როგორ ამოვიცნოთ საკვებად უვარგისი თევზი - პრაქტიკული რჩევები, რომლებიც თევზის არჩევისას გამოგადგებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ამოვიცნოთ საკვებად უვარგისი თევზი - პრაქტიკული რჩევები, რომლებიც თევზის არჩევისას გამოგადგებათ

- უხარისხო თევზი შესაძლოა მძიმე დაავადების მიზეზად იქცეს. ხარისხზე, უწინარეს ყოვლისა, სუნი და პროდუქტის გარეგნული სახე მიუთითებს.

ნედლი, გაცივებული და გაყინული თევზი

გაყინული თევზის ხარისხის განსაზღვრა მისი დეფროსტაციის (გალღობის) შემდეგ ხდება. თვისებებით ის ახალ და გაცივებულ თევზს ჰგავს.

ხარისხიანი ნედლი, გაცივებული და გაყინული თევზისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • ზედაპირი სუფთა, ბუნებრივი ფერისაა; სველი კონტაქტური გაყინვით დამუშავებული დამარილყინულიანი თევზისთვის დასაშვებია მუქი ზედაპირი;
  • თევზი არ უნდა იყოს შელანძღული;
  • სხეულზე შეიმჩნევა მცირე ოდენობის გამჭვირვალე და უსუნო ლორწო;
  • თვალები ამოწეულია და გამჭვირვალე;
  • სარქვლები მჭიდროდ არის მიკრული სალაყუჩე ხვრელებზე;
  • ლაყუჩები კაშკაშა-წითელია;
  • ხორცს მკვრივი კონსისტენცია აქვს (ზურგზე თითის დაჭერისას გაჩენილი ღრმული უმალვე ამოივსება);
  • გაყინული თევზის ხორცი გალღობის შემდეგ ოდნავ მორბილებულია, მაგრამ არა ჩაშლილი;
  • ნედლ თევზს სუნი არ აქვს;
  • ზღვის თევზს შესაძლოა დაჰკრავდეს ზღვის წყლის ან წყალმცენარეების სუსტი სასიამოვნო სუნი;
  • ზღვის ზოგიერთი სახეობის თევზს შესაძლოა ჰქონდეს იოდის სუნიც.

შედარებით დაბალი ხარისხის, მაგრამ საკვებად ჯერ კიდევ ვარგის თევზს ახასიათებს შემდეგი ნიშნები:

  • ზედაპირი მუქი ფერისაა, დაფარულია ლორწოს სქელი ფენით, ანალური ხვრელი ოდნავ შეშუპებული, ვარდისფერი ან მოვარდისფრო-მოწითალოა;
  • თვალები ჩაწეული და მუქია;
  • ლაყუჩები მოვარდისფრო ან ნაცრისფერია;
  • სარქველი ოდნავ აწეულია და აშიშვლებს ხვრელებს;
  • ხორცი რბილია (ზურგზე თითის დაჭერისას გაჩენილი ღრმული ნელა ივსება);
  • ხორცს თევზის მძაფრი სუნი აქვს, შესაძლოა, იგრძნობოდეს სხეულზე არსებული ლორწოს მომჟავო სუნიც.

საკვებად უვარგის თევზს შემდეგი ნიშნებით იცნობთ:

  • თვალები ღრმად ჩაცვენილი და მუქია (ამღვრეული), პირი - ღია, ლაყუჩების სარქვლები შესამჩნევად არის წამოწეული, ლაყუჩების ფერი - რუხი ან მუქი რუხი (მურა ფერის);
  • სხეული დაფარულია მღვრიე ლორწოთი, რომელსაც მყრალი, მძაფრი მომჟავო სუნი აქვს;
  • მუცელი გაბერილია, წითელი ან რუხი ფერისაა;
  • თითის დაჭერისას გაჩენილი ჩაღრმავება აღარ სწორდება;
  • ხორცი ძლიერ დარბილებულია, ადვილად სცილდება ძვლებს და იშლება, აქვს რუხი ან მოწითალო ფერი, მყრალი, მომჟავო ან დამპლის სუნი.

წაიკითხეთ სრულად