ჩხვლეტისა არ მეშინია! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩხვლეტისა არ მეშინია!

როგორ უნდა მოვემზადო ამისათვის და რა უნდა გავითვალისწინო, რომ რაიმე გართულება არ გამოვიწვიო?

საკუთარი თავისთვის ინექციის გაკეთება მართლაც თამამი ნაბიჯია, თუმცა არც პოლიკლინიკაში ყოველდღე სიარულია სასიამოვნო, ამიტომ მოდით, ეს საქმე დამოუკიდებლად ავითვისოთ.

მნიშვნელოვანი დეტალები

შევჩერდეთ ყველაზე გავრცელებულ - კუნთქვეშა ინექციებზე. საჩხვლეტად საუკეთესო ადგილია დუნდულა კუნთის ზედა გარეთა მეოთხედი. თავდაპირველად შეამოწმეთ "საბრძოლო ინვენტარი".

ერთჯერადი შპრიცის შესაფუთი მასალის მთლიანობა დარღვეული არ უნდა იყოს. თუ წამალი მინის ფლაკონშია მოთავსებული, სპეციალური ხერხით გადახერხეთ ამპულის ყელის დიდი ნაწილი, შემდეგ ამპულის გადახერხილ ნაწილს დოლბანდი შემოახვიეთ და გადატეხეთ.

თუ პრეპარატი მოთავსებულია ფლაკონში, რომელსაც რეზინის საცობი და ლითონის საფარი აქვს, მაშინ სხვაგვარად უნდა იმოქმედოთ: მოაცილეთ ლითონის თავსახურს შუა ნაწილი, ნემსით გახვრიტეთ რეზინის საცობი (მისი მოხსნა საჭირო არ არის!), და წამალი შპრიცით ამოტუმბეთ. შემდეგ დაიჭირეთ შპრიცი ნემსით ზემოთ და ფრთხილად მიაწექით დგუშს, სანამ ნემსიდან სითხის წვეთი არ ამოვა. ასე შპრიციდან ჰაერს გამოაძევებთ.

ყურადღება მიაქციეთ: წამლის ამოღება უნდა მოხდეს უშუალოდ ჩხვლეტის წინ და არა წინასწარ. გარკვეული ხნის შემდეგ მისი ქიმიური შემადგენლობა შესაძლოა შეიცვალოს, ხოლო შპრიცი დაინფიცირდეს. და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ შპრიცი ხელმეორედ - ასე შეიძლება ორგანიზმში ინფექცია შეიტანოთ!

წინასწარ ივარჯიშეთ მოჭიმულ ბალიშზე. მთავარია, თავი დააღწიოთ შიშს და ხელების კანკალს. წარმოიდგინეთ, რომ ნემსი ჩხირია. თუ თქვენი დარტყმის ძალა მეტისმეტად მცირე იქნება, ნემსი უბრალოდ ვერ ჩაერჭობა კუნთში. გამოვა არა ჩხვლეტა, არამედ ზეწოლა, რაც ძალზე მტკივნეულია.

წარმოსახვით გაავლეთ დუნდულზე ჯვარი, რომელიც მას ოთხ ნაწილად გაყოფს. ჩხვლეტა საჭიროა ზედა გარეთა კვადრატში. ნემსი სწრაფად უნდა უჩხვლიტოთ, ხოლო წამალი ნელ-ნელა შეუშვათ.

ციხესიმაგრე აღებულია!

ნემსი უმჯობესია გააკეთოთ სარკის წინ მდგომმა. მსუბუქად მოხარეთ მუხლში შესაბამისი ფეხი - ასეთ მდგომარეობაში კუნთები თვითონ დუნდება და ნემსი პრაქტიკულად უმტკივნეულოდ კეთდება. წინასწარ კუნთი უნდა დაიზილოთ, საჩხვლეტი ადგილი სპირტში დასველებული ბამბით გაიწმინდოთ და სწრაფად ჩაარჭოთ ნემსის მესამედი.

ყოჩაღ, ყველაზე საშიში უკან დარჩა! ახლა თანაბრად შეიყვანეთ პრეპარატი, ნემსი ასევე თანაბარი მოძრაობით ამოიღეთ და ნაჩხვლეტზე იგივე სპირტიანი ბამბა მიაჭირეთ. მორჩა, ციხესიმაგრე აღებულია!

მოვსპოთ კვალი

  • სიმაგრისა და დაჟეჟილობის შესამცირებლად, რომლებიც შეიძლება დარჩეს ინექციის შემდეგ, სასურველია ნანემსარი მსუბუქად დავიზილოთ. შეიძლება კანზე იოდის ბადის გაკეთებაც. თუ ნემსი სისხლძარღვში მოგიხვდათ ან ინექციის გაკეთება რამდენიმე დღე ზედიზედ გიწევთ, გამოიყენეთ კომბოსტოს ფოთლის კომპრესი: მტკივან ადგილზე დაიდეთ კომბოსტოს ფოთოლი, ზემოდან კომპრესის ქაღალდი დააფარეთ, შეიხვიეთ და 2-3 საათი დაიტოვეთ. პროცედურის გამეორება 2-3-ჯერ შეგიძლიათ - ამ ხნის განმავლობაში ჰემატომა გაიწოვება.
  • სიმაგრე თანდათანობით რომ გაიწოვოს, დაიდეთ ზედ ფქვილისა და თაფლის ნარევი და დააფარეთ ტენიანი ხელსახოცი.
  • თუ იოდის გამოყენებას გადაწყვეტთ, გაიკეთეთ ბადე, არავითარ შემთხვევაში არ წაისვათ იოდი მთელ კანზე - დაგწვავთ!

საზეპირო

  • როცა წამალს შპრიცში ტუმბავთ, არ შეეხოთ ნემსს თითებით. ნემსი დაინფიცირდება და ნანემსარის ადგილას ჩირქგროვა გაჩნდება.
  • თუ ინექციას მოკლე ნემსით გაიკეთებთ ან ღრმად არ შეუშვებთ პრეპარატს, ის მოხვდება არა კუნთში, არამედ კანში და მალე იმ ადგილას სიმაგრე გაჩნდება.