რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ქლიავი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ქლიავი

100 გრამი ქლიავის შემადგენლობა:

  • ცილა - 0,6 გ;
  • ნახშირწყლები - 10 გ;
  • ცხიმი - 0,17 გ;
  • ბოჭკო - 1,7 გ

შეიცავს: A, C, E, K, B1, B2, B3, B5, B6 ვიტამინებს და ფოლიუმის მჟავას. მინერალებიდან რკინას, მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, მანგანუმს, თუთიას.

ქლიავში შედის:

კაროტინოიდები - მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა და დიდი როლი აკისრია ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ამცირებს ათეროსკლეროზის, რევმატული დაავადებების, ალცჰაიმერის, პარკინსონის, კატარაქტის, კიბოს განვითარების რისკს, ებრძვის დაბერების პროცესს.

ლუთეინი და ზეაქსანთინი - აუცილებელია თვალების ჯანმრთელობისთვის და დიდ როლს ასრულებს თვალის დაავადების, ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაციის პროფილაქტიკაში, ასევე იცავს თვალს ასაკის თანმხლები დაავადებებისგან, კატარაქტისგან.

ფლავონოიდები - მათ შორის ანტოციანებით, ანტოციანებს აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ებრძვის კიბოს უჯრედებს, ეხმარება ორგანიზმის თავდაცვით სისტემას.

ხელს უწყობს მონელებას

ქლიავი ააქტიურებს მონელების პროცესს და ხელს უწყობს ყაბზობის პროფილაქტიკას. პექტინები, რომელსაც ქლიავი შეიცავს, საკვებია ნაწლავებში მობინადრე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბაქტერიებისთვის. პექტინის უმეტესობა მის კანშია. მონელების პროცესს ხელს უწყობს ქლიავის წვენიც. ყაბზობის მკურნალობა 2-3 ქლიავით დაიწყეთ და ნელ-ნელა გაზარდეთ ოდენობა, რათა მუცლის ტკივილმა და შებერილობამ არ შეგაწუხოთ.

პექტინებს აქვს სადეტოქსიკაციო ეფექტიც. ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობას, ეხმარება ორგანიზმს მძიმე მეტალების გამოდევნაში, აქვეითებს მავნე ქოლესტეროლის დონეს.

ქლიავი ხელს უწყობს ნაწლავებში მობინადრე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბაქტერიების გამრავლებას და ამით უზრუნველყოფს ნორმალური მიკრობიოტის შენარჩუნებას.

  • ხელს უწყობს გულ-სისხლძართვთა სისტემის ჯანმრთელობას.

  • კარგია ოსტეოპოროზის პრევენციისთვის.

  • აძლიერებს ნერვულ სისტემას.

ქლიავი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც აუცილებელია თავის ტვინისა და ნერვების სრულფასოვანი მუშაობისთვის, უზრუნველყოფს კარგ კონცენტრაციას, კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებას, ფსიქიკურ წონასწორობას, ამცირებს სტრესს.

  • ებრძვის კიბოს

რამდენიმე კვლევის მიხედვით, ქლიავი ხელს უშლის კიბოს განვითარებას. ის განსაკუთრებით ეფექტურია სარძევე ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს წინააღმდეგ, რაც მასში შემავალი პოლიფენოლებისა და ქლოროგენის მჟავას დამსახურებაა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქლიავის ექსტრაქტს შეუძლია, დათრგუნოს კიბოს უჯრედების ზრდა–გამრავლება და ისე გაანადგუროს ისინი, რომ ჯანსაღი უჯრედები არ დააზიანოს.

ნუ შეიძენთ გადამწიფებულს. ასეთ ქლიავს შეიძლება ჭია ჰყავდეს.