/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

დანაწევრებული კვების მეთოდი ანუ ცოტა რამ საკვების ურთიერთშეთავსების შესახებ

დანაწევრებული კვების მეთოდი ანუ ცოტა რამ საკვების ურთიერთშეთავსების შესახებ
დღეს კაცობრიობას საკმაო გამოცდილება აქვს საიმისოდ, რომ რაციონალური კვებით ჯანმრთელობა შეინარჩუნოს. მიუხედავად ამისა, როდესაც გვშია, იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, სად, როგორ და რას მივირთმევთ.

ჩვეულებრივ, ვცდილობთ ვჭამოთ შეძლებისდაგვარად გემრიელად, ნოყიერი სადილის შემდეგ სიამოვნებით გეახლებით ნამცხვარს ან ნაყინს, ვაყოლებთ ტკბილ სასმელს... ათასგვარი დიეტის ფართო პროპაგანდის მიუხედავად, ადამიანთა უმეტესობა უჩივის ჭარბ წონას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის-მომნელებელი სისტემის დაავადებებს და სხვა. იქნებ ამის გამოც არის, რომ ბოლო ხანს მსოფლიოში გაიზარდა ინტერესი დანაწევრებული კვების მიმართ.

კვების ამ მეთოდს აქვს თავისი ისტორია, ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები, მაგრამ შესანიშნავი პრაქტიკული შედეგების გამო მისი პოპულარობა უფრო და უფრო მეტად იზრდება. ძნელია, კვების ამ მეთოდს დიეტა ვუწოდოთ, რადგან ამ დროს ყველაფერი ნებადართულია: ხორციც, კვერცხიც, რძის ნაწარმიც, ცხოველური და მცენარეული ცხიმიც, პურიც, მაკარონიც, ბურღულიც. მთავარია ვიცოდეთ, როგორ შევუთავსოთ ისინი ერთმანეთს, რათა ორგანიზმს საკვების გადამუშავება და ათვისება გავუადვილოთ.

ნეტავ რა ხილია?

დანაწევრებული კვების მთავარი პრინციპი ის არის, რომ რაციონის შედგენისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ პროდუქტების ურთიერთთავსებადობა საჭმლის მონელების დროს. ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულისა და ხილის მირთმევა შეუზღუდავი რაოდენობით შეიძლება, ხოლო კონსერვების, რაფინირებული შაქრის (შაქარი, კანფეტები, გამაგრილებელი სასმელი) ოდენობა უნდა შემცირდეს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კერძების მომზადება საჭიროა დამზოგველი მეთოდით, რათა მოხარშვისა თუ შეწვის დროს მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მათში არსებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტები. ამ წესების დაცვა საშუალებას მოგცემთ, შეამციროთ საჭმლის მოსანელებლად საჭირო ენერგიის დანახარჯი, შეინარჩუნოთ მჟავატუტოვანი წონასწორობა და შექმნათ ოპტიმალური პირობები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციობისთვის.

ამ თეორიის მიხედვით, ცილებით (10%-ზე მეტი) და ნახშირწყლებით (20%-ზე მეტი) მდიდარი პროდუქტები სასურველია არა ერთდროულად, არამედ 4-5-საათიანი ინტერვალით მივირთვათ. საქმე ის არის, რომ ცილებისა და ნახშირწყლების მოსანელებლად ორგანიზმს სხვადასხვა დრო და პირობები სჭირდება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ნახშირწყლების მოსანელებლად უფრო ნაკლები დროა საჭირო, ვიდრე ცილების მოსანელებლად; ნახშირწყლების დასაშლელად ტუტე გარემოა აუცილებელი, ხოლო ცილების დასაშლელად - მჟავე. თუ ერთდროულად მივირთმევთ საკვებს, რომელიც ცილებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს და ნახშირწყლებსაც, რომელიმე ამ ნივთიერებათაგანი ცუდად შეიწოვება ან საერთოდ აუთვისებელი დარჩება. საკვების გადაუმუშავებელი ნარჩენები მსხვილ ნაწლავში დაგროვდება და განსაზღვრულ პირობებში შესაძლოა სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ყაბზობის (შეკრულობის) მიზეზად იქცეს.

ცილებით მდიდარია ხორცი, თევზი, კვერცხი, უცხიმო რძის ნაწარმი, პარკოსნები, თხილი, კაკალი.

ნახშირწყლებით მდიდარ პროდუქტებს მიეკუთვნება პური, მაკარონი, ფქვილის ნაწარმი, კარტოფილი, შაქარი.

განსაკუთრებულ ჯგუფს ქმნის ნეიტრალური პროდუქტები - ცხოველური ცხიმი, ნაღების კარაქი, არაჟანი, ნაღები, ცხიმიანი ხაჭო, ცხიმიანი ყველი (ცხიმიანობა - 45%-ზე მეტი), ჩირი, მწვანილი, ახალი ხილი და ბოსტნეული.

ნეიტრალური პროდუქტების დამახასიათებელი თვისება ის გახლავთ, რომ ისინი ეთავსებიან როგორც ცილებით, ისე ნახშირწყლებით მდიდარ პროდუქტებს. ამასთანავე, სასურველია, უმი ხილი და ბოსტნეული დღიური რაციონის ნახევარზე მეტს შეადგენდეს. დანაწევრებული კვების დროს სანიმუშო რაციონი ასეთია:

  • საუზმე

ხილი, ხილის სალათა, ყველი, არაჟანი, ცეხვილი პური, ნაღების კარაქიანი ან ყველიანი ბუტერბროდი, ხაჭო

  • სადილი

სადილი ცილებით მდიდარი სურსათისგან მოამზადეთ. ტრადიციული ხორცისა და თევზის კერძები კარტოფილის ან მაკარონის გარნირის გარეშე მიირთვით. გარნირის მაგივრად სადილს დაამატეთ სალათის მოზრდილი ულუფა, ბოსტნეული, ხილი.

  • ვახშამი

ვახშამი ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტებისგან უნდა მომზადდეს, რადგან მათ ორგანიზმი სწრაფად ითვისებს. ეს შეიძლება იყოს კარტოფილის ან სტაფილოს მობრაწულა, ყველიანი მაკარონი, ტკბილი ხილი.

კვების ასეთ ფორმაზე გადასვლა გვიანი არასოდეს არის. მასზე თანდათანობით გადასვლაც შეიძლება. მაგალითად, თავდაპირველად კვირაში მხოლოდ ერთი დღით. დროთა განმავლობაში მიეჩვევით პროდუქტების შეთავსებას და შეიგრძნობთ საკვების დახვეწილ გემოს. ეფექტს კი 2-3 თვის შემდეგ შეამჩნევთ. დანაწევრებული კვების პრინციპებიდან გამომდინარე, ყველას შეუძლია, ეს დიეტა მოარგოს საკუთარ გემოვნებასა თუ ოჯახურ ჩვევებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დანაწევრებული კვების მეთოდი ანუ ცოტა რამ საკვების ურთიერთშეთავსების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები