არანამკურნალები მაღალი არტერიული წნევა შესაძლოა დაკავშირებული იყოს საშვილოსნოს ფიბრომასთან
მაღალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს ანთება და ცვლილებები სისხლძარღვებსა და საშვილოსნოს კუნთოვან უჯრედებში, რაც ხელს უწყობს ფიბროიდების ზრდას.
არტერიული წნევის მკურნალობამ შეიძლება შეამციროს საშვილოსნოს ფიბრომის რისკი.
მაღალი არტერიული წნევა ზრდის საშვილოსნოს ფიბროიდების რისკს 45%-ით. მაგრამ ქალებს, რომლებიც არტერიულ წნევას მედიკამენტებით მკურნალობდნენ, ფიბროიდების განვითარების ალბათობა 20 %-ით პროცენტით ნაკლები ჰქონდათ.
მაღალი არტერიული წნევის მართვა ასევე მნიშვნელოვანია გულის შეტევისა და ინსულტის თავიდან ასაცილებლად.
არტერიული წნევის რეგულარულმა შემოწმებამ შეიძლება არა მხოლოდ ხელი შეუწყოს გულის ჯანმრთელობას, არამედ, ახალი კვლევის მიხედვით, ის ასევე შეიძლება დაეხმაროს საშვილოსნოს ფიბროიდების წარმოქმნის პრევენციას.
ანალოგიურად, არანამკურნალევი მაღალი წნევის მქონე ადამიანებს საშვილოსნოს ფიბროიდების განვითარების ალბათობა 19%-ით მეტი აქვთ, ვიდრე ჰიპერტენზიის გარეშე პირებს. მაგრამ ადამიანებს, რომლებიც არტერიულ წნევას მედიკამენტებით მკურნალობდნენ, ფიბროიდების განვითარების რისკი 20%-ით ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე ჰიპერტენზიის გარეშე ადამიანებს.
საშვილოსნოს ფიბროიდების განვითარების პრევენცია
კვლევა არ იყო შემუშავებული იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ შეიძლება მაღალმა წნევამ პირდაპირ გამოიწვიოს ფიბროიდები ან როგორ შეიძლება ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების მიღებამ თავიდან აგვაცილოს ფიბროიდები. მაგრამ შესაძლებელია, რომ მაღალმა წნევამ გამოიწვიოს ანთება, ცვლილებები სისხლძარღვებში და საშვილოსნოს კუნთოვან უჯრედებში, რომლებიც ხელს უწყობენ ფიბროიდების ზრდას.
ჰიპერტენზიის მკურნალობამ შეიძლება პოტენციურად შეცვალოს ან შეაჩეროს ეს პროცესები.
არ არსებობს კონკრეტული გზა საშვილოსნოს ფიბრომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესის რამდენიმე მიდგომა, რომელიც ასევე ამცირებს ფიბროიდების რისკს.
ვარჯიში, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი დიეტა, წითელი ხორცით მდიდარი საკვების, დამუშავებული პროდუქტების მიღების თავიდან აცილება და წონის კონტროლი, დაკავშირებულია როგორც ჰიპერტენზიის, ასევე ფიბროიდების რისკის შემცირებასთან.
გარდა ამისა, ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ საშვილოსნოს ფიბროიდები, ჰიპერტენზიის სკრინინგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.