შაკიკის შეტევები, სინუსიტები და ალერგიული რეაქციები - ის, რაც ზამთარს ახლავს თან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შაკიკის შეტევები, სინუსიტები და ალერგიული რეაქციები - ის, რაც ზამთარს ახლავს თან

  • რესპირატორული სისტემა: გაძლიერებული ლორწოს გამოყოფა, სულისხუთვა, ქოშინი, ხველა, შესაბამისად მწვავდება ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ინფექციური პათოლოგიები
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ტკივილი გულმკერდის არეში, გულის ნორმალური რიტმის მოშლა, ქოშინი, შესაბამისად მწვავდება კორონარული დაავადება და გულის სხვა პათოლოგიები, ხშირდება მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი, არტერიული ჰიპერტენზია;
  • პერიფერიული სისხლის მიმოქცევა: ზედა და ქვედა კიდურებში კანის ფერის ცვლილება, ტკივილი, მგრძნობელობის დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება, რეინოს დაავადება;
  • შარდგამომყოფი სისტემა: მწვავდება ცისტიტი, პიელონეფრიტი და საშარდე გზების ინფექციები;
  • ძვალკუნთვანი სისტემა: ტკივილი, შეშუპება, შესივება, მოძრაობათა შეზღუდვა, პარესთეზია, სისუსტე კუნთებში;
  • კანის საფარველი: ქავილი, კანის სიფერმკრთალე, ერითემა, შეშუპება, ჭინჭრის ციება, ფსორიაზი, დიფუზური ნეიროდერმიტი.

სიცივე და ტვინი

ჩვენი თავის ტვინი თავად თერმორეგულაციის უმაღლესი განმახორციელებელი ინსტანციაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისიც საკმაოდ მწვავედ რეაგირებს დაბალ ტემპერატურაზე.

საშემოდგომო და ზამთრის დესინქრონოზი სწორედ იმის შედეგია, თუ როგორ უჭირს ტვინს ცივ ამინდებთან შეგუება.

შემოდგომასა და ზამთარში, მზის სინათლის აქტივობის შემცირების გამო, მნიშვნელოვნად ქვეითდება სიამოვნებისა და ბედნიერების ჰორმონების სინთეზი, ეს კი ადამიანებზე განსხვავებულად აისახება, ზოგს დეპრესია და დაღლილობა უტევს, ზოგი კი გუნება-განწყობის მნიშვნელოვან ცვლილებას უჩივის.

საბედნიეროდ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ტვინიც ადაპტირდება გარემოს ცვლადი პირობებისადმი და უკვე ზამთრის შუა თვეებში აღნიშნული მდგომარეობანი განსაკუთრებით მცირდება.

ზამთარში ტემპერატურის ცვლილება აქვეითებს ატმოსფერულ წნევასაც, ეს იმდენად საგრძნობი შეიძლება იყოს, რომ ადამიანთა ერთ ნაწილს ეწყება შაკიკის შეტევები და სინუსიტები, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც ეს პათოლოგიები ქრონიკულ ხასიათს ატარებს.

წაიკითხეთ სრულად