რა ხდება ორგანიზმში ქრონიკული, მსუბუქი ძილის ნაკლებობის დროს
კვლევამ დაადგინა, რომ ადამიანები, რომლებიც აფიქსირებენ მსუბუქ, მაგრამ ქრონიკულ ძილის დეფიციტს, ხშირად აღენიშნებათ გულის დაავადება.
კვლევა გამოქვეყნებულია Scientific Reports-ში. კოლუმბიაში ჩატარებული ქალების კვლევა აჩვენებს, თუ რა ხდება სხეულში ქრონიკული მსუბუქი ძილის ნაკლებობის დროს.
მხოლოდ ექვსი კვირის შემცირებული ძილის შემდეგ, კვლევამ აჩვენა, რომ უჯრედებში, მავნე ოქსიდანტები გროვდება. კარგად დასვენებული უჯრედებისგან განსხვავებით, ძილის ნაკლებობისას უჯრედები ვერ ააქტიურებენ ანტიოქსიდანტურ პასუხებს დამანგრეველი მოლეკულების გასასუფთავებლად. შედეგად კი ვიღებთ ანთებით და დისფუნქციურ უჯრედებს, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების ადრეული ეტაპია.
ეს არის პირველი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ ძილის მსუბუქი, ქრონიკული დეფიციტი იწვევს გულის დაავადებებს.
ბევრი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს, თუ ადამიანებს ღამეში შვიდიდან რვა საათამდე მაინც სძინავთ. ადამიანებმა, რომლებიც ახალგაზრდები და ჯანმრთელები არიან, უნდა იცოდნენ, რომ თუ ნაკლებს სძინავთ იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.