როგორ დავეხმაროთ ნახშირჟანგით მოწამლულს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავეხმაროთ ნახშირჟანგით მოწამლულს

ამ უფერო მაღალტოქსიკური აირის ზემოქმედებას ის განაპირობებს, რომ სასუნთქი გზებიდან სისხლში გადასვლის შემთხვევაში იგი ჰემოგლობინიდან სწრაფად გამოდევნის ჟანგბადს. შედეგად ორგანიზმის ქსოვილებამდე და უჯრედებამდე ჟანგბადის გადატანის პროცესი ირღვევა, ვითარდება მწვავე ჟანგბადოვანი შიმშილი, რომელსაც მწყობრიდან გამოჰყავს ორგანიზმის ყველა სისტემის ფუნქცია.

ნახშირჟანგით მოწამვლის ნიშნებია:

  • სიმძიმისა და პულსაციის შეგრძნება თავში;
  • შუბლისა და საფეთქლების ტკივილი (თითქოს თავზე რგოლია შემოჭერილი);
  • ყურების შუილი, თვალებში დაბნელებისა და ციმციმის მონაცვლეობა;
  • კანის გაწითლება, გულისცემის გახშირება, კანკალი, დაყრუების შეგრძნება, სისუსტე, გულისრევა და ღებინება.
რატომ იწამლებიან გაზის გამათბობლით და რა უნდა ვიცოდეთ, ეს რომ არ დაგვემართოს!

კიდევ უფრო მძიმე მოწამვლისას ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს ერთვის:

  • კუნთების პროგრესირებადი (მზარდი) სისუსტე, მაჯისცემის გახშირება, გუგების გაფართოება, ზედაპირული სუნთქვა და თავბრუხვევა;
  • ცნობიერების დაბინდვა, პროგრესირებადი ძილიანობა, რომელსაც გონების დაკარგვა ენაცვლება;
  • კუნთების უკიდურესი სისუსტის გამო უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, ბაცი მოლურჯო, ზოგჯერ ვარდისფერი ლაქების გაჩენა სახეზე.

თუ გულის ტონების მოყრუება პროგრესირებს და სუნთქვა სულ უფრო ზედაპირული ხდება, კრუნჩხვების განვითარებამდე შესაძლოა მოწამლული დაიღუპოს.

პირველი დახმარება ნახშირჟანგით მოწამვლის დროს

ნახშირჟანგით მოწამლულს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავუწიოთ პირველი დახმარება, რათა უზრუნველვყოთ უბედური შემთხვევის კეთილსაიმედო დასასრული. თუ მოწამლული უგონოდაა, უნდა მოვიქცეთ ასე:

  • მოწამლული დაუყოვნებლივ გამოვიყვანოთ შენობიდან ან ნახშირჟანგის შემცველი ნებისმიერი ზონიდან სუფთა ჰაერზე, დავაწვინოთ ზურგზე;
  • შევუხსნათ საყელო და სხეული გავუთავისუფლოთ სუნთქვის დამაბრკოლებელი ტანსაცმლისგან ნებისმიერ ამინდში, თუნდაც ყინვაში, შევუხსნათ ქამარი, შარვალი (ქალებს - აზღუდი), გავუთავისუფლოთ გულმკერდის არე;
  • სახეზე და მკერდზე ვასხუროთ ცივი წყალი, ეს რამდენჯერმე გავიმეოროთ. თუ წყალი სიახლოვეს არ გვაქვს, საფეთქლებზე, თავსა და მკერდზე დავადოთ ყინული, თოვლი ან გაყინული ნაჭერი.
მკითხველის გამოხმაურება: გიამბობთ, როგორ მოვიწამლეთ გაზით ოჯახის ყველა წევრი

თუ მოწამლული გონს ვერ მოდის, ნებისმიერი მეთოდით უნდა გავუღიზიანოთ ცხვირი. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ბუმბულის წვერი, პასტის ბოლო, ჩხირი, წვრილი ტოტი, თამბაქო, მდოგვი, წიწაკა, ხახვი, ნიორი, ნიშადურის სპირტი (მასში დასველებული ბამბა ფრთხილად უნდა მოვიხმაროთ, რათა უნებლიეთ არ გამოვიწვიოთ ცხვირის ლორწოვანის დამწვრობა). თუ მოწამლულს ცხვირცემინება დაეწყო, უნდა მივცეთ ცემინების საშუალება, რათა გამოცოცხლდეს. ცივი წყლის შესხურების პარალელურად მნიშვნელოვანია გულმკერდის დაზელაც (ხელთათმანით, შალის ნაჭრით, მკვრივი ჯაგრისით) სუნთქვის აღდგენამდე. თუ ამან ეფექტი არ გამოიღო, მოწამლულს უნდა ჩავუტაროთ ხელოვნური სუნთქვა. საზოგადოდ, ხელოვნური სუნთქვის ჩატარება დაუყოვნებლივ, სუნთქვის შეწყვეტისთანავე უნდა დავიწყოთ. სუნთქვის აღდგენის მიზნით გამოიყენება ყელში ღიტინიც, ოღონდ დიდი სიფრთხილით, რათა ამონაღები მასები სასუნთქ გზებში არ მოხვდეს. პირველი დახმარების გაწევის შემდეგ მოწამლული აუცილებლად უნდა გადავიყვანოთ სამედიცინო დაწესებულებაში. ხანგრძლივი და მყარი ჟანგბადოვანი შიმშილი ორგანიზმში სერიოზულ ცვლილებებს აძლევს დასაბამს, აქედან გამომდინარე, მოწამლულს პირველი დახმარების შემდეგ სათანადო სამედიცინო მომსახურება, სრულფასოვანი მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება.