კისრის კისტა - შეიძლება თუ არა ამოკვეთის გარეშე მისი მკურნალობა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კისრის კისტა - შეიძლება თუ არა ამოკვეთის გარეშე მისი მკურნალობა?

როგორ მკურნალობენ კისრის კისტებს?

როგორც გვერდითი, ისე კისრის შუა კისტების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით არის შესაძლებელი. ამასთან, აუცილებელია დროულად მოიკვეთოს, რათა ავთვისებიან წარმონაქმნებად არ გადაგვარდეს. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია ის კისტები, რომელთა შიგთავსიც უხვად შეიცავს ქოლესტერინის კრისტალებს. ის პაციენტები, რომელთაც ამგვარი კისტა აქვთ, ოპერაციამდე აუცილებლად უნდა იმყოფებოდნენ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. სასკოლო ასაკის ბავშვებისა და მოზრდილების მკურნალობა მაშინვე შეიძლება, როგორც კი კისტას აღმოაჩენენ, გაცილებით პატარების ოპერირება კი შესაძლებელია მხოლოდ სამი წლის შემდგომ.

გაუტკივარება ზოგადი ანესთეზიით ხდება, თუმცა ზოგიერთ მოზრდილ პაციენტს ოპერაცია შეიძლება ადგილობრივი გაუტკივარებითაც ჩაუტარდეს. ოპერაციული მკურნალობის მიზანია, კისტა ფაქიზად, მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების, სისხლძარღვებისა და ნერვების დაუზიანებლად მოიკვეთოს. სწორედ ფაქიზად მოკვეთას ართულებს მწვავე ანთებითი პროცესი, რადგან ირგვლივ მდებარე ქსოვილები შეშუპებულია და გამქრალია საზღვრები სხვადასხვა ანატომიურ წარმონაქმნს შორის. კარგად შესრულებული ოპერაციის შემთხვევაში კისტა სცილდება სხეულს კედლის მთლიანობის დაურღვევლად, რაც მეტად მნიშვნელოვანია, რადგან თუ ოპერაციის მსვლელობისას კისტის კედელი დაზიანდა, მისი შიგთავსი ჩაიღვრება საოპერაციო არეში და გაჩნდება ინფიცირების რისკი.

შუა კისტების ამოკვეთისას აუცილებელია ენისქვეშა ძვლის იმ ნაწილის მოცილება, საიდანაც კისტა აღმოცენდა. უამისოდ მოსალოდნელია კისტის რეციდივი - ხელახალი განვითარება. კისტის ქირურგიული მოცილების შემდეგ ტარდება ანთების, დაჩირქებული არის ლიკვიდაცია და სანაცია. ოპერაციის შემდეგ პაციენტი საკმაოდ მოკლე ხანში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

შეიძლება თუ არა ამოკვეთის გარეშე კისტების მკურნალობა?

არის შემთხვევები, როდესაც კისტას უბრალოდ ხსნიან და მის შიგთავსს იღებენ. ეს პროცედურა მაშინ ტარდება, როდესაც კისტის ირგვლივ მწვავე ანთებითი პროცესია და მისი ამოკვეთა არ შეიძლება. მაგრამ შიგთავსის პუნქციურად ამოღება არ არის მკურნალობა, რადგან რჩება კისტის კედელი, რომელიც გარკვეული ხნის შემდეგ კვლავ შიგთავსით ივსება. რამდენადაც კისტა ყოველთვის ტოვებს ანთების განვითარების საფუძველს, ნებისმიერ შემთხვევაში მათი ამოკვეთა ჯობს.

წაიკითხეთ სრულად