როგორ დავიცვათ გული პრედიაბეტის დროს
სისხლში შაქრის მაღალმა დონემ შეიძლება გავლენა მოახდინოს თირკმელებსა და სისხლძარღვებზე.
კავშირი პრედიაბეტსა და გულის დაავადებებს შორის მომდინარეობს სისხლში შაქრის მომატებული დონის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანთება და დააზიანოს სისხლძარღვები.
პრედიაბეტი მეტაბოლური სინდრომის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც ზრდის სისხლის შედედების და კორონარული არტერიების დაზიანების რისკს. ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის დაავადება.
თუ გაქვთ პრედიაბეტი, ბევრი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ გულის დასაცავად.
უნდა აკონტროლოთ გულის დაავადების სხვა ძირითადი რისკ-ფაქტორები, მათ შორის: თუ ეწევით, შეეცადეთ შეწყვიტოთ მოწევა, შეინარჩუნეთ არტერიული წნევა 120/80 მმ Hg-ზე დაბლა, აკონტროლეთ ქოლესტერინის დონე, მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული, მიირთვათ ისეთი საკვები, რომელსაც აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი, რათა თავიდან აიცილოთ სისხლში შაქრის დონის შემდგომი მატება გლიკემიური ინდექსი გიჩვენებთ, თუ რამდენად სწრაფად გაზრდის ნახშირწყლების შემცველი საკვები სისხლში შაქარს, იმოძრავეთ მეტი, ვარჯიში ასევე კარგი გზაა გულის დაავადების რისკის შესამცირებლად.
პრედიაბეტი ხშირად მიმდინარეობს ყოველგვარი სიმპტომების გარეშე. მაგრამ მნიშვნელოვანია იცოდეთ, იზრდება თუ არა სისხლში შაქრის დონე, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოთ დიაბეტის განვითარება და დაიცვათ თქვენი გული და სისხლძარღვები.
კონტროლი საუკეთესო გზაა, რომ თვალი ადევნოთ სისხლში შაქრის დონეს დროთა განმავლობაში.