მცენარეების მოვლა ადრე გაზაფხულზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მცენარეების მოვლა ადრე გაზაფხულზე

ხელოვნური განათება საჭირო აღარ არის. სითბოს მოყვარული, მაგრამ ჩრდილგამძლე ყვავილები ინტენსიურად იწყებენ ზრდას, სინათლის მოყვარულები კი არ ჩქარობენ, რადგან მზის შუქი ჯერ კიდევ არ ჰყოფნით. სჯობს, ქოთანი ფანჯარასთან ახლოს იდგეს.

.

  • მორწყვა

ოთახის მცენარეთა უმრავლესობა ადრე გაზაფხულზე ჯერ კიდევ ისვენებს, ამიტომ მორწყვა მხოლოდ მაშინ სჭირდება, როცა მიწის ზედა შრე შეშრება. მოსარწყავად სჯობს გადადუღებული წყალი, რომლის ტემპერატურაც ოთახისაზე ოდნავ (1-20 C-ით) მაღალი იქნება. აზალიების, კამელიების, კაქტუსების ქოთნებში მიწის ზედაპირზე დასატენიანებლად შეიძლება თოვლი დავდოთ. ფოთლები მტვრისგან სისტემატურად უნდა გაიწმინდოს სველი, კარგად გაწურული ნაჭრით. თუ ამჩნევთ, რომ ფოთოლი დაშვებულია, უმჯობესია, სული შეუბეროთ ან რბილი ფუნჯით გაწმინდოთ.

ქოთანში მიწაც უნდა გაფაშრდეს. მცენარეს ღეროები და ფოთლები პერიოდულად უნდა დაბანოთ. სასურველია, წყალში ცოტაოდენი სარეცხის საპონი გახსნათ. აუცილებელია ოთახის რეგულარული განიავება, განსაკუთრებით - მზიან დღეებში, თუმცა უნდა ვერიდოთ ორპირ ქარს, რომელიც მცენარეთა უმრავლესობისთვის ძალიან საშიშია. არ არის სასურველი თბილი, მშრალი ჰაერი, რომელიც გამათბობლებიდან იფრქვევა და თებერვალში, ტემპერატურის მატებისას, უფრო შესამჩნევი ხდება. ტენიანობის მომატების მიზნით მცენარეს ნამავენ, ქოთნის სადგამზე ნესტიან ქვიშას ან ხავსს ათავსებენ.

აზალიებს, ჰიპერასტრუმებს, სენპოლიებს, ორქიდეებს, რომლებიც ყვავილობენ, ძალიან ფრთხილად რწყავენ ოთახის ტემპერატურის წყლით, ისე, რომ მიწას არც წყალი მოადგეს და არც გამოშრეს. ამ მცენარეებს თვეში ერთხელ შეიძლება მივაწოდოთ მინერალური ან ორგანული სასუქიც, ოღონდ - ძალიან განზავებული.

სუკულენტებს (კაქტუსებს, ალოეს და ა. შ.) ადრე გაზაფხულზე იშვიათად, ასე თვეში ერთხელ რწყავენ, ისიც - მზიან დღეებში. მათი ქოთანი ძალიან ნათელ და ცივ ადგილას უნდა დავდგათ. მიუხედავად იმისა, რომ დღე იმატებს, ძალიან სასარგებლო იქნება დამატებითი დასხივება მცენარის წვეროდან 15-25 სანტიმეტრით დაშორებული ლუმინესცენციური ნათურით.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ მცენარეებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ ისვენებენ. მათ დროულად უნდა მოვაცილოთ დაზიანებული ნაწილები, ძველი ფესვები, გადავრგოთ ახალ მიწაში, მოვრწყოთ და თბილ ადგილას მივუჩინოთ ბინა.

  • ოთახის მცენარე და სუფთა ჰაერი

ნორმალური განვითარებისა და ზრდისთვის ოთახის მცენარეთა უმრავლესობას სუფთა, ახალი, ნორმალურად დატენიანებული ჰაერი სჭირდება. ამ თვალსაზრისით შედარებით ნაკლებად მომთხოვნი არიან ტროპიკული მცენარეები. მშრალი ჰაერი აფერხებს ფოტოსინთეზის პროცესს - დაბალი ტენიანობისას ფოთლის ბაგეები იხურება, რაც აორთქლებასა და ნახშირორჟანგის შთანთქმას აქვეითებს. გარდა ამისა, ზედმეტად მშრალი გარემო მცენარეს ზრდასა და განვითარებაში ხელს უშლის, ამიტომ ყვავილების მფლობელებს ურჩევენ, გამუდმებით იზრუნონ ოთახში ჰაერის სათანადო დატენიანებაზე – ზამთარში გამათბობლებთან დადგან წყლიანი ჭურჭელი, ხოლო ზაფხულში მცენარე დანამონ.

მცენარისთვის აუცილებელია ჟანგბადით მდიდარი ჰაერი. უნდა ვიცოდეთ, რომ მისი ყველა ნაწილი, ფესვის ჩათვლით, სუნთქავს. სუნთქვის ინტენსივობა ზრდა-განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულია – ახალგაზრდა მცენარეები უფრო აქტიურად სუნთქავენ, ვიდრე ასაკოვნები.

სუფთა ჰაერით მწვანე მცენარეების უზრუნველყოფისთვის ოთახი რეგულარულად უნდა გავანიავოთ, გაზაფხულზე და ზაფხულში - უფრო ინტენსიურად, წლის ცივ პერიოდში კი სიფრთხილე გვმართებს - ოთახის მცენარეები მეტად მგრძნობიარენი არიან ცივი ჰაერის პირდაპირი ზემოქმედების მიმართ, ამიტომ ოთახის განიავებისას მის მწვანე ბინადარს მუყაოს კოლოფი ან პოლიეთილენის პარკი უნდა დავახუროთ.

ოთახში, სადაც მცენარეს მივუჩენთ ბინას, ჰაერი მტვრიანი და დაბინძურებული არ უნდა იყოს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, გვიმრა და სენპოლია, თამბაქოს კვამლს ვერ იტანს და თუ მწეველი ბრძანდებით, მათი ჯანსაღი ეგზემპლარების გამოზრდა გაგიჭირდებათ.