ხშირად ზიხართ ფეხგადაჯვარედინებული? ამ ჩვევას 5 მოულოდნელი შედეგი აქვს
1. რაც უფრო ხშირად და ხანგრძლივად ზიხართ ფეხებგადაჯვარედინებული, მით უფრო მაღალია მენჯის მიდამოს ძვლებსა და კუნთებში უარყოფითი ცვლილებების რისკი.
და რადგან ჩონჩხი არის ერთი მთლიანობა, ეს აუცილებლად აისახება ხერხემალზე, მხრის სარტყელზე და კისერზე.
ასე რომ, იმისდა მიხედვით, თუ რომელი ფეხის დადებას ანიჭებთ უპირატესობას, მენჯის ძვლების პოზიცია ასიმეტრიული ხდება. ეს ხდება სხეულის ერთ მხარეს დუნდულა კუნთის ხანგრძლივი გაჭიმვის გამო, რაც იწვევს მის შესუსტებას.
იმისათვის, რომ არ დაკარგოთ წონასწორობა, ხერხემალი ცდილობს ამ ასიმეტრიის კომპენსირებას სხეულის სიმძიმის ცენტრის შენარჩუნებით მენჯის არეში. ეს საბოლოოდ იწვევს:
- წელის ტკივილს,
- ზურგის ტკივილს,
- კისრის და მხრის სარტყლის ტკივილს,
- ცვლილებები კისრის ძვლებში და კუნთებში,
- ტანდეგობის დარღვევას,
- მხრების არასწორ განლაგებას (ერთი მეორეზე მაღლა დგება);
- არსებობს სქოლიოზის განვითარების გაზრდილი რისკი.
2. როცა ფეხი ფეხზე გადადებული ჯდებით, შესაძლოა მოხდეს ნერვზე ზეწოლა, რის შედეგადაც ფეხის ქვედა ნაწილში ვითარდება დაბუჟება.
როგორც წესი, ეს მდგომარეობა სწრაფად გადის. მაგრამ თუ ეს ხშირად ხდება, იზრდება ნეიროპათიის რისკი.
3. კიდევ ერთი პოტენციური საშიშროება არის ის, რომ საკმარისია ნახევარი საათი გაატაროთ გადაჯვარედინებული ფეხებით, რომ წარმოიქმნას სისხლის მიმოქცევის პრობლემები ქვედა კიდურებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თრომბის წარმოქმნა.
4. კვლევები აჩვენებს, რომ ერთი ფეხის გადადება მეორე ფეხის მუხლზე საზიანოა ვენური სისხლის სტაზის გამო - ეს პოზიცია არტერიული წნევის მატების რისკს ქმნის.
თუ ფეხზე გადაჯვარედინებული ჯდომისას თავს ცუდად გრძნობთ, შეეცადეთ გაასწოროთ ფეხები და დადოთ იატაკზე.
5. მამაკაცებისთვის განსაკუთრებით საზიანოა გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომის ჩვევა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა.
სპერმის ნორმალური წარმოებისთვის აუცილებელია სათესლე ჯირკვლების ტემპერატურა სხეულის ტემპერატურაზე 2-6 გრადუსით დაბალი იყოს. თუმცა, როცა ფეხზე გადაჯვარედინებული ჯდები, სათესლე ჯირკვლების ტემპერატურა სამ გრადუსზე მეტით იმატებს, რაც სპერმის ხარისხის დაქვეითებას იწვევს.
პოტენციური სარგებელი
ზოგიერთ შემთხვევაში ფეხის გადაჯვარედინებული ჯდომა შეიძლება სასარგებლო იყოს. მაგალითად, მცირე კვლევამ აჩვენა, რომ თუ ერთი ფეხი მეორეზე გრძელი გაქვთ, კიდურების გადაჯვარედინება შეიძლება დაგეხმაროთ მენჯის დახრის შემცირებაში.
გარდა ამისა, ეს პოზიცია უკეთ ამშვიდებს ზოგიერთ კუნთს და სახსრებს, ვიდრე ჯდომა და ფეხები წინ მოთავსება. და ეს ხელს უწყობს მოდუნებას და თავიდან აიცილებს მთელი სხეულის კუნთების გადატვირთვას.
და ბოლოს, ცნობილი ლოტოსის პოზა, რომელშიც მედიტაციური ადამიანები დიდ დროს ატარებენ - ჯერ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ამ პოზას შეუძლია ისეთი უარყოფითი შედეგები მოჰყვეს, როგორიცაა სკამზე ფეხის გადაჯვარედინებული ჯდომა. პირიქით, კვლევა აჩვენებს, რომ იოგა სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს მუხლის სახსრების ართრიტი.
როგორც ჩანს, როცა სკამზე, სავარძელზე ან დივანზე ზიხართ, მაინც ჯობია, ფეხები არ გადაიჯვარედინოთ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფეხების გადაჯვარედინებული ჯდომასთან დაკავშირებული მრავალი რისკ-ფაქტორი იზრდება მჯდომარე ცხოვრების წესით და სიმსუქნით. ამიტომ, მთავარია, დიდხანს არ იჯდეთ ერთსადაიმავე პოზაში, არამედ რეგულარულად იმოძრაოთ.