რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს სავსე სასკოლო ჩანთა
ზიანს აყენებს ხერხემალს, სხეული მალე იღლება და პატარა მოსწავლის თვითშეგრძნება უარესდება. ზურგჩანთის კონსტრუქცია კი საშუალებას იძლევა, დაწოლა თანაბრად განაწილდეს ზურგსა და მხრებზე. კარგია, როცა ზურგჩანთას აქვს ორთოპედიული ზურგი, რომელიც იმეორებს ხერხემლის ხაზს. სასურველია, ჩადგმული ჰქონდეს ბადისებრი ქსოვილის ჩანართი (რათა ზურგი არ გაოფლიანდეს), ასევე - სინათლის ამრეკლავი ელემენტები (უსაფრთხოებისთვის), ფართო (5-6სმ) ღვედები.
ზურგჩანთის წონა (მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე) არ უნდა აღემატებოდეს 1,2 კილოგრამს. უმცროსკლასელთათვის მაქსიმალური დასაშვები წონა სახელმძღვანელოებთან ერთად 1,5კგ-ია. ასევე, სასურველია ჩანთას ჰქონდეს რეზინის ან პლასტიკატის სახელური (რომელიც საიმედოა და რომლის გარეცხვაც შესაძლებელია), მაგარი და მოხერხებული შესაკრავები, რომელთა გამოყენებაც ბავშვს სირთულეებს არ შეუქმნის.
როგორ უნდა ატაროს მოსწავლემ ზურგჩანთა, რომ ხერხემლის პრობლემები არ შეექმნას - ინფოგრაფიკა