ახალმა კვლევამ დაადგინა დემენციის ყველაზე გავრცელებული მოდიფიცირებადი რისკ - ფაქტორები
სხვა რისკ-ფაქტორების მოდიფიცირება შესაძლებელია და მათი ცოდნა დაგეხმარებათ მიიღოთ ზომები მათი გავლენის შესამცირებლად და ტვინის დასაცავად.
შაქრიანი დიაბეტი, ჰაერის დაბინძურება და ალკოჰოლი ზრდის დემენციის რისკს. მაგრამ არის რაღაცები, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ მათი გავლენა და დაიცვათ ტვინი.
შაქრიანი დიაბეტი, ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება და ალკოჰოლი არის დემენციის განვითარების სამი მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორი.
ვარჯიში, ჯანსაღი დიეტა, მაღალი დაბინძურების დღეებში შენობაში ყოფნა და ალკოჰოლის შეზღუდვა ამცირებს დემენციის რისკს.
ასაკის მატებასთან ერთად ტვინის დასაცავად შეინარჩუნეთ სოციალური კავშირები და განაგრძეთ სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერებმა შეისწავლეს მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები და დაადგინეს, რომ სამი ყველაზე საზიანოა. ტვინის გარკვეული ნაწილები ყველაზე დაუცველია დიაბეტის, ჰაერის დაბინძურების და ალკოჰოლის მიმართ.
შედეგები ვარაუდობს, რომ ცხოვრების წესის გარკვეული ცვლილებები პოტენციურად დაეხმარება ტვინის დაცვას ამ რისკ-ფაქტორებისგან. ადამიანებს შეუძლიათ შეამცირონ ალკოჰოლის მოხმარება, დაიცვან ჯანსაღი დიეტა, ივარჯიშიშონ და შეეცადონ თავიდან აიცილონ ჰაერის ძლიერი დაბინძურება.
მეცნიერებმა დაყვეს მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები კატეგორიებად:
- არტერიული წნევა;
- ქოლესტერინი;
- წონა;
- მოწევა;
- დეპრესია;
- ანთება;
- ძილი;
- სოციალიზაცია;
- კვება;
- ფიზიკური აქტივობა;
- დაბინძურება, აზოტის ოქსიდის რაოდენობა ჰაერში;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ალკოჰოლის მიღების სიხშირე
ბოლო სამის შემდეგ, დემენციის ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორები იყო ძილი, წონა, მოწევა და არტერიული წნევა.
ტრანსპორტის გამონაბოლქვი საფრთხეს წარმოადგენს, რადგან საწვავის წვა ქმნის აზოტის დიოქსიდს. დიაბეტისა და ალკოჰოლის შემთხვევაში, შეიძლება არაპირდაპირი ზიანი მიიღოს ტვინმა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილი რისკის გამო, რაც დემენციის განვითარებისცნობილი რისკ-ფაქტორია.
მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილება ხშირად შეუძლებელია, არსებობს ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეგიძლიათ მის შესამცირებლად. დარჩით შენობაში ჰაერის განსაკუთრებით მაღალი დაბინძურების დღეებში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეზღუდოთ მანქანის გამონაბოლქვის ზემოქმედება ფანჯრების დახურვით, განსაკუთებული მოძრაობის დროს.
სმენის დაქვეითება ასევე მიჩნეულია, როგორც ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს დემენციის განვითარების შესაძლებლობაზე.
სმენის დაკარგვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ტვინის ფუნქციონირებაზე, ასევე ხელი შეუწყოს სოციალურ იზოლაციას და დეპრესიას, რაც დემენციის რისკ- ფაქტორებია. კვლევამ აჩვენა, რომ სმენის დაქვეითების კორექტირება სმენის აპარატით განაპირობებს კოგნიტური დაქვეითების შენელებას.