როგორ აძლიერებს 15-წუთიანი ვარჯიში იმუნურ სისტემას
ეს დაკავშირებულია ბუნებრივი "მკვლელი" უჯრედების წარმოებასთან, რომლებიც წარმოადგენს სისხლის თეთრი უჯრედების ტიპს.
კვლევა მცირეა და ექსპერტები ამბობენ, რომ მეტი კვლევაა საჭირო. თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ 15 წუთიან ვარჯიშს შეუძლია გააუმჯობესოს იმუნური ფუნქცია.
შედეგების მიხედვით, რომლებიც წარმოდგენილი იყო ამერიკის ფიზიოლოგიის სამიტზე, ფიზიკური აქტივობის ხანმოკლე პერიოდები ზრდის ბუნებრივი "მკვლელი" უჯრედების გამომუშავებას, რომლებიც სისხლის თეთრი უჯრედების ტიპია და ებრძვის პათოგენებს.
ეს არ არის პირველი კვლევა, რომელიც ვარჯიშს უკავშირებს სისხლში "მკვლელი" უჯრედების მაღალ დონეს. გარდა ამისა, ასეთი უჯრედების რაოდენობა იზრდება ფიზიკური აქტივობიდან რამდენიმე წუთში.
თეთრი უჯრედების მიზანმიმართულობამ შეიძლება უზრუნველყოს უკეთესი დაცვა ინფექციებისა და დაავადებებისგან.
ბუნებრივი "მკვლელი" უჯრედები არის სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ ინფიცირებული და დაავადებული უჯრედების განადგურებას, როგორიცაა კიბოს უჯრედები.
მაგალითად, ერთმა მოხსენებამ დაადგინა, რომ სხეულში ,,მკვლელი" უჯრედების რაოდენობა დადებითად იყო დაკავშირებული კოლორექტალური კიბოს მქონე ადამიანებში გადარჩენასთან.
კიდევ როგორ აუმჯობესებს ვარჯიში იმუნურ ფუნქციებს?
ფიზიკური აქტივობა ასევე ამცირებს სტრესს. სტრესის ჰორმონების დაბალმა დონემ შეიძლება უზრუნველყოს გარკვეული დაცვა დაავადებებისგან. ეს, თავის მხრივ, ამცირებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, როგორიცაა დეპრესია და შფოთვა.
სტრესმა და დეპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ანთება, რომელიც გავლენას ახდენს სხეულის უნარზე, ებრძოლოს ინფექციებს.
ვარჯიში აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ხანგრძლივობას, და ნაჩვენებია, რომ ღამით კარგი ძილი გადამწყვეტი კომპონენტია ოპტიმალური იმუნური ფუნქციისთვის.
ვარჯიშს შეუძლია შეამსუბუქოს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული მავნე ზემოქმედება და თავიდან აგვაცილოს ოქსიდაციური სტრესი, ორივე ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
მკვლევარების აზრით, მთავარი ის არის, რომ ზომიერი ინტენსივობის ვარჯიშის ხანმოკლე პერიოდებმაც შეიძლება ჯანმრთელობის დიდი სარგებელი მოიტანოს.
ნებისმიერი ზომიერად ენერგიული ვარჯიში ხელს შეუწყობს თქვენი იმუნური ფუნქციის ამაღლებას და მნიშვნელოვანია იპოვოთ აქტივობები, რომლებიც მოგწონთ და შეძლებთ რეგულარულად გააკეთოთ. მაგალითად, აერობიკა, ცეკვა, სიარული.
გასათვალისწინებელია, რომ ინტენსიური ვარჯიშის ხანგრძლივმა მონაკვეთებმა შეიძლება დათრგუნოს იმუნური სისტემა და მნიშვნელოვანია, რომ თქვენს სხეულს მისცეთ დასვენების საშუალება ვარჯიშებს შორის.