რატომ იწამლებიან გაზის გამათბობლით და რა უნდა ვიცოდეთ, ეს რომ არ დაგვემართოს! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ იწამლებიან გაზის გამათბობლით და რა უნდა ვიცოდეთ, ეს რომ არ დაგვემართოს!

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს ინფორმაცია და ყველა მითითება ზედმიწევნით შეასრულოთ.

მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს:

  • გაზის გამათბობელმა;
  • გაზის წყლის გამაცხელებელმა;
  • გაზქურამ.

გაზის გამათბობლის შესახებ

არ შეიძინოთ გაზის გამათბობელი, რომელსაც გაზის წვისთვის საჭირო ჟანგბადი ოთახიდან მიაქვს. ასეთ გამათბობელს აქვს ერთმაგი მილი, რომელიც კედელში მაგრდება ან უკეთდება გოფრირებული მილი, რომლის მეორე ბოლო შეგიძლიათ ზედა ფანჯრის ხვრელში გაიყვანოთ. ასეთი გამათბობელი განსაკუთრებულად საშიშია მცირე ფართის ოთახის გათბობისას, რადგან ოთახში არსებულ ჟანგბადს მალევე წვავს და ამის შემდეგ იწყება გაზის არასრული წვა და გამოიყოფა არასრული წვის პროდუქტი CO, რომელიც ძალიან ძლიერი მომწამლავი გაზია და რამდენიმე წუთში შეიძლება მოკლას ადამიანი. შედარებით უსაფრთხოა ისეთი ტიპის გამათბობლები, რომელთაც აქვთ ორმაგი მილი - ერთიდან გაზის ნამწვი გამოიყოფა, ხოლო მეორეს მეშვეობით გამათბობელი გაზის წვისთვის საჭირო ჟანგბადს გარედან იღებს და არა ოთახიდან. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც უნდა იყოთ ფრთხილად:

  • არ დატოვოთ ღამით გამათბობელი ჩართული, მხოლოდ ფითილზე დატოვებაა დასაშვები, ისიც მხოლოდ მეორე ტიპის გამათბობლისა.
  • არ დადგათ გამათბობელი შიდა კედელთან და არ გაიყვანოთ მილი საჰაეროში - ასე შეიძლება უბედური შემთხვევა არა მხოლოდ თქვენ, არამედ მეზობლებსაც დაემართოთ.
  • როცა ოთახს გაზით ათბობთ, საათში ერთხელ მაინც უნდა გააღოთ ფანჯრები და ოთახი ანიავოთ. უკეთესი იქნება თუ მცირე ზომის ფანჯარა მუდმივად შეღებული გექნებათ ისე, რომ ჟანგბადის ნაკადი შემოდიოდეს ოთახში.
  • არ შეიძლება დიდ ფართზე გათვლილი გამათბობლის დადგმა მცირე, დახურულ ფართში. გამათბობლის ზომა უნდა შეირჩეს ფართის მიხედვით და ამის მიუხედევად, ოთახი არ უნდა იყოს ყრუდ დახურული, სასურველია, იგი გადიოდეს სხვა ოთახებში. პერიოდულად კი უნდა ნიავდებოდეს.

წყლის გამაცხელებლის შესახებ

ადამიანთა გარდაცვალების საკმაოდ ბევრი შემთხვევა გამოიწვია გაზის წყლის გამაცხელებელმა. "მკურნალის" რედაქციასაც აქვს ერთი დიდი ტკივილი - რამდენიმე წლის წინ ჩვენი ექიმი-ჟურნალისტი - ნანა ალადაშვილი - სწორედ წყლის გამათბობლით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. წყლის გამათბობლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ შემდეგი:

არსებობს წყლის გამაცხელებელი, რომელსაც აქვს ერთი გამავალი მილი და მასში გაზის ნამწვი ცხელი ჰაერის ზევით ასვლის პრინციპით გაიწოვება. ეს გამაცხელებელი ჟანგბადს ოთახიდან იღებს და რაც მთავარია, ქარიან ამინდში ნამწვის გაწოვის მექანიზმი ირღვევა და გაზის ნამწვი პროდუქტი მთლიანად ოთახში ბრუნდება. ამას ემატება ისიც, რომ ქარის გამო ჰაერის სწრაფი უკუნაკადის პირობებში, გაზი ვერ ასწრებს ჟანგბადის საჭირო რაოდენობის აღებას წვის რეაქციისთვის და მიდის არასრული წვა. ანუ ამ დროსაც ოთახში გროვდება არასრული წვის პროდუქტი - CO, რომელიც, როგორც გითხარით, რამდენიმე წუთში იწვევს ადამიანის სიკვდილს. აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ასეთი გამაცხელებლის გამოყენება ქარიან ამინდში არის ძალიან საშიში და დიდი სიფრთხილე გვმართებს, ან უმჯობესია საერთოდ არ ჩავრთოთ ასეთ დროს.

არსებობს შედარებით ახალი მოდელები, რომლებსაც


სავენტილაციოდ სჭირდება ელექტროდენი. მის მიერ გაზის ნამწვის გატანა შედარებით ნაკლებად არის გაძნელებული ქარიან ამინდში, თუმცა გარკვეული სიფრთხილე აქაც საჭიროა.

გაითვალისწინეთ:

  • თუ გაქვთ ძველი მოდელის წყლის გამაცხელებელი, ეცადეთ, შეცვალოთ ის ახალი, ელექტოვენტილაციის მქონე მოდელით.
  • ერიდეთ გამაცხელებლის ჩართვას ქარიან ამინდში. თუ მაინც აუცილებელია მისი ჩართვა, იმავე ოთახში ფანჯარა უნდა გამოაღოთ ბოლომდე - ეს ხელს შეუწყობს ნამწვის გარეთ გადინების პროცესსაც მილიდან ქარის საწინააღმდეგოდ და ამავე დროს ოთახში ჰაერს გაამდიდრებს ჟანგბადით, რაც ინტოქსიკაციის ხარისხს შეამცირებს.
  • ნუ დატოვებთ გამაცხელებელს ხანგრძლივად ჩართულს, თუნდაც მშვიდ, უქარო ამინდში.
  • გამაცხელებლის ყოველი გამოყენების შემდეგ ოთახი კარგად გაანიავეთ.
  • დაუშვებელია გამაცხელებლის დამონტაჟება ისეთ ოთახში, სადაც არის მცირე ფართი და არ არის ფანჯარა.
  • დაუშვებელია გამაცხელებლის მილის გატანა საჰაეროში ან სადარბაზოში.

გაზქურის შეასხებ

ადამიანთა გარდაცვალება შეიძლება გამოიწვიოს გაზქურამაც, თუ მას ხანგრძლივად ჩავრთავთ მცირე ფართის პატარა სივრცეში. ასეთ შემთხვევაშიც შეიძლება, ოთახში დაგროვდეს CO. ამიტომ გაზქურის ხანგრძლივად გამოყენებისას ოთახი უნდა ანიავოთ.

მკითხველის გამოხმაურება: გიამბობთ, როგორ მოვიწამლეთ გაზით ოჯახის ყველა წევრი

ნიშნები, რომლებიც CO-თი მოწამვლაზე მიგვანიშნებს:

  • თავის ძლიერი ტკივილი;
  • გულის აჩქარება;
  • სახეზე წამოწითლება;
  • წნევის მომატება;
  • გულისრევა, ღებინება;
  • თავბრუსხვევა;
  • მოდუნება.

თუ რომელიმე სიმპტომი მოულოდნელად გაგივითარდათ, დროულად უნდა მიხვდეთ, რომ გაზით იწამლებით, თორემ სულ რამდენიმე წუთში შეიძლება მოქმედების უნარიც დაკარგოთ.

აუცილებლად წაიკითხეთ:

როგორ მოვიქცეთ CO-თი მოწამვლისას