ყველაზე საშიში ჩვევა, რომელიც დემენციას იწვევს
რომელიც დემენციის განვითარების პროვოცირებას ახდენს.
დემენცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობაა ხანდაზმულებში. დაავადებას ახასიათებს მეხსიერების, გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება და შეიძლება გამოწვეული იყოს არაჯანსაღი ცხოვრების წესით.
ყველაზე საშიში ფაქტორი ფიზიკური აქტივობის ნაკლებობაა.
რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ტვინს ამარაგებს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით, რაც ხელს უწყობს დემენციის თავიდან აცილებას.
სათანადო კვება ასევე დაგვეხმარება დემენციის განვითარების თავიდან აცილებაში - რაციონში დიდი რაოდენობით ბოსტნეულის, ხილისა და ჯანსაღი ცხიმების ჩართვა. სოციალური აქტივობა და რეგულარული ფსიქიკური დატვირთვა დადებითად მოქმედებს ტვინის ფუნქციონირებაზე,
ამავდროულად, ქრონიკული სტრესი და დეპრესია, პირიქით, ზრდის დემენციის რისკს.
გარდა ამისა, ხანდაზმულთა დემენციის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია მათ შორის, ვინც ჭარბად მოიხმარს ალკოჰოლს და თამბაქოს. უარი თქვით ამ მავნე ჩვევებზე ან მინიმუმამდე შეამცირეთ მათი გავლენა სხეულზე.