რატომ არ უნდა ვატაროთ ჩანთა მუდმივად ერთ მხარზე?
რომელთა გამოსწორება შემდეგ ძალიან პრობლემურია.
მხრის სარტყელის, ხერხემლის კისრისა და გულმკერდის განყოფილებაში, ადამიანთა უმეტესობაში კუნთოვანი კორსეტი არც თუ ისე კარგად არის განვითარებული. ხოლო თუ ჩანთის ან ზურგჩანთის წონა გადაჭარბებულია, მაშინ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ზურგის ტკივილი, კუნთების შებოჭილობა, თავის ტკივილი, დაბუჟება ან ჩხვლეტა ხელებსა და თითებში.
- ამ შემთხვევაში, სხეული იძულებული იქნება მოერგოს არათანაბარ დატვირთვას: მხარი დაიწევს, ხოლო მენჯი და გულმკერდი საპირისპირო მიმართულებით გადახრილი იქნება, რათა ბარგის სიმძიმის ქვეშ კომპენსირება მოახდინოს სიმძიმის ცენტრმა. დროთა განმავლობაში ეს პოზა ორგანიზმისთვის ჩვეული გახდება და ნორმალური პოზის დაბრუნება ძალიან პრობლემური იქნება.
ტანდეგობასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ჩანთა ზურგჩანთით ჩავანაცვლოთ - ეს საშუალებას მოგცემთ უფრო თანაბრად გადაანაწილოთ წონა. მნიშვნელოვანია, რომ ის თავისუფლად არ ჩამოიკიდოთ და მჭიდროდ მოირგოთ ზურგზე.
თუ ჩანთაზე უარს ვერ ამბობთ, მაშინ საჭიროა რეგულარულად შეანაცვლოთ მხრები.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბარგის წონა. ჩვეულებრივ, ჩანთა ან ზურგჩანთა უნდა იწონიდეს ადამიანის სხეულის წონის არაუმეტეს 10%-ს (ეს წესი ეხება ბავშვებსაც). ასე რომ, 60 კგ წონის ქალისთვის მაქსიმალური დატვირთვა არის 6 კგ.
- ასევე, არ არის საჭირო მაღაზიაში იყიდოთ ბევრი სურსათი, თუ უკან დაბრუნებისას მძიმე ჩანთებით გრძელი გზის გავლა მოგიწევთ. სჯობს ნაყიდები მოათავსოთ არაუმეტეს 2,5-3 კგ წონის ჩანთებში და აიღოთ თითო ხელში, რათა თანაბრად გადანაწილდეს ღერძული დატვირთვა.