი
ადამიანებს, რომლებსაც ძალიან ცოტა სძინავთ, აქვთ მეტი ჯანმრთელობის პრობლემა. ხვრინვა და ძილის პრობლემები, როგორიცაა უძილობა ან ძილის აპნოე, შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის დაავადებებთან.
კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც გენეტიკურად მგრძნობიარენი იყვნენ გულის დაავადებების მიმართ, მაგრამ ღამით 7-დან 8 საათამდე ეძინათ, ნაკლები აქვთ გულის დაავადების რისკი.
აკონტროლეთ წნევა, ქოლესტერინი და ტიპი 2 დიაბეტი, ყველა დაკავშირებულია გულის დაავადებებთან
რეგულარულად გაიარეთ გულის ჯანმრთელობის შემოწმება
გულის მემკვიდრეობითი დაავადება ყოველთვის არ იწვევს სიმპტომებს.