ფისტა - ჯანსაღი საკვები პრედიაბეტის დროს სისხლში გლუკოზის დონის სამართავად
და სისხლძარღვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე პრედიაბეტის მქონე პაციენტებში.
პრედიაბეტის დროს სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება და ფიზიკური აქტივობა არის ტიპი 2 დიაბეტის პრევენცია.
ფისტა მდიდარია დიეტური ბოჭკოებით და უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც დადებითად მოქმედებს გლუკოზის რეგულაციასა და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე. რამდენიმე რანდომიზებულმა კონტროლირებადმა კვლევამ აჩვენა, რომ ფისტას შეუძლია გააუმჯობესოს უზმოზე სისხლში გლუკოზის დონე და ინსულინის მიმართ მგრძნობელობა.
ფისტას, როგორც წასახემსებელს, შეუძლია გაზარდოს კვების ხარისხი პრედიაბეტურ პაციენტებში.
კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ პრედიაბეტურ პაციენტებს შეუძლიათ მოიხმარონ ფისტა, როგორც ნახშირწყლებით მდიდარი საკვების ჯანსაღი ალტერნატივა.