მარხვა - საკურნებელად სულისა და ხორცისა - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
მარხვა - საკურნებელად სულისა და ხორცისა
მარხვა - საკურნებელად სულისა და ხორცისა
ღვთის რწმენა და სიყვარული ყოველ ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს დამარხული; მაგრამ რწმენა და სიყვარული მაშინ ხდება ცხოველი (ცოცხალი), როდესაც ვლინდება საქმით. ერთ-ერთი ამგვარი საქმეა ღმერთის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის პასუხად ამქვეყნიურ სიამეთა მოკლება, თავშეკავება. ამას ეწოდება მარხვა. „მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროს გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ გვჭირდება განწმენდა, რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში მუდამ ვცდილობდეთ, მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით“, - წერდა ლეონ დიდი.


გონიერი ადამიანი, ლოცვის მსგავსად, სულ მარხვაში
უნდა იყოს (იყვნენ და არიან კიდეც ასეთი წმიდა მამები), მაგრამ ადამიანს თავისი უძლური ბუნების გამო არ შეუძლია გამუდმებით თავშეკავება, ამიტომ ეკლესიამ დაადგინა გარკვეული დრო და ფორმა მარხვისა, რომლის დაცვა საწინდარია იმისა, რომ ოდესმე ჭეშმარიტ მარხვასა და თავშეკავებულ ცხოვრებას შევძლებთ.

ხანგრძლივი მარხვები
წელიწადში დაწესებულია ოთხი ხანგრძლივი
მარხვა, რომლებიც წინ უძღვის ოთხ დიდ დღესასწაულს:

ა) დიდი წმიდა მარხვა - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ;
ბ) საშობაო მარხვა - ქრისტეს შობის წინ;
გ) მარიამობის მარხვა - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების წინ;
დ) პეტრეპავლობის მარხვა - მოციქულთა თავთა - წმ. პეტრესა და წმ. პავლეს დღესასწაულის წინ.

დიდი წმიდა მარხვა იწყება აღდგომამდე 49 დღით ადრე და აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება. შობის მარხვა გრძელდება 28 ნოემბრიდან 7 იანვრამდე, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს ხორციელად დაბადებას. მარიამობის მარხვა ორკვირიანია და გრძელდება 14-დან 28 აგვისტომდე, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს - მის მიძინებას. პეტრეპავლობის მარხვის ხანგრძლივობა ცვალებადია 9 დღიდან თვენახევრამდე. ეს იმიტომ, რომ მისი დასასრული უძრავია, დასაწყისი კი მოძრავი და უკავშირდება სულთმოფენობის დღესასწაულს, რომელიც, თავის მხრივ, აღდგომის დღესასწაულზეა დამოკიდებული (აღინიშნება აღდგომიდან 50-ე დღეს). პეტრეპავლობის მარხვა იწყება სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ და მთავრდება 12 ივლისს (ახ. სტილით), როდესაც ეკლესია იხსენიებს თავთა მოციქულთა - წმ. პეტრესა და წმ. პავლეს.

ერთდღიანი მარხვები
განსაკუთრებულ დღეებში ეკლ­ესიამ დაადგინა ერთდღიანი მარხვები:

ა) ყოველი კვირის ოთხშაბათი და პარასკევი, გარდა მსგეფსისა, რადგან ოთხშაბათს იუდამ გასცა იესო ქრისტე, პარასკევს კი ქრისტე ჯვარს აცვეს;
ბ) ნათლისღების წინა დღე - 18 იანვარი (ახ. სტილით);
გ) წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე - 11 სექტემბერი (ახ. სტილით);
დ) ჯვართამაღლება - 27 სექტემბერი (ახ. სტილით).



კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილია, ახალგაზრდებმა ხალხური მედიცინა შეისწავლონ, - ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონებას ემსახურება, ხოლო ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი არიან, წმინდა წერილი გვაუწყებს: “ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი”.

ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულებით ადამიანს ეკლესიის ლოცვით მადლი ენიჭება. ის განიწმინდება და სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან განიკურნება. თუ ადამიანი აღსარებაში გულწრფელად ვერ აღიარებს თავის ცოდვებს, ვნებები მძლავრობენ მასზე და სულთან ერთად სხეულსაც უზიანებენ.

წმინდა პატაპიოსის მონასტერი ათენიდან საკმაოდ შორსაა. მაღლობზე დგას და იქამდე მისასვლელად გრძელი კიბე უნდა აიარო. მონასტერში საგანგებოდ გაკეთებული ხის ჩასაბრძანებლით წმინდა პატაპიოსის უხრწნელი სხეულია დასვენებული. მასთან მიახლება ყველა მომლოცველს შეუძლია. წმინდა მამისგან ნუგეშის მისაღებად მონასტერში მრავალი მორწმუნე მიდის და ისიც, რწმენით მისულს, უნუგეშოდ არავის ტოვებს.

ვინც წმინდანთა ცხოვრებაში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ მრავალ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა კურნებისა, ბრმათათვის თვალის ახელისა, უშვილოთათვის შვილის მინიჭებისა, უეცარი სიკვდილისგან დაცვისა და სხვა, გარდაცვალების შემდეგ კი მრავალმა წმინდანმა მიიღო ნიჭი კურნებისა თუ სხვადასხვა განსაცდელისგან ხსნისა. განსაცდელში მყოფი ადამიანის ლოცვა-ვედრება წრფელი და მხურვალეა. ავადმყოფმა, თუ იგი მორწმუნეა, იცის, რომ მხოლოდ უფალია მისი შემწე, ამიტომ განსაკუთრებით ევედრება შეწევნას წმინდანებს.

საბერძნეთში ყოფნისას ამ წმინდანისადმი მოწიწება უფრო გამიძლიერდა. იქ მის წმინდა ნაწილებსაც ვეცი თაყვანი. ერთ ამბავს გავიხსენებ: ათენში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ერთ-ერთი ტაძრის შუაგულში, სიწმინდეები იყო დაბრძანებული. თავიდან წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები გვეგონა. მოულოდნელად ერთი ბერძენი ქალბატონი მოგვიახლოვდა და ხმამაღლა გვითხრა: “აგიოს ნექტარიოს”. წმინდა ნექტარიოსმა თავად გვაუწყა ადამიანის პირით, რომ მას ვეთაყვანეთ.

“როდესაც ხორციელად ჯანმრთელ ადამიანს ლახვრის ლოცვა წავუკითხე, ის სულიერმა დაღლილობამ შეიპყრო და თვალები გაეყინა. ეტყობოდა, რომ ბოროტი ებრძოდა”, - მოგვითხრობს ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე.

- როდესაც ადამიანი შეჭირვებულ მდგომარეობაშია, განსაკუთრებულად ევედრება უფალს. ღმერთი უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელია. მთავარია, მივენდოთ მას. ქრისტიანის ცხოვრება ღვთისადმი მინდობის სწავლის პროცესია.

07 დეკემბერი 2018
სითბო შიგნიდან უნდა მოდიოდეს. თუ აღინიშნება ვიტამინების, ენერგიის ნაკლებობა, სისხლძარღვებთან
03 დეკემბერი 2018
რეკლამის მიხედვით ჭურჭლის სარეცხი თანამედროვე საშუალებები კრემზე უკეთ ატენიანებს კანს და ამარაგებს
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
გაზიანი სასმელები ბევრს უყვარს. მაგალითად აშშ-ში თურმე ყოველი მეორე მცხოვრები ყოვედღიურად იყენებს
ასაკთან ერთად ჩვენი კუნთები კარგავს ტრავმის შემდგომ პერიოდში სწრაფად აღდგენის უნარს. მეცნიერებმა